მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
გაშლის ფაზა იკარგება, ხოლო მის ნაცვლად ვითარდება მოხრა.
The phase of extension disappears and flexion develops instead.
8662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
ამრიგად კიდურის გამშლელ კუნთთა ტონუსი მთლიანად განპირობებული უნდა იყოს ვესტიბულარული აფერენტაციით, ხოლო მოხრისა დაკავშირებულია, როგორც ჩანს, სხვა რეცეპტორებიდან გამომდინარე იმპულსაციასთან.
The conclusion is that the extensor tonus of the forelimb muscle is wholly dependent on the vestibular impulses while flexor tonus appears to be associated with impulses from other receptors.
8663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ალუმინის ელექტროლიზერის მაგნიტური ველის გამოკვლევა მათემატიკური მოდელირების მეთოდით ზედდადების პრინციპის გამოყენებით.
Investigation of the magnetic field of an aluminium electrolyzer by the method of mathematical simulation using the superposition principle.
8664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ალუმინის ელექტროლიზერის მაგნიტური ველი გამოკვლეულია მათემატიკური მოდელირების მეთოდით.
The magnetic field of an aluminium electrolyzer has been investigated by the method of mathematical simulation.
8665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ელექტროლიზერის აბაზანაში მაგნიტური ველი განხილულია როგორც ორი ველის ზედდადებით მიღებული, რომლებიც შექმნილია აბაზანაში თანაბარი სიმკვრივით გამავალი დენითა და ველის გარე წყაროებით.
The magnetic field of the electrolytic tank is considered to be a superposition of two fields originated by a current of constant density, flowing through the tank and by the external sources of the field.
8666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
პირველ შემთხვევაში ველის გამოსათვლელად გამოყენებულია ბიო-სავარი-ლაპლასის კანონი, ხოლო მეორე შემთხვევაში-სასრულო სხვაობითი მეთოდი.
In the former case the Biot-Savart-Laplace law is applied to the calculation of the field, and in the -latter – the finitely difference method.
8667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მათემატიკური მოდელირების მეთოდის რეალიზაციისათვის შემუშავებულია ალგორითმი და შედგენილია უნივერსალური პროგრამა გამოთვლითი მანქანებისათვის.
The algorithm has been developed and a universal program compiled for the calculations on a digital computer.
8668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ეცგმ-ის ზოგიერთი კვანძის მოდელის გამოკვლევა ეცგმ-ის საშუალებით.
A study of the models of some blocks of an electronic digital computer by means of an electronic computer.
8669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ელექტრონული ციფრული გამომთვლელი მანქანის (ეცგმ) ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციონალური კვანძის - ინტეგრალურ სქემებზე აწყობილი კომბინაციური ამჯამავის - სტატისტიკური მოდელის მაგალითზე ნაჩვენებია ავტორების მიერ დამუშავებული ეცგმ-ის სხვადასხვა კვანძების სტატისტიკური მოდელის ავტომატურად აგების მეთოდიკა, პროგრამაში ეგრეთწოდებული „ექსპერიმენტის ბლოკის“ გამოყენებით.
The authors have developed a method of automatic construction of a statistical model of different blocks of an electronic digital computer, using the so-called “experiment block” in the programme. The proposed method is exemplified by the statistical model of a combinational summator built on integral circuits – one of the main functional blocks of an electronic digital computer.
8670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
სარკოზინდითიოკარბამინატის გამოყენება შემნიღბავ საშუალებად ცინკის დითიზონით განსაზღვრისას.
The use of sarcosine dithiocarbaminate for masking when determining zinc by dithizon.
8671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
შესწავლილია ცინკის დითიზონატის ექსტრაქცია ქლოროფორმით შემდეგი ხელისშემშლელი ელემენტების თანაობისას: Cd, Cr, Al, Fe, Co, Ni, Pb, Ag, Hg, Cu, As, რომლებიც შევნიღბეთ სარკოზინდითიოკარბამინატით.
The extraction of zinc dithizonate by chloroform in the presence of the intervening elements of Cd, Cr, Al, Fe, Co, Ni, Pb, Ag, Hg, Cu, As, masked by sarcosine dithiocarbaminate, has been studied.
8672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
ხელისშემშლელი ელემენტების ექსტრაქცია სარკოზინდითიოკარბამინატის თანაობისას ძლიერ მცირდება და ექსტრაქციის მრუდის გადანაცვლება ტუტე არეში ძალზე მცირეა.
The extraction of intervening elements in the presence of sarcosine-dithicarbaminate is greatly suppressed and the shift in the curves of extraction to the alkali area is very small.
8673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
შემუშავებულია რაოდენობითი და თვისებითი მეთოდები ცინკის განსაზღვრისა დითიზინით ხელისშემშლელი ელემენტების თანაობისას, როცა მათი კონცენტრაცია 100-ჯერ აღემატება ცინკის კონცენტრაციას.
Methods have been developed for qualitative and quantitative determination of zinc by dithizon in the presence of intervening elements when their concentration is over 100 times that of zinc.
8674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
ნიობიუმის დესორბციის შესწავლა ანიონიტების ფტორ-ფორმებიდან.
A study of the desorption of niobium from the anion exchangers of fluoroforms.
8675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
დინამიკურ პირობებში შესწავლილია ანიონიტების AB-16 და AB-17 ფტორ-ფორმებიდან ნიობიუმის დესორბცია.
The desorption of niobium from the AB-16 and AB-17 anion exchangers of fluoroforms has been studied under dynamic conditions.
8676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
დადგენილია სორბენტებისა და ელუენტების ეფექტურობა და ელუირების ოპტიმალური ჰიდროდინამიკური პირობები.
The efficiency of sorbing agents and eluates and the optimal hydrodynamic conditions of elution have been ascertained.
8677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
გამოვლინებულია AB-16 და AB-17 ანიონიტების ფტორ-ფორმების გამოყენების პერსპექტიულობა ნიობიუმის ქრომატოგრაფიული დაცილებისათვის.
The use of the Ab-16 and AB-17 anion exchangers of flouroforms for chromatographic separation of niobium has been found to be promising.
8678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
ქანებსა და ქანმაშენ მინერალებში კალისა და მოლიბდენის ერთდროული სპექტროგრაფიული განსაზღვრა.
Simultaneous spectrograph determination of tin and molybdenum in rocks and rock-forming minerals.
8679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
კვლევის პროცესში ჩატარებული ცდების შედეგად დადგენილია ბუფერული ნარევის შედგენილობა, საანალიზო ნიმუშის განზავების ხარისხი, ანალიზის ოპტიმალური პირობები და სხვა.
Experiments have been conducted with a view to establishing the best composition of the buffer mixture, as well as the dilution ration of the specimen under analysis, optimum conditions of analysis and so on.
8680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ანალიზური ქიმია
ეტალონური ფხვნილების კონტროლისა და ექსპოზიციის დროის დასაზუსტებლად აგებულ იქნა კალისა და მოლიბდენის აორთქლების მრუდები.
Tin and molybdenum evaporation curves have been built in order to determine the time of exposition and the control the reference powders.