მოიძებნა 668068 ჩანაწერი
9001.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის გამოყენებით დადგენილია, რომ რეაქცია ძირითადად მიმდინარეობს პარა- და ორთო- იზომერების წარმოქმნით.
The para- and ortho-isomers have been isolated by means of thin layer chromatography.
9002.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
მიღებული ნაერთების აგებულება დადგენილია როგორც ქიმიური გადაქმნებით, ისე ინფრაწითელი და ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტრების საშუალებით.
The structure of the obtained products has been established by IR and NMR spectral analyses and chemical transformations.
9003.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
ალუმინის ფორმის Y და X ტიპის ცეოლითების გამოკვლევა ციკლოჰექსანის, ნ. დეკანის და ნ. ჰექსადეკანის გარდაქმნის რეაქციაში.
Investigation of the aluminium form of the Y-and X-type zeolites in transformation reactions of cyclohexane, n. Decane and n. Hexadecane.
9004.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
შესწავლილია ალუმინის ფორმის Y და X ტიპის ცეოლითების კატალიზური თვისებები ციკლოჰექსანის, ნ. დეკანის და ნ. ჰექსადეკანის გარდაქმნის რეაქციაში 420 – 560° და 0,25 – 2 საათი<sup>-1</sup> მოცულობითი სიჩქარეების პირობებში.
The catalytic properties of the aluminium form of the Y- and X-type zeolites in transformation reactions of cyclohexane, n. decane and n. hexadecane have been studied at 420 – 560°C and volume velocities 0,25 – 2 hour=1.
9005.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
დიციკლოპენტადიენილმეთილსილანდიოლის კონდენსაციის რეაქციები ალკილ(არილ) დიქლორსილანებთან.
The condensation reactions of dicyclopentadienylmethylsilanediole with alkyl (aryl) dichlorosilanes.
9006.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
შესწავლილია დიციკლოპენტადიენილმეთილსილანდიოლის ურთიერთქმედება მეთილფენილ-, ფენილვინილ-, დიმეთილ-, დიფენილ-, მეთილდიციკლოპენტადიენილ დიქლორსილანებთან და 1,1,3,3,-ტეტრამეთილ-1,3,1-დიქლორ- და 1,3-დიმეთილ-1,3-დიფენილ-1,3 დიქლორდისილოქსანებთან ტრიეთილამინის თანაობისას.
The reactions between dicyclopentadienylmethylsilanediole and methylphenyl, phenyl-vinyl, dimethyl, diphenyl, methyldicyclopentadienyl dichlorosilanes and 1,1,3,3-tetramethyl-1,3-dichloro and 1,3-dimethyl-1,3-diphenyl-1,3-dichloro disiloxanes in the presence of triethylamine have been studied.
9007.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
მიღებულია დიციკლოპენტადიენის რადიკალის შემცველი სილიციუმორგანული პოლიმერები და პოლიორგანოციკლოქსანები სხვადასხვა შედგენილობით.
The silicon-containing radicals of dicyclopentadiene and various polyorganocyclosiloxanes are obtained.
9008.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
დიციკლოპენტენილმეთილსილანდიოლის კონდენსაცია პოლიფენილბუტოქსისილოქსანებთან.
Condensation of dicyclopentenylmethylsilandoil with polyphenylbutoxysiloxanes.
9009.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
შესწავლილია დიციკლოპენტენილმეთილსილანდიოლის კონდენსაცია პოლიფენილბუტოქსისილოქსანებთან (n = 1,2,3,4,7) კატალიზატორ ბუთილნატრიუმის თანაობისას.
The condensation of dicyclopentenylmethylsilandiol with polyphenylbutoxysiloxanes (n = 1,2,3,4,7) in the presence of sodium butoxide has been studied.
9010.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
მიღებულია დიციკლოპენტენის რადიკალის შემცველი სილიციუმორგანული პოლიმერები.
Siliconorganic polymers containing the radical of dicyclopentene have been obtained.
9011.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
არომატული რიგის ნახშირწყალბადებით ფოტოსენსიბილიზებული ნაფტენური ნახშირწყალბადების ჟანგვის რეაქციების შესწავლა.
On the oxidation reactions of naphthene hydrocarbons of oil photosensitized by aromatic hydrocarbons.
9012.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
მინერალური ზეთების ფოტოქიმიური გარდაქმნების ახსნის მიზნით შესწავლილია ნაფტენურ და ფენანტრენის რიგის ნახშირწყალბადთა ხელოვნური ნარევების ფოტოქიმიური ჟანგვის რეაქციები.
The photochemical oxidation of the mixtures of naphthene and phenanthrene hydrocarbons has been studied with a view to elucidating the mechanism of photochemical transformations of the components of mineral oils.
9013.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ფენანტრენის რიგის ნახშირწყალბადთა შერჩევითი აგზნების პირობებში ადგილი აქვს ნაფტენურ ნახშირწყალბადთა ფოტოსენსიბილიზებულ ჟანგვას.
Phenanthrene hydrocarbons have been found to photosensitize the oxidation of naphthene hydrocarbons.
9014.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ორგანული ქიმია
ამით ახსნილია მინერალური ზეთების ფიტოტოქსიკურობის მექანიზმი მცენარეთა დაცვის საქმეში მათი გამოყენებისას.
Thus the mechanism of the formation of phyto-oxidable products of mineral oils under conditions of their use in plant protection is explained.
9015.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პალეობიოლოგია
ცუცხვათის მღვიმური სისტემის პალეოლითური ფაუნა.
Paleolithic fauna of the cave system of Tsutskhvati.
9016.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პალეობიოლოგია
ცუცხვათის მიდამოებში (ტყიბულის რაიონი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა პალეოლითური ხანის კულტურული ფენების არსებობა. ამ ფენებში დაცულია ქვის ხანის იარაღები და ნამარხი ცხოველების ნაშთები.
Archeological excavations carried out in the Tsutskhvati cave system has revealed the presence of Paleolithic culttural layers, containing fairly interesting stone artifacts and bone remains of fossil animals.
9017.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პალეობიოლოგია
გათხრილი ძეგლები სავარუდოდ გვიანი მუსტიედ თარიღდება.
The investigated relics of the Tsutskhvati caves are presumably datable to the Late Mousterian.
9018.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პალეონტოლოგია
ტერმინის „პალეონტოლოგია“ წარმოშობის შესახებ.
On the origin of the term “palaeontology”.
9019.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პალეონტოლოგია
დადგენილია, რომ ტერმინი „პალეონტოლოგია“ პირველად შემოიღო ფრანგმა გეოლოგმა დ.დე ბლენვილმა 1822 წელს.
The writer has established that the term “paleontology” (palaeontology) was coined by Ducrotay de Blainville in 1822.
9020.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, პალეონტოლოგია
ფოტოზე რეპროდუცირებულია ჟურნალის “Journal de Physique, de Chimie, d’Histoire Naturelle et des arts” ის გვერდი, სადაც პირველად იყო ნახსენები ეს ტერმინი.
The accompanying photograph reproduces the page of the “Journal de Physique, de Chimie, d’Histoire Naturelle et des arts” , vol. XCIV, where the term “paleontology” was for the first time used.