მოიძებნა 668068 ჩანაწერი
9461.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, სამშენებლო მექანიკა
ეს ანალოგია იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს ნავიეს განტოლებების ამოხსნის ცნობილი აპარატი, რომლის საფუძველზედაც მიიღება განტოლებები როგორც იზოტროპიული, ისე ანიზოტროპიული სხეულებისათვის.
This analogy is of interest as use can be made of the well-known apparatus of solving the Navier equations on the basis of which the Lame equations for isotropic bodies and analogous equestions for anisotropic plates are obtained.
9462.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, სამშენებლო მექანიკა
ანიზოტროპიული ფილების ანგარიში რთულდება იმით, რომ ამოხსნების ზოგადი ფორმების შესაბამისი დიფერენციალური განტოლებები შედარებით უფრო რთული გამოსახულებისაა.
Questions of the solution of anisotropic plates are complicated by the fact that the general forms of solution of corresponding differential equations are, as to their structure, more intricate.
9463.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, სამშენებლო მექანიკა
თაღოვანი კაშხლების სეისმური ძალების ფორმირების გამოკვლევა.
Investigation of the formation of seismic forces in arch dams.
9464.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, სამშენებლო მექანიკა
გამოყენებულია დისკრეტული საანგარიშო სქემა, რომლის მიხედვით თაღოვანი კაშხლის ინერციის ძალები წარმოდგენილია სამი ურთიერთმართობი მიმართულებით.
A discrete design scheme is used by which the inertial forces of an arch dam are represented in three interperpendicular directions.
9465.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, სამშენებლო მექანიკა
შედგენილი სეისმური ტიპის რხევის არაერთგვაროვან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის კერძო ამონახსნი საშუალებას იძლევა განისაზღვროს რხევის ფორმის განზოგადოებული კოეფიციენტი.
A particular solution of nonhomogeneous differential equations of vibrations (of a seismic type) makes possible to obtain the design dependence for the determination of the coefficient of the vibration form of the arch dam.
9466.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, სამშენებლო მექანიკა
მიღებულია სეისმური ძალების ზოგადი გამოსახულებები, რომლებიც გამოყვანილია სპექტრალური ანალიზის მეთოდის საფუძველზე.
Design dependences for determining the seismic forces in arch dam are derived, using the basic propositions of the method of spectral analysis.
9467.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფარმაკოქიმია
ჰალოგენების ახალი უნივერსალური მშთანთქმელი.
A new universal absorbent of halogens.
9468.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფარმაკოქიმია
გამოვლინებულია ჰალოგენების უნივერსალური მშთანთქმელი ნივთიერება თითბერის სახით, რომელიც ოთახის ტემპერატურის პირობებში რაოდენობრივად აკავებს ქლომს, ბრომს და იოდს.
Brass has been indentified as a new universal absorbent of halogens, taking up bromine, chloride and iodine in quantity at the room temperature.
9469.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფარმაკოქიმია
მას დიდი უპირატესობა ენიჭება მიკროანალიზში ვერცხლის მშთანთქმელთან შედარებით, რომელიც გარდა ძვირადღირებულებისა, მხოლოდ მაღალტემპერატურაზე იკავშირებს ჰალოგენებს.
It has a great advantage over the silver absorbent in microanalysis. Silver, apart from being expensive, absorbs halogens only at a high temperature.
9470.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
რეზონატორის ვარგისიანობის მოდულაციის ეფექტი მყარი ტანის ლაზერის თავისუფალი გენერაციის რეჟიმის დროს.
The effect of modulation of quality factor in solid body laser under conditions of free generation.
9471.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ მყარი ტანის ლაზერის გამოსხივება არარეგულარული პიკების სახით, შესაძლოა განპირობებული იყოს გენერირებული მოდის რეზონატორის სარკეებზე გადაადგილებით, რაც იწვევს რეზონატორის ვარგისიანობის მოდულაციას.
It is shown that a solid-body laser emission in the form of irregular peaks may be due to the motion of the generated mode across the mirrors of the resonator, resulting in the modulation of the resonator quality.
9472.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
ნახევარგამტარებში დენის მატარებლების ძვრადობაზე დეფექტების გროვების გავლენის თეორიული გამოკვლევა.
Theoretical study of the influence of defect cluster on carrier mobility in semiconductors.
9473.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
განხილულია დამუხტული წერტილოვანი დეფექტების გროვების გავლენა დენის მატარებლების ძვრადობაზე, როდესაც მესერის სითბურ რხევებზე გაბნევის შესაბამისი თავისუფალი განარბენი გაცილებით მცირეა ეკრანირების რადიუსზე და დეფექტის ველში ელექტრონის მოძრაობას აქვს დიფუზური ხასიათი.
The expression for carrier mobility has been obtained with clusters of charged point defects in a crystal, provided that the Debye radius of screening exceeds the free path of carriers with respect to the phonons and carrier movement in the defect field is of diffusion character.
9474.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
სითბური სასაზღვრო ფენის მიახლოებითი გაანგარიშება მაგნიტური ველისა და ბლანტი დისიპაციის გათვალისწინებით.
Approximate calculation of the thermal boundary layer with account of the magnetic field and viscous dissipation.
9475.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
მიმდევრობითი მიახლოების მეთოდით ნაპოვნია ტემპერატურის განაწილება და სასაზღვრო ფენის სისქე ჯოულის სითბოსა და ბლანტი დისციპაციის გათვალისწინებით.
The distribution of the temperature and the thickness of the thermal boundary layer with account of Joule heat and the viscous dissipation has been found by gradual approximation.
9476.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
დეფექტების გამოწვა ჟანგბადით ლეგირებულ და ნეიტრონებით დასხივებულ ნიობიუმში.
Defect annealing in neutron – irradiated niobium doped with oxygen.
9477.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
გამოკვლეულია ჟანგბადის მინარევი ატომების ურთიერთქმედება რადიაციულ დეფექტებთან ჩქარი ნეიტრონებით დასხივებულ ნიობიუმში.
The interaction between radiation defects in niobium and interstitial impurity oxygen atoms has been investigated.
9478.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
დადგენილია, რომ გამოწვის III სტადიაში ადგილი აქვს ვაკანსია-ჟანგბადის კომპლექსების წარმოქმნას.
It has been established that vacancy-oxygen complexes are formed in stage III.
9479.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
მაგნიტური ფაზური გადასვლების გამოკვლევა პოლარიზებული ნეიტრონების საშუალებით ტერბიუმში.
A study of magnetic phase transitions in polycrystalline terbium by means of polarized neutrons.
9480.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ფიზიკა
შესწავლილია ნეიტრონების დეპოლარიზაცია პოლიკრისტალურ ტერბიუმში მაგნიტური ფაზური გადასვლების წერტილების არეში გაცხელება-გაცივების ციკლის დროს.
The depolarization of neutrons in polycrystalline terbium in the heating -cooling cycle near the magnetic phase transition points Θ<sub>1</sub> and Θ<sub>2</sub>2 has been investigated.