მოიძებნა 668044 ჩანაწერი
115441.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია.
In this case, it is considered that the taxpayer has made a tax report and the tax authority has submitted a tax claim to him/her, according to which the tax liability is equal to the last declared (accrued) according to the relevant period.
115442.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად .
In addition, if the declaration is subsequently made according to the mentioned periods, it will be considered as an amended declaration.
115443.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
19. როგორი შეღავათით სარგებლობენ ფიზიკური პირები ქონების გადასახადისას?
19. What benefits do the natural persons enjoy when paying property taxes?
115444.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია შემდეგი:
Following is exempt from property tax:
115445.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
A) Taxable property of a natural person (except land), if the income received by the family of this person during the previous year of the current calendar year does not exceed 40,000 GEL;
115446.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
B) An agricultural land plot, the topsoil of which is partially or more damaged as a result of a natural disaster (storm, hail, drought, flood, landslide, etc.), which is confirmed by the information issued by the representative body of local self-government;
115447.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;
C) Property on the territories established by the Law of Georgia on the Occupied Territories - temporarily, until the conflict is resolved and the economic situation is settled;
115448.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
დ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
D) Land in possession/ownership of a person, which is located near the territories established by the Law of Georgia on the Occupied Territories, due to which the person cannot use the given land plot, which is confirmed by the notice issued by the local self-government body;
115449.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ე) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით;
E) Property in possession/ownership of a person and land attached to it, if he/she is not able to use this property due to its use by IDPs - refugees for housing and this property is registered as a compact (in organized manner) accommodation facility for IDPs, which is confirmed by the notice issued by the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia;
115450.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ვ) ფიზიკური პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
F) Natural persons who have received agricultural lands to be cultivated - within 5 years after receipt;
115451.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ზ) ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;
G) On the territory of deserted village, as well as the families of citizens settled in accordance with the state measures of resettlement on the agricultural land plot in this territory - within 5 years after the settlement;
115452.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
თ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
H) As of March 1, 2004, up to 5 hectares of agricultural land plots owned by a natural person.
115453.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც;
Note: The privilege provided for in this sub-paragraph shall apply in case of receiving as gift/inheriting the mentioned property by a member of the household or first/second line heirs, as well as in case of receiving this property as a contribution (share) from the members (shareholders) of the agricultural cooperative;
115454.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
I) World War II invalids and persons equal to them on land plots acquired through privatization;
115455.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
კ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
J) A plot of land owned by a person permanently residing in a highland settlement which located on the territory of the same highland settlement;
115456.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ლ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
K) Agricultural land plot on which more than half of the harvest was destroyed as a result of a natural disaster (storm, hail, drought, flood, landslide, etc.) or other force majeure, as evidenced by a notice issued by the representative body of local self-government;
115457.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
მ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
L) object of taxation (land plot) determined in proportion to the area co-owned by a natural person living in an apartment building;
115458.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
ნ) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
M) Land plots attached to residential houses and/or garages located in the territories of self-governing cities and municipalities within the threshold limit of the area set by the representative bodies of local self-government.
115459.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
20. რა დროს არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე დადგენილი საგადასახადო შეღავათი?
20. At what time does the tax benefit imposed on a natural person not apply?
115460.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: ხშირად დასმული კითხვები: ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).
The established tax privilege does not apply to the land (or part of it) transferred by person via lease usufruct, rent or other such form to another person and/or to the buildings (or part of them) transferred by the enterprise/organization in the same form.