მოიძებნა 668068 ჩანაწერი
11381.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სხვადასხვა სპეციალიზაციის 10 სპორტსმენზე, ეეგ-ის განუწყვეტელი რეგისტრაციით შევისწავლეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის გავლენა ღამის ძილის სტრუქტურაზე.
The influence of exercise on the night sleep of ten athletes was studied by all-night EEG–recording.
11382.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ დღის მეორე ნახევარში მიღებული ინტენსიური დატვირთვის გავლენით იზრდება ნელტალღოვანი ძილის 4 სტადიის ხანგრძლივობა, პარადოქსული ძილი კი მოკლდება (ძილის საერთო დროსთან შეფარდებით).
Following intense afternoon exercise most consistent changes were in evidence: an increase in stage 4 of slow wave sleep and decrease in the paradoxical phase of sleep (in reference to the total time of sleep).
11383.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მონაცემები სტატისტიკურად სარწმუნოა.
The data are statistically significant.
11384.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ტკივილის ქცევითი და ელექტრული გამოვლინების ცვლილებები ღვიძილისა და ძილის სხვადასხვა ფაზის დროს.
On the changes of behavioral and electrical manifestations of pain during wakefulness and different phases of sleep.
11385.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქრონიკულ ცდებში კატებზე შევისწავლეთ კბილის პულპის მტკივნეული გაღიზიანებით გამოწვეული პირის გაღების რეფლექსის, ელექტროენცეფალოგრამის და ქერქის გამოწვეული პოტენციალების ცვლილებები ღვიძილისა და ძილის სხვადასხვა ფაზის დროს.
In chronic experiments on cats, changes of the nociceptive jaw opening reflex, EEG and cortical evoked potentials produced by tooth pulp stimulation were studied during wakefulness, slow wave (SWS) and paradoxical phases (PS) of sleep.
11386.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კბილის პულპის იშვიათი გაღიზიანებისას მტკივნეული გაღიზიანებით გამოწვეული პოტენციალები აღირიცხებოდა დიდი ტვინის ქერქის კორონარულ ხვეულში კონტრალატერალურ მხარეზე.
“Pain potentials” evoked by low frequency stimulation of the tooth pulp were recorded in the contralateral coronal gyrus.
11387.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღნიშნული ქერქული პასუხები მაქსიმალური ამპლიტუდისა იყვნენ ნელი ძილის დროს, ხოლო ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს მნიშვნელოვნად მცირდებოდნენ.
These potentials had the maximal amplitude during quiet wakefulness and in the initial stages of SWS. During active wakefulness and the PS the amplitude of “pain potentials” appeared considerably depressed.
11388.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სტარტისწინა მდგომარეობის გავლენა სპორტსმენების ღამის ძილის სტრუქტურაზე.
The effect of prestarting state on the structure of night sleep in sportsmen.
11389.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სხვადასხვა სპეციალობის 10 სპორტსმენზე ჩვეულებრივ პირობებში და შეჯიბრების წინა ღამეს ძილის ელექტროენცეფალოგრაფიულმა შესწავლამ გვიჩვენა, რომ ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისას, რომელსაც ადგილი აქვს შეჯიბრების წინა ღამეს, ძილის ძირითადი და ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებები გამოიხატება პირველი ციკლის სტადია 0-ის გახანგრძლივებაში, სტადია 2-ის ხანგრძლივობის შემცირებაში და სტადია 4-ის ხანგრძლივობის გაზრდაში.
Comparison of the EEG-structure of night sleep recorded in 10 sportsmen under usual conditions and the night previous to the competition has demonstrated that with the nervous–psychological stress that occurs before the competition the most prominent changes in night sleep are evidenced in the lengthening of stage O of the first cycle, shortening of stage 2 and lengthening of stage 4.
11390.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ტრანსამინის გავლენა ვირთაგვის ფსიქონერვულ და პირობითრეფლექსურ მეხსიარებაზე.
The effect of transamine on psychonervous and conditioned memory in rats.
11391.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შევისწავლეთ ფერმენტ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორის-ტრანსამინის გავლენა ფსიქონერვულ და პირობითრეფლექსურ მეხსიერებაზე.
The effect of transamine–an inhibitor of monoaminoxidase–on psychonervous and conditioned memory was studied.
11392.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გაირკვა, რომ ტრანსამინის ინტრაპერიტონეალური შეყვანა დოზით 5 მგ/კგ წონაზე იწვევს ვირთაგვის ფსიქონერვული და პირობითრეფლექსური მეხსიერების დროებით დათრგუნვას.
Intraperitoneal administration of 5 mg/kg transamine was found to inhibit temporarily the psychonervous and conditioned memory in rats.
11393.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
საკვერცხის ფოლიკულების ზოგიერთი მიკრომეტრული და რაოდენობრივი ცვლილებების შესახებ ორგანიზმის დაბერების პროცესში.
Concerning some micrometric and quantitative alterations of the ovarian follicles in the aging process.
11394.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
„ვისტარის“ ჯიშის ვირთაგვის დაბერების პროცესში საკვერცხის ფოლიკულების და მათი კვერცხუჯრედების ფართის ცვლილებამ გამოავლინა ფოლიკულის მომწიფების ხარისხის დაქვეითება 12 თვის ასაკში, ფოლიკულის მომწიფების ტენდეციის დაქვეითება 18 თვის ასაკში, ფოლიკულის ზრდის პოტენციის დაქვეითება 24 – 30 თვის ასაკში.
The findings of the ovaries of rats of the “Vistar” line of different ages indicate that in the process of the individual life of an organism (by the age of 12 months in the case of rats) there occurs a lowering in the degree of follicle maturation, a decrease in the tendency of follicle maturation (by 18 months) and ultimately (by 24- 30 months) the growth potency of primordial follicles reduces.
11395.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ფოლიკულების რაოდენობრივმა ცვლილებებმა გამოავლინა, რომ 18 თვის ასაკში და ზევით ფოლიკულების საერთო რიცხვი, პრიმორდიული, მოზარდი და მწიფე ფოლიკულების თანაფარდობა ვეღარ უზრუნველყოფს ცხოველის რეპროდუქციულ ფუნქციას.
It has been found that the total quantity of follicles and the ratio of primordial and mature follicles at the age of 18 months and above fails to ensure the reproductive function in the rats under study.
11396.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის ელექტრული აქტივობის დინამიკა ძილის სხვადასხვა ფაზაში რენტგენის სხივების ზემოქმედების შემდეგ.
Effects of X-irradiation on the dynamics of the brain electrical activity during different phases of sleep.
11397.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატებზე, ქრონიკულად ჩანერგილი მეტალის ელექტროდების საშუალებით შევისწავლეთ რენტგენის სხივების ზემოქმედების გავლენა თავის ტვინის ელექტრული აქტივობის დინამიკაზე და ძილის სხვადასხვა ფაზაში.
The dynamics of the electrical activity in different structures of the brain during the wakefulness-sleep cycle was studied by means of X-irradiation in cats with chronically implanted electrodes.
11398.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნერვის ელექტროტონისა და პერიელექტროტონის გავლენა კუნთის ერთხელობრივ შეკუმშვაზე.
On influence of electrotonus and perielectrotonus on a muscle twitch
11399.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნერვის პოლარიზაცია აღმავალი ან დაღმავალი დენით ჩვეულებრივ არ ახდენს გავლენას ნერვიდან გამოწვეულ კუნთის ერთხელობრივი შეკუმშვის ლატენტურ პერიოდზე (ჩანაწერი კრისის კიმოგრაფის სწრაფად მოძრავ ცილინდრზე); კუნთის შეკუმშვის ამპლიტუდა კი მნიშვნელოვნად იზრდება კათ– და პერიან–ელექტროტონის გავლენით და მცირდება ან– და პერიკათ–ელექტროტონის გავლენით.
Polarization of a nerve with an ascending or descending current usually does not affect the duration of the latent period of a muscle twitch caused by a test shock rendered to the nerve (recorded on a fast-moving drum of Kries’ kymograph); however, the amplitude of muscle contraction considerably increases under the action of cath- and perian-electrotonus and decreases under the influence of an- and pericath-electrotonus.
11400.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შეკუმშვის ამპლიტუდის გაზრდასთან ერთად აღინიშნება მისი ხანგრძლივობის გაზრდა, ამპლიტუდის გაზრდასთან ერთად არინიშნება მისი ხანგრძლივობის გაზრდა, ამპლიტუდის შემცირებასთან კი – შემცირება.
With an increase of contraction amplitude an increase of its duration is observed, while with a decrease of amplitude it diminishes.