მოიძებნა 668068 ჩანაწერი
9541.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ციტოლოგია
X-სხეულები გვარ Allium-ის სახეობებში.
The X–bodies of species of the genus Allium.
9542.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ციტოლოგია
ნაშრომში განხილულია X - სხეულების წარმოქმნის თავისებურებანი, განპირობებული პოლიპლოიდური სინერგიდების დიდი ზომით.
The peculiarities of the formation of X–bodies at fertilization, determined by the giant sizes of polyploid synergids, are discussed.
9543.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ციტოლოგია
გულის რევმატიული მანკებით დაავადებულ ორსულ ქალთა კოლპოციტოლოგიური სურათი.
Vaginal smear cytologic picture of pregnant women with rheumatic valvular diseases.
9544.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ციტოლოგია
ავტორის მიერ შესწავლილია გულის რევმატიული მანკებით დაავადებულ ორსულ ქალთა კოლპოციტოლოგიური სურათი.
The vaginal smear cytological picture of pregnant women with rheumatic valvular diseases has been studied.
9545.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ციტოლოგია
თითოეული ნაცხი იღებებოდა პოლიქრომულად და წარმოებდა გარქოვანების, აციდოფილიის, კარიოპიკნოზისა და სიღრმითი ინდექსების გამოთვლა.
The smears were stained polychromically and the indices of cornification, acidophilia, karyopycnosis and depth were counted.
9546.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ციტოლოგია
აღმოჩნდა, რომ გულის მანკების დროს ორსულობის შემთხვევაში რევმატიული პროცესი გარკვეულ მოქმედებას იჩენს საშოს უჯრედოვან შემადგენლობაზე: უკვე აღინიშნება შუალედური უჯრედები მცირე ზომებისა, უჯრედები განლაგებულია ფხვიერად.
The rheumatic process in pregnant women with valvular disease was found to influence the vaginal cellular composition: there appeared intermediate loosely located cells of small size.
9547.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ციტოლოგია
ამავე დროს ადგილი აქვს გარქოვანებისა და პიკნოზის ინდექსების ზრდას, რაც მოწმობს ჰორმონალური ბალანსის მოშლას.
At the same time indices of cornification and pycnosis increase, pointing to a disturbance of hormonal balance.
9548.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ხელოვნების ისტორია
მუსიკაში მეტრორითმულად ელემენტარული ერთეულის გაგების საკითხისათვის.
On the concept of the elementary metrorhythmic unit in music.
9549.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ხელოვნების ისტორია
შრომაში ნაცადია მელოდიის მეტრორითმულად ელემენტარული ერთეულის განსაზღვრა.
A concept of the elementary (in the metrorhythmic aspect) unit of the melody is formulated in the paper.
9550.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ხელოვნების ისტორია
მოცემული განსაზღვრების საფუძველზე ავტორი იძლევა ნებისიმერი მუსიკალური ტექსტის მელოდიის ელემენტარულ ნაწილებად დაყოფის ალგორითმს.
On the basis of this determination an algorithm of dividing the melody of any arbitrary musical text into such elementary parts is proposed.
9551.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
შუა ყურის ლორწოვანი გარსის უჯრედოვანი ელემენტების ზოგიერთი ჰისტოქიმიური ცვლილება მისი ქრონიკული ჩირქოვანი ანთების დროს.
Some histochemical changes of the cellular elements of the mucous membrane of the middle ear during its chronic purulent inflammation.
9552.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთებით დაავადებული 95 ავადმყოფიდან აღებული ოპერაციული მასალის ჰისტოქიმიური გამოკვლევით დადგენილ იქნა გლიკოგენის, ასკორბინის მჟავას, რიბონუკლეოპროტეიდების, ამინომჟავებისა და სულფჰიდრილური ჯგუფების რაოდენობის შემცირება უპირატსად ევსტაქის მილის ლორწოვანი გარსის და მისი ჯირკვლოვანი წარმონაქმნების უჯრედებში.
Histochemical changes of operative material taken from the middle ear during its chronic purulent inflammation in 95 patients are expressed in a decrease of the content of glycogen, ascorbic acid, ribonucleic protopeptides, amino acids and sulphydryl groups in the cells and glandular formations of the middle ear mucous membrane.
9553.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
აღნიშნული ქიმიური კომპონენტების რაოდენობა შედარებით შენახულია კაპილარების ენდოთელში, ფიბრილობლასტებში და ნეიტროფილური ლეიკოციტების პროტოპლაზმაში.
A larger quantity of the above chemical components is observable in the epithelium of capillaries, in fibroblasts and, mainly, in the protoplasm of neutrophilic leucocytes.
9554.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
დადგენილი ფაქტები გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა და პოსტოპერაციულ პერიოდში შუა ყურში რეპარაციული პროცესების შეფერხება, და საერთოდ, რევერზიბილობის შესაძლებლობა გაპიროებებულია ნივთიერებათა ცვლის ინტენსიური დათრგუნვით შუა ყურის ლორწოვანი გარსის უჯრედებში.
The established facts would warrant the conclusion that the course of restorative processes in the middle ear both in the pre- and postoperative periods depends, to a certain extent, on the normal content and the spread of the chemical substances studied by the author in the cells of the mucous membrane of the middle ear.
9555.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
დასხივებული ცხოველის სისხლის პლაზმით გამოწვეული პათოარქიტექტონიკული ცვლილებების შესახებ საექსპერიმენტო ცხოველთა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
On the pathoarchitectonic changes in the CNS of experimental animals under the action of irradiated dog’s plasm.
9556.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
დასხივებული ცხოველის სისხლის პლაზმა იწვევს შესამჩნევ სტრუქტურულ ცვლილებებს ჯანმრთელი ცხოველის თავის ტვინში.
Intramuscular injection of the blood plasm of an animal exposed to irradiation causes significant structural changes in a healthy experimental dog’s brain.
9557.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
ადგილი აქვს ნერვული უჯრედების გაჯირჯვებას, ციტოპლაზმის ვაკუოლიზაციას, დენდრიტული გამონაზარდების გაუხეშებას და ფორმის შეცვლას, ქრომატინის მარცვლების გადანაწილებას, ბირთვის გაჯირჯვებას, ნეირონების პერეიმპრეგნაციას. ხორკლები დენდრიტულ გამონაზარდებზე გაჯირჯვებულია.
Swelling of nervous cells, cytoplasm vacuolization, curving of dendrites, change of chromatin configuration and its redistribution, nuclear swelling, neuron reimpregnation, swelling and changes of telodendrions.
9558.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
პერინეირონარული სატელიტები რიცხვობრივად იზრდება.
The number of perineural satellites also increases.
9559.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
ზემოთ აღნიშნული ირიტატიული ძვრები შეინიშნება თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქში. განსაკუთრებით კი მე-4 და მე-17 ველების გარეთა ქერქოვან კომპლექსში.
The above changes take place in the cortex of the cerebral hemispheres, particularly in the external complex of the cortical layers of the 4th and 17th areas.
9560.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 71, ჰისტოლოგია
ეს ცვლილებები შედარებით სუსტად არის წარმოქმნილი ნათხემსა და მხედველობის ბორცვის მედიალურ უბანში.
In the cerebellum and the medial region of the optical lobe these changes are represented weaker.