მოიძებნა 668068 ჩანაწერი
11141.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
შემოტანილი და შესწავლილია ფსევდო-სიმპლიციალური ჯგუფები და მათი ჰომოტოპიის ჯგუფები.
Pseudo–simplicial groups and their groups of homotopy are introduced and studied.
11142.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
ეს საშუალებას იძლევა განვმარტოთ მარცხენა წარმოებული ფუნქტორები კოვარიანტული ფუნქტორებისა მნიშვნელობებით ჯგუფების კატეგორიაში პროექციული სიმპლიციალური რეზოლვენტების გამოყენებით.
This enables the definition of the left derived functors of the covariant functors with values in the category of groups using simplicial projective resolutions.
11143.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
ტოლობიან პრედიკატთა აღრიცხვის სეკვენციალური ვარიანტების შესახებ.
On sequential versions of predicate calculi with equality.
11144.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
აგებულია ტოლობიან პრედიკატთა აღრიცხვის სტრუქტურული წესებისაგან თავისუფალი ორი სეკვენციალური ვარიანტი, რომლებსაც აქვთ მრავალი უპირატესობა ძველ სისტემებთან შედარებით.
Constructed are two sequential versions of predicate calculi with equality, which are free from structural rules and have a number of advantages as compared to the old systems.
11145.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
ფურიეს მწკრივთა აბსოლუტურად კრებადობისა და შეუღლებული ფუნქციის ინტეგრებადობის შესახებ.
On the absolute convergence of Fourier series and the integrability of conjugate functions.
11146.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
გარკვეული კლასის ფუნქციებისათვის ფორმულირებულია ფურიეს მწკრივთა აბსოლუტურად კრებადობის და შეუღლებული ფუნქციის ინტეგრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები.
The necessary and sufficient conditions for the absolute convergence of Fourier series and the integrability of conjugate function for one class of functions have been formulated.
11147.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
მასობრივი მომსახურების ერთხაზიან არასაიმედო სისტემებში რესურსების ოპტიმალური განაწილების შესახებ.
On the optimal allocation of resources in single server queuing systems with servers subject to breakdown.
11148.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
განხილულია N მოცულობის რესურსის სარეალიზაციოდ განკუთვნილი მასობრივი მომსახურების სისტემა არასაიმედო ხელსაწყოთი და საიმედო რეზერვით.
A queuing system with servers subject to breakdown and with a reliable reserve for realization of N resources is considered.
11149.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
ნაჩვენებია, რომ არსებული რესურსების ოპტიმალური განაწილება ხელსაწყოსა და რეზერვში, რომელიც ანიჭებს მაქსიმუმს T დროის განმავლობაში რეალიზებული რესურსების საშუალო რაოდენობას, გამიხატება (7) ფორმულით.
It is shown that the optimal allocation of resources into server and reserve, which maximizes the expectation of realized resources during the time T, given by (7).
11150.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
მასშტაბის და გაწევის პარამეტრების ასიმპტოტური შეფასება.
On the asymptotic estimation of the parameters of translation and scale.
11151.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
ნაშრომში შესწავლილია პიტმენის და პოლინომიალური პიტმენის შეფასებების ასიმპტოტური ყოფაქცევა.
The asymptotic behaviour of Pitman and polynomial Pitman estimates is studied.
11152.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
დიფუზიურ პროცესთა ერთი კლასის შესაბამისი ზომების აბსოლუტურად უწყვეტობის შესახებ ვინერის ზომის მიმართ.
On the absolute continuity of measures for one class of diffusion processes in terms of the Wiener measure.
11153.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
დადგენილია საკმარისი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ დიფუზიურ პროცესთა ერთი კლასისათვის ზომების აბსოლუტურად უწყვეტობას ვინერის ზომის მიმართ.
Sufficient conditions have been established to ensure absolute continuity of measures for one class of diffusion processes with respect to Wiener measure.
11154.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
გრაფის ეკვივალენტური ჩადგმები.
Equivalent imbeddings of graphs.
11155.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
გრაფის ორ სხვადასხვა ჩადგმას ორგანზომილებიან სფეროში ვუწოდოთ ეკვივალენტური, თუ არსებობს სფეროს ისეთი ჰომეომორფიზმი, რომელიც ერთ ჩადგმას გადაიყვანს მეორეში.
Two imbeddings (into a 2–sphere) of the same planar graph are equivalent if one of them can be transformed to another by a homeomorphism of the sphere.
11156.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მათემატიკა
ნაშრომში მოცემულია ეკვივალენტობის ზოგიერთი აუცილებელი და საკმარისი პირობა.
Some necessary and sufficient conditions for the imbeddings to be equivalent are given.
11157.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მანქანათმცოდნეობა
იძულებითი და ავტოპარამეტრული რხევების ურთიერთქმედების შესახებ სისტემაში რეზონანსული აღგზნებით.
On the interaction of forced and autoparametric vibrations in a system with resonance excitation.
11158.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მანქანათმცოდნეობა
შესწავლილია არაავტონომური ორმასიანი დრეკადი სისტემის მოძრაობა, რომელიც აწყობილია შინაგან და გარე რეზონანსებზე.
The motion of a nonautonomous two – mass spring system tuned to internal and external resonances is investigated.
11159.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მანქანათმცოდნეობა
ნაჩვენებია, რომ სუბჰარმონიკაზე იძულებითი რხევის ენერგიის გადაცემა იძლევა ამ უკანასკნელის ამპლიტუდის შემცირების საშუალებას.
It is shown that due to the transfer of energy to a subharmonic from the forced vibrations the amplitude of the latter may be decreased.
11160.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, მანქანათმცოდნეობა
სფერული ოთხრგოლა სახსრიანი მექანიზმების კინემატიკური კვლევის საკითხისათვის.
Towards the kinematic study of four–link plane hinged mechanisms.