მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7601.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ფიტოპათოლოგია
დნმ-ის ჩონჩხი ამ შემთხვევაში ინარჩუნებს თავის ადრინდელ სტრუქტურას.
The sugar-phosphate skeleton of the molecule retains the structure characteristic of native DNA.
7602.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ფსიქოლოგია
ნელა მიმდინარე საყმაწვილო შიზოფრენიით დაავადებულთა ამორჩევის რეაქციის გამოკვლევა.
A study of choice reaction in juvenile patients with sluggish schizophrenia.
7603.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ფსიქოლოგია
მოყვანილია ნელა მიმდინარე საყმაწვილო შეზოფრენიით დაავადებულთა ალბათური პროგნოზის თავისებურების შესწავლის შედეგები.
The paper presents the findings of a study of the peculiarities of the probabilistic prognosis of juvenile patients with sluggish schizophrenia.
7604.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ფსიქოლოგია
გამოყენებულია რეაქციის დროის გაზომვის მეთოდიკა ცვლადი სტატისტიკური სტრუქტურის გამღიზიანებელთა წყების წარდგენისას.
The procedure of reaction time measurement under exposure to a set of stimuli of varying statistical structure was used.
7605.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ფსიქოლოგია
ამ ავადმყოფებში გამოვლინებულია გარემოს ალბათური სტრუქტურის ათვისების შესუსტება და გარემოს სტრუქტურის ოპტიმალური გამოყენება საპასუხო მოქმედების ორგანიზაციისათვის.
These patients manifest a weakened assimilation of the probabilistic structure of the environment and optimal use of the environment structure in organizing their response activity.
7606.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ქიმიური ტექნოლოგია
პიროლიზური ნახშირბადის გავლენა კოქსის ფოროვან სტრუქტურაზე.
The effect of pyrolytic carbon on the porous structure of coke.
7607.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ქიმიური ტექნოლოგია
ვერცხლისწყლის ფორომეტრიის მეთოდით შესწავლილია დაყალიბებული და ჩვეულებრივი კოქსის საწყისი დანახშირებული ნიმუშების სტრუქტურა.
The structure of carbonized samples of both formed and metallurgical coke has been investigated by the method of porosity measurement using mercury.
7608.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია, რომ პიროლიზური ნახშირბადის წარმოქმნა განსაკუთრებით აქტიურად მიდის მიკროფორების ზედაპირზე და საერთოდ ვერც აღწევს მიკროფორებში.
The most intensive formation of pyrocarbon was observed at the surface of macropores. On the other hand, it does not enter micropores at all.
7609.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
სხვადასხვა ქსოვილების უჯრედთა ბირთვების ენდოგენური რნმ-პოლიმერაზული აქტივობა.
On the endogenous RNA polymerase activity of cell nuclei of various tissues.
7610.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
შესწავლილია ვირთაგვის სხვადასხვა ორგანოებიდან (თავის ტვინი, ღვიძლი, თირკმელი, ელენთა) გამოყოფილი უჯრედთა ბირთვების ენდოგენური რნმ-პოლიმერაზული აქტივობა.
The endogenous RNA-polymerase activity of the cell nuclei isolated from different organs of the rat (brain, liver, kidney and spleen) has been studied.
7611.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
აღმოჩნდა, რომ თავის ტვინიდან, აგრეთვე ღვიძლიდან გამოყოფილ ბირთვებს გაცილებით მაღალი რნმ-პოლიმერაზული აქტივობა აქვთ, ვიდრე თირკმელიდან და ელენთიდან გამოყოფილ ბირთვებს.
The nuclei isolated from the brain and liver have been found to possess higher RNA-polymerase activity than to those isolated from the kidney and the spleen.
7612.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
აღნიშნული აქტივობა კორელირებს ინდექსთან - საერთო ცილა : დნმ და რნმ : დნმ.
This activity correlates with the index total protein: DNA and RNA : DNA.
7613.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
ნერვული ქსოვილის მიტოზური უჯრედების ზოგიერთი მეტრიული თავისებურებები ქათმის ემბრიონის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
Some metric peculiarities of mitotic cells of the nervous tissue in various stages of hen embryo development.
7614.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
ქათმის ემბრიონის განვითარების პროცესში ვლინდება IV, V, VI, VII, VIII, IX კლასების პროფაზური, მეტაფაზური, ანაფაზური და I, II, III, IV, V კლასების ტელოფაზური უჯრედები.
Prophasic, metaphasic and anaphasic cells of the IV, V, VI, VII, VIII and IX classes and telophasic cells of the I, II, III, IV and V classes are identifiable in the course of hen embryo development.
7615.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
აღნიშნული იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ VII, VIII, IX კლასების პროფაზური, მეტაფაზური, ანაფაზური და IV, V კლასების ტელოფაზური უჯრედები წარმოადგენს გაყოფად ნერვულ უჯრედებს.
There is ground to assume that prophasic, metaphasic and anaphasic cells of the VII, VIII, IX classes and telophasic cells of the IV and V classes are dividing nervous cells.
7616.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ციტოლოგია
ემბრიონული განვითარების მე-8 დღეზე მკვეთრად მცირდება VII, VIII, IX კლასების პროფაზური, მეტაფაზური, ანაფაზური და IV, V კლასების ტელოფაზური უჯრედების რიცხვი.
The number of prophasic, metaphasic and anaphasic cells of the VII, VIII and IX classes and of telophasic cells of the IV,V classes is drastically reduced on the 8th day of embryo development.
7617.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ჰიდროტექნიკა
თამაშთა თეორიის გამოყენება ჰესების წყალსაგდებ ნაგებობებზე კავიტაციური გადამწოდების განლაგებისათვის ნატურულ ჰიდრავლიკურ გამოკვლევებში.
The use of the theory of games in field hydraulic investigations when cavitation transducers are placed on the wasteweirs of hydroelectric power stations.
7618.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ჰიდროტექნიკა
თამაშთა თეორიის გამოყენება საშუალებას იძლევა დადგენილ იქნეს კავიტაციის გადამწოდების ოპტიმალური რაოდენობა და მათი რაციონალური განლაგების სქემა.
An attempt is made to use the theory of games to determine the optimum number of cavitation transducers and their rational arrangement on structures.
7619.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ჰიდროტექნიკა
აღნიშნული მეთოდით საკითხის ასეთი გადაწყვეტა მიზანშეწონილია და მისაღები.
The obtained results show that this method of approach to the problem is advisible and rational.
7620.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ჰიდროტექნიკა
ცვალებადი კვეთის დაწნევითი ჰიდროტექნიკური გვირაბების გარშემო მდებარე მთის ქანების დრეკადი წინაღობის ხვედრითი კოეფიციენტის განსაზღვრის საკითხისათვის.
On the determination of the specific elastic counterpressure coefficient of rocks around hydraulic pressure tunnels of variable sections.