მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
სტატია ეძღვნება ნეიტრონების გადატანის განტოლებისათვის ფუნდამენტური ამოხსნების აგებას ბრტყელ გეომეტრიაში იზოტროპიული გაბნევისა და ენერგეტიკული დამოკიდებულების დროს.
Fundamental solutions of the neutron transport equation in plane geometry in the case of isotropic scattering and energy dependence is considered.
10262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
ჩიზოტის ფორმულის გამოყენება მიახლოებითი კონფორმული გადასახვებისათვის.
Application of Cizzoti’s formula to approximative conform mapping.
10263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
ჩიზოტის ფორმულას ეძლევა ხელსაყრელი სახე. ირკვევა მასში შემავალი ნებისმიერი პარამეტრების რიცხვი, გადამსახავი ფუნქციის ინტეგრალური წარმოდგენა იცვლება მიახლოებითი წარმოდგენით.
Cizotti’s formula is given a convenient form, the number of arbitrary parameters involved is found, the integral representation of the mapping function is replaced by an approximative expression.
10264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
სამარსკი - ნიკოლაევის სხვაობიანი სქემის თანაბარი კრებადობის შესახებ.
On uniform convergence of Samarski–Nikolaev difference scheme.
10265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
დამტკიცებულია, რომ სამარსკი-ნიკოლაევის მაღალი რიგის სიზუსტის სხვაობიანი სქემა თანაბრად კრებადია p-განზომილებიან პარალილეპიპედში პუასონის განტოლებისათვის, როცა p≤6.
It is proved that Samarski–Nikolaev’s difference scheme of high order accuracy uniformly converges in p–dimensional parallelepiped for the Poisson equation when p≤6.
10266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
განსაკუთრებული ინტეგრალების მიმდევრობის კრებადობის შესახებ.
On the convergence of a sequence of singular integrals.
10267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
ანალიზურ ფუნქციათა თეორიის ერთი სახის სასაზღვრო ამოცანის შესახებ.
On one boundary–value problem of the analytic function theory.
10268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მათემატიკა
მიღებლია A ამოცანის ამოხსნის ეფექტური წარმოდგენა.
The paper gives an effective solution of the problem A.
10269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მანქანათმცოდნეობა
ახალი კონსტრუქციის დისკურ-ხუნდებიან მუხრუჭებში ტემპერატურული რეჟიმის კვლევა.
A study of the temperature regime of a newly designed disc-block brake.
10270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მანქანათმცოდნეობა
ნაშრომში გამოკვლეულია ორი ტიპის მუხრუჭი: არსებული - დოლურ-ხუნდებიანი და ჩვენს მიერ დაგეგმარებული - დისკურ-ხუნდებიანი.
Two types of brake are investigated in the present paper: the common block brake and a disk brake designed by the author.
10271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მანქანათმცოდნეობა
გამოკვლევებმა ცხადჰყვეს მეორე ტიპის მუხრუჭის უპირატესობა.
Investigations have proved the advantage of the latter.
10272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მანქანათმცოდნეობა
აღმოჩნდა, რომ დისკურ-ხუნდებიან მუხრუჭებში გაცილებით ნაკლებია გამყარებული ტემპერატურის სიდიდე, უკეთესია სითბოგადაცემის პირობები, ნაკლებად ხურდება მუხრუჭის ელემენტები, აქვს ურთიერთგადახურვის კოფიციენტის ნაკლები მნიშვნელობა.
The value of steady-state temperature is found to be far less in a disk brake, conditions of heat emission are improved, heating of brake components is minimized, the factor of mutual engagement is less.
10273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მანქანათმცოდნეობა
ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს შევამციროთ გამოყოფილი ტემპერატურა, გავზარდოთ ტემპერატურული გრადიენტი, რითაც შესაძლებელია სამუხრუჭო მომენტის გაზრდა.
All this allows to reduce heat emission and increase the temperature gradient, ensuring an increase of the braking torque.
10274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მანქანათმცოდნეობა
განივ - ხრახნილი გლინვის ტიპის დგანების საყრდენი ღეროების მდგრადობა ღერძული ძალების მოქმედების გავლენით.
The stability of the rods of helical rolling mills under the action of axial forces.
10275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მეტალურგია
გადასამუშავებელი სილიკომანგანუმის კაზმის ელექტროწინაღობა და გარბილება.
Electrical resistance and softening of the conversion silicomanganese charge.
10276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მეტალურგია
ნაჩვენებია, რომ მანგანუმის მადნის პირველი ხარისხის კონცენტრატის ნაცვლად სპეციალურ უამონაგო ღუმელში გამომდინარე მდიდარი წიდის გამოყენება იწვევს კაზმის ელექტროწინაღობისა და გარბილების ტემპერატურის გაზრდას.
An increase of ρ and of charge softening temperature has been shown to result from the replacement of the 1st-grade concentrate by rich manganese slag melted in a special-furnace without lining.
10277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მეტალურგია
ძალვების ანგარიში მრავალკუთხოვან კალიბრებში დაჭიმვით გლინვისას.
Calculation of rolling effort in polygonal grooves with pull.
10278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მეტალურგია
მუშაობის ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის შედეგად მიღებულია ძალვების საანგარიშო ფორმულები მილსანამზადო დგანის ათკუთხოვან კალიბრებში გლინვისას ზოლის წინა და უკანა დაჭიმულობის შემთხვევაში.
By solving integral equations of operation formulas have been obtained for calculating the rolling effort in decagonal grooves at forward and backward pulls of the strip.
10279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მეტალურგია
გამოყვანილია აგრეთვე ნეიტრალური კვეთის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი საანგარიშო ფორმულა.
The formula for determining the neutral cross-section site has also been obtained.
10280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მეტალურგია
მონოკრისტალური ქრომის მხურვალმედეგობა.
Oxidation of monocrystal chromium.