მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10401.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკა
სამი სახის სპილენძის შემცველი სისტემის კროს-რელაქსაციის თეორიისათვის.
On the theory of cross–relaxation in a system including three types of spins.
10402.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკა
ჩატარებულია თეორიული გამოკვლევა განტოლებათა სისტემის ამონახსნებისა, რომლებიც აღწერენ ზეემანური ქვესისტემებისა და დიპოლ-დიპოლური რეზერვუარის ტემპერატურათა ევოლუციას „სამმაგი გადასვლის“ კროს-რელაქსაციის პროცესისათვის სისტემაში, რომელიც შეიცავს 3 სახის სპინებს, ერთ-ერთი ზეემანური ქვესისტემის სრული გაჯერების შემთხვევაში.
A theoretical investigation of the solution of a system of equations describing the evolution of the temperatures of Zeeman subsystems and the d–d reservoir for the process of "three-throw transition" of cross–relaxation in a system including three types of spins in the case of saturation of one of the Zeeman subsystems is carried out.
10403.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
ირიბი წვიმების ინდექსის განაწილება საქართველოს ტერიტორიაზე.
Distribution of driving rain index over the territory of Georgia.
10404.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
შენობების სწორი დაპროექტებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ვერტიკალურ ზედაპირებზე მოსული ატმოსფერული ნალექების განაწილება.
Correct designing of buildings makes it necessary to know the distribution of precipitation on vertical surfaces.
10405.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
ამიტომ საქართველოს ტერიტორიისათვის შედგენილი იქნა ირიბი წვიმების ინდექსის რუკა.
To this end a map of driving rain index for the Georgian territory has been compiled.
10406.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
დამუშავებულია აგრეთვე სხვადასხვა რაიონების დამახასიათებელი 7 პუნქტისათვის ირიბი წვიმების მიმართულების რუკა.
In addition, driving rain direction map for 7 characteristic points of various regions has been constructed.
10407.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
მიღებული რუკების მიხედვით შენობების დაპროექტებისას შეგვიძლია უფრო მეტი სიზუსტით გავითვალისწინოთ სამშენებლო რაიონის ფიზიკურ - გეოგრაფიული პირობების თავისებურებანი.
These maps enable consideration of the physicogeographical characteristics of construction areas.
10408.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
მღვიმური ნაფენების გენეტური ტიპების შესახებ (საქართველოს მაგალითზე).
On the genetic types of cave deposits (Georgia as an example).
10409.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
მღვიმური ნაფენები იყოფა ავტოქტონურ და ალოქტონურ ჯგუფებად.
Cave deposits can be subdivided into autochthonous and allochthonous groups.
10410.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
განხილულია მათი შემადგენელი ტიპების არსებობის მაგალითები დასავლეთ საქართველოს კარსტულ მხარეში.
Cases of deposit types entering these groups in the karstic region of western Georgia are considered.
10411.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
გამახვილებულია ყურადღება მღვიმური ღორღისა და ბრექჩიების წარმოშობაზე და ცუცხვათის მღვიმოვნის ორმაგ ეხში წარმოდგენილ ალუვიურ ალევროლითზე - ვაკის მდინარეთა რიყული ალუვიონის ანალოგზე.
Special attention is given to the origin of rock derbis and breccia in the caves as well as to the alluvial aleurolite of the Double Grotto in the Tsutskhvati cave system – an analogue of flood plain alluvium of “rivers of the plains”.
10412.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
საშუალო და დაბალი თანრიგის სპელეომორფოგენეტული ციკლების კლასიფიკაციის შესახებ.
On the classification of speleomorphogenetic cycles of medium and lowest ranks.
10413.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
საშუალო თანრიგის სპელეომორფოგენეტული ციკლი ორგვარია: 1. სრული, რომელიც შედგება რამდენიმე (2 – 12 და მეტი) დაბალი თანრიგის ციკლისგან და აყალიბებს მრავალსართულიან მღვიმოვნებს.
Speleomorphogenetic cycle of a medium rank can be: 1. Complete, i. e., consisting of several (from 2 to 12 and more) cycles of the lowest rank and forming a multi-storeyed cave system.
10414.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
იგი შეიძლება იყოს დაუმთავრებელი (ცუცხვათი, ვორონცოვკა) ან დამთავრებული (კუდარო, ყირიმის წითელი მღვიმე).
A complete cycle can be an unfinished (the Tsutskhvati and Vorontsovka caves) or a finished one (the Kudaro in the Caucasus and Red caves in the Crimea).
10415.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
2. არასრული, რომელიც შედგება ერთადერთი მცირე ციკლისგან და ვერ აყალიბებს მრავალსართულიან მღვიმურ სისტემებს.
2. Incomplete, consisting of a single minor cycle and represented by one cave.
10416.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური გეოგრაფია
დაბალი თანრიგის ციკლებიც ორგვარია: რთული, რომელიც იყოფა სამ ეპოქად და შვიდ სტადიად. მარტივი (ორი ეპოქა და ხუთი-ექვსი სტადია).
Speleomorphogenetic cycles of the lowest rank are either complex (involving three epochs and seven stages) or simple (involving two epochs and five or six stages).
10417.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური ქიმია
ამონიუმიანი კლინოპტილოლიტების თერმოგრაფიული შესწავლა.
Thermographic study of ammonium forms of clinoptilolite.
10418.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური ქიმია
თერმოგრაფიული მეთოდით შესწავლილია ამონიუმიანი კლინოპტილოლიტების თერმული დაშლის პროცესი.
The thermographic method was used to study the process of thermal decomposition of ammonium clinoptilolites.
10419.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ ენდოთერმული ეფექტი DTA მრუდზე განპირობებულია ფიზიკურად ადსორბირებული წყლის დაკარგვისა და დეამინირების პროცესებით.
The endothermal effect on the DTA curve was found to be due to the release of adsorbed water and to deamination of the sample.
10420.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკური ქიმია
არგონ-ჟანგბადის ნარევის ქრომატოგრაფიული დაყოფა ჭიათურის (საქ. სსრ) კლინოპტილოლიტზე.
Chromatographic separation of the argon–oxygen mixture on clinoptilolite from Chiatura (Georgian SSR).