მოიძებნა 668070 ჩანაწერი
8081.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური გეოგრაფია
ეს შთენილები აბრაზიული გენეზისისაა და ფორმირდებოდნენ გვიანპლიოცენური ზღვიური აუზის ფართო ინგრესიულ უბეში.
These outliers are of abrasional origin and had been formed in a broad ingressional bay of the late Pleistocene sea basin.
8082.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური გეოგრაფია
იმდროინდელი ზღვის დონე 180 მ-ით მაღლა იდგა თანამედროვესთან შედარებით.
The sea level of that epoch was 180 m higher as compared with the contemporary level.
8083.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
X და Y ტიპის ზოგიერთ სინთეზურ ცეოლითზე ბენზოლისა და ეთილენის ჰიდროგენიზაცია.
Hydrogenation of benzene and ethylene on some synthetic zeolites of X and Y types.
8084.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ სხვა მრავალი რეაქციისაგან განსხვავებით, ჰიდროგენიზაცია იმპულსურ არაქრომატოგრაფიულ რეჟიმში მიმდინარეობს იმავე ტემპერატურულ ინტერვალში, როგორც ნაკადურ პირობებში.
Unlike many other reactions, hydrogenation in the presence of reduced nickel and rhodium catalysts in the impulse nonchromatographic regime proceeds in the same temperature interval as in flowing conditions.
8085.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
თერმული დამუშავების გავლენა ტიტანის ორჟანგის თვისებებზე.
The effect of thermal treatment on the properties of titanium dioxide.
8086.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
რენტგენოგრაფიულად დახასიათებულია ტიტანის ორჟანგის ვაკუუმში და ჰაერზე დამუშავებული ნიმუშების გელიდან ანატაზისა და რუტილის კრისტალურ მოდიფიკაციად გარდაქმნის პროცესი.
A roentgenographic description is given of the process of transformation from gel to crystalline modification of titanium dioxide samples subjected to vacuum and open-air treatment.
8087.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
დერივატოგრამა, ძირითადად, ადასტურებს რენტგენოგრაფიულ მონაცემებს.
The derivation chart largely corroborates the roentgenographic data.
8088.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
მოლეკულური წყალბადის წარმოქმნა ალიფატური სულფიდების თიოციანიტებისა და თიოლების რადიოლიზისას.
On the formation of molecular hydrogen by radiolysis of aliphatic sulphides, thiocyanates and thiols.
8089.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია ალიფატური სულფიდების, თიოციანიტებისა და თიოლების დაბალტემპერატურული რადიოლიზისას მოლეკულური წყალბადის წარმოქმნის პროცესი. დადგენილია შესაბამისობა რადიკალებსა და მოლეკულური წყალბადის გამოსავლებს შორის.
The process of the formation of molecular hydrogen has been investigated by low-temperature radiolysis of aliphatic sulphides, thiocyanates, and thiols and a correlation between the values of the yields of radical products and molecular hydrogen has been established.
8090.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
შეფასებულია ამ ნაერთების დაბალტემპერატურული რადიოლიზისას იონური და აღგზნებული მდგომარეობის წვლილი მოლეკულური წყალბადის წარმოქმნაში.
Attempts are made to determine the role of the ion- and excited states in the formation of molecular hydrogen by low-temperature radiolysis of these compounds.
8091.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
გაზური ქრომატოგრაფიის მეთოდით სტრონციუმჩანაცვლებული Y ტიპის ცეოლითების თვისებების კვლევა.
Gas-chromatographic characterization of strontium-containing Y-type zeolytes.
8092.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ფიზიკური ქიმია
სტრონციუმჩანაცვლებული Y ტიპის ცეოლითების ქრომატოგრაფიული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სტრონციუმის იონებს ჩანაცვლების ხარისხი და აქტივაციის რეჟიმი გავლენას ახდენს აზოტის, ჟანგბადის, ნახშირჟანგის და C<sub>1</sub>–C<sub>4</sub> ნახშირწყალბადური აირების შეკავებით მოცულობებზე, ადსორბციის სითბოსა და ამ ნარევის დაყოფის ხარისხზე.
Chromatographic study of strontium-containing Y-type zeolytes has shown that the degree of replacement of strontium ions and the activation regime affects the retention volumes of nitrogen, oxygen, carbon monoxide and C<sub>1</sub>–C<sub>4</sub> hydrocarbon gases, adsorption heats and the extent of mixture separation.
8093.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ქიმიური ტექნოლოგია
ზოგიერთი ორ და სამვალენტიანი ელემენტის ჟანგეულის გავლენა მცირე ტუტეშემცველი მაღალალუმინსილიკატური მინების კრისტალიზაციურ თვისებებზე.
The influence on oxides of bi- and trivalent elements on the crystals properties of weakly alkaline high-aluminosilicate glasses.
8094.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ქიმიური ტექნოლოგია
ტუტედანამატების გარეშე ცალკეული მთის ჯიშის საფუძველზე განხილულია სამშენებლო მინების სინთეზის შესაძლებლობა.
The feasibility of synthesizing construction glasses from silicate rocks without adding alkaline elements is discussed.
8095.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ქიმიური ტექნოლოგია
გამოკვლეულია ასეთი გზით მიღებული მინების კრისტალიზაციურ თვისებებზე ორ და სამვალენტიანი ელემენტების ჟანგეულების გავლენა.
The influence of oxides of bi- and trivalent elements on the crystal properties of the synthesized glasses has been studied.
8096.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ქიმიური ტექნოლოგია
თერმული დამუშავების გავლენა რთული რკინაშემცველი მინების გამტარებლობის ბუნებაზე.
The effect of heat treatment on the nature of the electric conductivity of complex ferruginous glasses.
8097.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ქიმიური ტექნოლოგია
რკინისაგან ხსნარების გაწმენდის ექსტრაქციული მეთოდის გამოყენება მანგანუმის კონცენტრატების მიღების პროცესში.
Use of the extraction method of purification of solutions from iron in the production of manganese concentrates.
8098.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ქიმიური ტექნოლოგია
შესწავლილია რკინისაგან ხსნარების გაწმენდის ექსტრაქციული მეთოდი. ექსტრაგენტად გამოყენებულია ცხიმოვანი მჟავას - C<sub>7</sub>–C<sub>9</sub>-ის სამრეწველო ფრაქციის ხსნარი ნავთში. დადგენილია, რომ აღნიშნული მეთოდი შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ მანგანუმის მადნების ელექტროქიმიური გამდიდრების პროცესში.
The feasibility of the application of the method of extraction purification of solutions from iron during electochemical dressing of manganese ores has been studied, using as the extraction agent fatty acids of the C<sub>7</sub>–C<sub>9</sub> commercial fraction dissolved in kerosene.
8099.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ციტოლოგია
Balantidium coli-ის კონიუგაციის მორფოლოგიური საფუძვლები.
On the morphological bases of the conjugation of Balantidium coli.
8100.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ციტოლოგია
ადამიანის ბალანტიდიუმის (B. coli) ციტოლოგიური და ციტოქიმიური თავისებურებების შესწავლის შედეგად გამოვლინებულია კონიუგაციის სხვადასხვა ეტაპების (პრე- და ექსკონიუგაციის ჩათვლით) მიკრობიოლოგიურ თავისებურებათა კომპლექსი.
A study of the cytological and cytochemical characteristics of human Balantidium (B. coli) has revealed a complex of microbiological peculiarities in various stages of conjugation (including pre and exconjugation).