მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7921.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მეტალურგია
გოგირდის განაწილება თხევად მანგანუმსა და CaO–Al<sub>2</sub>O<sub>3</sub>–MnO სისტემის წიდურ ნადნობებს შორის.
Sulphur distribution between liquid manganese and slag melts of the CaO–Al<sub>2</sub>O<sub>3</sub>–MnO system.
7922.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მეტალურგია
შედგენილია თხევადი მანგანუმის CaO–Al<sub>2</sub>O<sub>3</sub> სისტემის წიდური ნადნობებით განგოგირდების თერმოდინამიკური მახასიათებლების ტემპერატურულ დამოკიდებულებათა განტოლებები.
Temperature-dependence equations of thermodynamic characteristics of liquid manganese desulphuration by slag melts of the CaO–Al<sub>2</sub>O<sub>3</sub> system have been derived.
7923.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მეტალურგია
დადგენილია აღნიშნულ წიდებში MnO და CaF<sub>2</sub> დანამატების დადებითი გავლენა ლითონური მანგანუმის განგოგირდების პროცესზე.
Addition of MnO and CaF<sub>2</sub> to the above slags has been found to have a positive effect of the desulphuration processes of metallic manganese.
7924.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მექანიკა
ტალღური წინაღობისა და არეკვლის კოეფიციენტების ლაგერის პოლინომებით აპროქსიმაციის შესახებ.
On the approximation of wave resistance and reflection coefficients by Laguerre polynomials.
7925.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მექანიკა
განხილულია განაწილებულ პარამეტრებიანი რხევითი სისტემების ტალღური პარამეტრების ლაგერის მრავალწევრებად და ტეილორის მწკივად დაშლის საკითხები.
Problems of the expansion of the wave parameters of distributed-parameter oscillating system into Laguerre polynomials and Taylor series are discussed.
7926.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მექანიკა
ნაჩვენებია მიღებული შედეგების გამოყენების არე.
The field of application of the results obtained is indicated.
7927.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ელასტინის ჰიდროლიზი Actinomyces fradiae-119 პროტეაზების პრეპარატისა და მისი ელასტოლიტური ფრაქციის მიერ.
The hydrolysis of elastin by the protease preparation of Actinomyces fradiae 119 and by its elastolytic fraction.
7928.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ელასტინზე პროტეაზების პრეპარატის მოქმედების შედეგად (რომელთა შემადგენლობაში, გარდა ელასტოლიტური კომპონენტისა, აღმოჩენილია ჰეპტიდაზები და სხვა პროტეინაზები) წარმოიქმნება თავისუფალი ამინომჟავები და 120-დან 500-მდე მოლეკულური წონის პეპტიდები.
When elastin was subjected to the action of a preparation of proteases that had – apart from the elastolytic component – peptidases and other proteineases in its composition, free aminoacids and peptides were formed with the molecular weight of from 120 to 500.
7929.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
მე-12 ტიპის ადენოვირუსით გამოწვეული ადამიანის ამნიონის გადანერგვადი უჯრედების A-1-ის ქრონიკული ინფექციის შესახებ.
Chronic infection of the human amnion A-1 cells caused by type 12 adenovirus.
7930.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
შესწავლილია მე-12 ტიპის ადენოვირუსით გამოწვეული ადამიანის ამნიონის გადანერგვადი უჯრედების A-1-ის ქრონიკული ინფექცია.
Chronic infection of A-1 cells caused by human type 12 adenovirus has been reproduced.
7931.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ადენოვირუსით ერთჯედარად ინფიცირებული უჯრედები ვირუსით განმეორებით დაიფიცირებისადმი რეზისტენტობას იჩენენ.
Single infected cells are resistant to a repeated infection by the virus.
7932.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ემბრიონალური ანტიგენებით ადენოვირუსული სიმსივნის მიმართ ტრანსპლანტაციური რეზისტენტობის ინდუცირების საკითხისათვის.
Study of embryonal capacity to create transplantation resistance against tumours induced by human adenovirus.
7933.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
მოზრდილი ზაზუნების წინასწარი იმუნიზაცია დასხივებული ემბრიონალური უჯრედებით იწვევს ადამიანის მე-12 ტიპის ადენოვირუსით ინდუცირებული სიმსივნის ზრდის დათრგუნვას 20 – 60 %-მდე.
Preliminary immunization of adult hamsters with irradiated foetal cells of hamsters leads to 20 – 60% inhibition of the growth of a tumour induced by type–12 adenovirus.
7934.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
სავარაუდოა, რომ ცხოველთა ემბრიონალური უჯრედები შეიძლება შეიცავდეს ტრანსპლანტაციური ტიპის ანტიგენებს, რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ უჯრედის სპეციფიკური ანტიგენების როლი და მიიღონ მონაწილეობა სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტში.
It is possible that foetal cells contain specific transplantation-type antigens which can participate in the induction of transplantation immunity against tumour.
7935.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მცენარეთა ფიზიოლოგია
პიგმენტების შემცველობა ზოგიერთი მარადმწვანე მცენარის მწვანე და წითელ ფოთლებში.
The pigment content of green and red leaves of some sempervirent plants.
7936.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მცენარეთა ფიზიოლოგია
ჭყორფოთოლას, ჩვეულებრივი სუროსა და ფოტინიას მწვანე ფოთლები განსხვავდება ანთოციანშემცველ ფოთლებისაგან პლასტიდური პიგმენტების - ქლოროფილ a-ს, ქლოროფილ b-ს, კაროტინოიდების თავისებური შემცველობით.
The green leaves of oregon graperoot, Mahonia aquifolium Nutt., ivy, Hedera caucasigena Pojark., and toyon, Photina serrudata Lindl. differ from the red leaves of the same plants by the peculiar content of plastidial pigments: chlorophyll a, chlorophyl b and carotenoids.
7937.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მცენარეთა ფიზიოლოგია
ზოგიერთი მარადმწვანე მცენარის წითელი და მწვანე ფოთლების სუნთქვა.
Respiration of green and red leaves of some sempervirent plants.
7938.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მცენარეთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ წითელი ფოთლები ხასიათდება როგორც სუნთქვის მაღალი ინტენსივობით, ისე ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაღალი მაჩვენებლებით მწვანე ფოთლებთან შედარებით.
Red leaves were found to be characterized not only by a high respiration intensity but also by high indices of oxidation-reduction potential in comparison with green ones.
7939.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მცენარეთა ფიზიოლოგია
გარდა ამისა, წითელი ფოთლების სუნთქვის ცვალებადობის პარალელურად იცვლება ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაჩვენებლებიც.
Furthermore, the index of the oxidation-reduction potential changes in parallel to the change of the respiration intensity of red leaves.
7940.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, მცენარეთა ფიზიოლოგია
შეიმჩნევა გარკვეული კორელაციური კავშირი წითელი ფოთლების ანთოციანური პიგმენტების დაგროვებასა და სუნთქვის ინტენსივობას შორის.
A certain correlative relation between the accumulation of anthocyan pigments and the respiration intensity of red leaves of sempervirent plants is observable.