მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8741.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
ზოგიერთ სეისმოაქტიურ რეგიონში ძლიერი მიწისძვრების მოხდენის დროის კანონზომიერი ცვლილებების შესახებ.
Concerning the law-governed changes in the time of occurrence of large earthquakes in some seismoactive regions.
8742.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
დროის მიხედვით ძლიერი მიწისძვრების განაწილების შესწავლა ადასტურებს, რომ ევრაზიის სეისმურ სარტყელში შემავალ სეისმოაქტიურ რეგიონებში (კურილია-კამჩატკის, შუა აზიის, კავკასიის, კარპატებისა და საბერძნეთის) ძლიერი მიწისძვრების მოხდენის დროს ჩამოთვლილ რეგიონებს კოსმოსურ სივრცეში უკავია გარკვეული „დასაშვები“ მდებარეობები, რომლებიც დროთა მსვლელობაში ტენდენციურად იცვლება.
A study of the distribution in time of large earthquakes shows that at the time of occurrence of such earthquakes some regions of the Eurasian seismoactive zone (the Kuriles and Kamchatka, Central Asia, the Caucasus, the Carpathians and Greece) assume definite orientations in cosmic space, changing with a trend in the course of time.
8743.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
ცვლილება რეგულარულ ხასიათს ატარებს და სრულდება იმავე პერიოდებით (11-წლიანი, საუკუნეობრივი) რომლებიც ახასიათებს მზის აქტივობის ვარიაციებს.
The changes are regular and occur with the same periodicity (11-year; secular) as is the case with the variation of solar activity.
8744.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
აღნიშნული მოვლენა თავის გამოხატულებას პოულობს ამ რეგიონებში ძლიერი მიწისძვრების თარიღის (თვე, რიცხვი) და მომენტის (დღე-ღამის დროს) კანონზომიერ ცვლილებაში.
The phenomenon in question finds expression in the regular change of the date (month and day) and moment (time of day) of the occurrence of large earthquakes in the regions reffered to above.
8745.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
მეტეოროლოგიური ელემენტების პროგნოზირებისას დედამიწის რელიეფისა და კორიოლისის ძალის ცვლილების გათვალისწინება.
On taking account of the earth relief and coriolis force change in predicting meteorological elements.
8746.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
მოცემულია ატმოსფერული წნევისა და ქარის ველის საპროგნოზო ფორმულები სოლენოიდურ-ბაროტროპული მოდელის მიხედვით.
Prediction equations of atmospheric pressure and the wind field according to the barotropic-solenoid model are presented.
8747.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
გათვალისწინებულია კორიოლისის ძალის განედის მიხედვით ცვლილებისა და დედამიწის რელიეფის ერთდროული გავლენა ქარისა და გეოპოტენციალის ველის ცვლილებაზე.
The change of the Coriolis force along the latitude and the simultaneous influence of the earth relief on the change of the wind and geopotential field are taken into account.
8748.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
გრავიტაციულ ველში დამუხტულ ნაწილაკთა დიფუზიის ერთი არასტაციონარული ამოცანის შესახებ.
On one nonstationary problem of diffusion of charged particles in the gravitational field.
8749.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
მიღებულია ზედა ატმოსფეროში დამუხტულ ნაწილაკთა დიფუზიის არასტაციონარული განტოლების ამოხსნა დიფუზიის ცვლადი კოეფიციენტისათვის და შესრულებულია ამ ამოხსნის ანალიზი.
An analytical solution of the nonstationary equation of diffusion for the charged particles in the upper atmosphere for the variable diffusion coefficient has been obtained and analyzed.
8750.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ დიფუზიის კოეფიციენტის ცვლადობის გათვალისწინება იწვევს დამუხტულ ნაწილაკთა კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას.
It is shown that taking account of the variability of the diffusion coefficient leads to substantial change of the concentration of charged particles.
8751.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
სარიკამიშის მიწისძვრის განივი ტალღები და კერის მექანიზმი.
Transversal waves of the Sarikamysh earthquake and the focus mechanism.
8752.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
1970 წლის 5 ივნისის სარიკამიშის (ყირგიზეთი) მიწისძვრის განივი ტალღების პირველი გადანაცვლების მიხედვით, რაც ჩაწერილია სეისმური სადგურების - აბასთუმნის, იულტინის, ხეისის, იაკუტსკის ხელსაწყოებზე, განსაზღვრულია კერაში მოძრაობის მიმართულება. კერა მიღებულია როგორც განივი ტალღების წერტილოვანი წყარო.
The direction of motion in the seismic focus taken for the point source of transversal waves has been determined by the first displacements in transversal seismic waves of the Sarikamysh earthquake of June 5, 1970 in Kirgizia recorded by the seismographs at Abastumani, Yultin, Heis and Yakutsk.
8753.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
არსებობს გრძივი ტალღებით განსაზღვრული კერის მექანიზმთან თანმთხვევა.
There is an agreement with the mechanism of the focus found by dilatational waves.
8754.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
ონის, საბერიოს, აბასთუმნის, სიმფეროპოლის, ვლადივასტოკის სეისმური სადგურების მასალების მიხედვით შეფასებულია განივი ტალღების SV და SH კომპონენტების გავრცელების სიჩქარეთა თანაფარდობა.
The ratio of propagation velocity of SV and SH components of the transversal wave has been estimated by the data of the seismographs of Oni, Saberio, Abastumani, Simferopol and Vladivostok.
8755.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
აღმოჩენილია სიჩქარეთა ანომალია.
The velocity anomaly has been found.
8756.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
სხვადასხვა ორიენტაციის დახრილ ზედაპირებზე მოსული მზის რადიაცია.
The quantity of solar radiation received on differently oriented inclined planes.
8757.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
შესწავლილია სხვადასხვა ორიენტაციის დახრილ ზედაპირებზე მოსული მზის რადიაციის არათანაბარი განაწილება.
Nonuniform distribution of scattered radiation received on differently oriented inclined planes has been investigated.
8758.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
რეკომენდებულია, რომ 0-დან 75o-მდე დახრილ ზედაპირებზე მოსული ჯამური რადიაციის გამოთვლის დროს გაბნეული რადიაციის ანიზოტროპულობა შეიძლება არ იყოს მხედველობაში მიღებული.
It is recommended to neglect the anisotropy of scattered radiation in calculating the total radiation received on inclined planes with the inclination of from 0o to 75o.
8759.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
ვერტიკალურ ზედაპირზე მოსული ჯამური რადიაციის გამოთვლის დროს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მზის რადიაციის ზუსტი მნიშვნელობის ცოდნა, გაბნეული რადიაციის ანიოზოტროპულობის გათვალისწინება აუცილებელია.
It is necessary to take into account the anisotropy of scattered radiation when calculating the total radiation received on variously oriented vertical surfaces as well as when one must know the exact value of the magnitude of scattered radiation.
8760.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, გეოფიზიკა
განცალკევებულ წერტილებში რადიოსიგნალების მიღების მეთოდით გაზომილი დრეიფის ინტერპრეტაცია.
Interpretation of the results of ionospheric drift measured by the space diversity reception method.