მოიძებნა 668068 ჩანაწერი
11561.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ზოგადი და არაორგანული ქიმია
შესწავლილია სპილენძის სულფატის თერმული დაშლის კინეტიკა მდუღარე შრის პირობებში.
The kinetics of thermal decomposition of copper sulphate has been investigated in the boiling bed.
11562.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ზოგადი და არაორგანული ქიმია
გამოკვლეულია ძირითადი ფაქტორების-ტემპერატურის, ჰაერის ნაკადის სიჩქარისა და ნაწილაკების სიდიდის გავლენა პროცესის კინეტიკაზე.
The effect of basic factors on the intensity of the process has been studied.
11563.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ექსპერიმენტული მონაცემების მათემატიკური დამუშავებით გამოთვლილია სპილენძის სულფატის თერმული დაშლის რეაქციის აქტივაციის ენერგია.
The activation energy of the decomposition of copper sulphate has been calculated by mathematical processing of the data obtained.
11564.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ისტორია
ცუცხვათის მღვიმოვნის მთავარი ტალანის „გადებული მორები“, მათი რადიონახშირბადული ასაკი და ისტორიული მნიშვნელობა.
The “cross – beams” in the main gallery of the Tsutskhvati cave complex, their radiocarbon dating and historical value.
11565.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ისტორია
ცუცხვათის მღვიმოვნის მთავარი ტალანის ჭერთან, მიუდგომელ ადგილას შემორჩენილი ხის მორები, რომლებიც წყალდიდობისას ბუნებრივად შემოტანილად ითვლებოდა, ხელოვნურად დამუშავებული და გადებული გამოდგა.
The beams preserved in an almost inaccessible spot, under the roof of the main gallery of the Tsutskhvati cave complex were thought to have been brought by a high water. However, a study has shown that the beams were cut and laid by human hands.
11566.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ისტორია
C<sup>14</sup> ანალიზით მათი ასაკი განსაზღვრული იქნა 605 ± 40 წლად.
Radiocarbon analysis has shown the age of the beams to be 605 ± 40 years.
11567.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ისტორია
უხუცეს ადგილობრივ მცხოვრებთა მოგონებით, XX ს. დასაწყისამდე ერთ-ერთ მორზე ეკიდა ოლარი, ხოლო მის ზევით ჯვარი იყო აღმართული.
As testified by the aged residents of Tsutskhvati, at the end of the last century an epitrachelion was hanging from one of the beams with a cross raised a little higher up.
11568.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ისტორია
შემდგომში ეს საგნები ჩამოღებულ იქნა.
Later these articles were taken down.
11569.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ისტორია
არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ თემურ-ლენგის შემოსევებისა და ისლამის მოძალების ეპოქაში ცუცხვათის მღვიმოვანში მიუვალ ადგილას გამართული სალოცავი მიზნად ისახავდა ქრისტიანობის პროპაგანდას.
There are grounds to suppose that during the invasion of Tamerlane and forced spread of Islam a chapel built in an inaccessible part of the Tsutskhvati cave system was intended for the propagation of Christianity.
11570.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, ისტორია
მისი მასალა შეიძლება შემოტანილი იყოს „ორმაგი ეხიდან“, რომელსაც უკავშირდებოდა მორების უკან არსებული ხვრელი.
The building material could be brought from the Double Grotto which communicated with a crevice just behind the beams.
11571.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
რამდენიმე შენიშვნა ოპტიმალური მართვის არსებობის საკმარისი პირობების შესახებ.
Some remarks on the sufficient conditions for the existence of optimal control.
11572.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
ნაჩვენებია, რომ როდესაც მართვის არე წარმოადგენს ნებისმიერ ჰაუსდორფის ტიპის სიმრავლეს თვლადი ბაზისით, შესაძლებელია A – C, E პირობების შესრულება, მაშინ როდესაც D პირობა არ სრულდება და ამ შემთხვევაში ნაჩვენებია, რომ D პირობის შესუსტება საზოგადოდ არ შეიძლება.
When the control region is an arbitrary Hausdorff set with a countable base, the realization of A – C, E conditions is possible, whereas the D condition is not realized, and in this case it is impossible to relax the D condition.
11573.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
ნაჩვენებია, რომ ფრიად არასასურველი E პირობა შეიძლება შეიცვალოს მოძრაობის დასაშვები არეს შემოსაზღვრულობით ფაზური კოორდინატების შეზღუდვის დროს.
The extremely undesirable E condition may be replaced by the condition of region boundedness permissible for motion under limitation on phase coordinates.
11574.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
ნაჩვენებია, აგრეთვე [5]-ში დაშვებული შეცდომის მიზეზი.
The cause of the error occurring in [5] is also indicated.
11575.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
არასრული ბალანსირებული ბლოკ-სქემების აგების ერთი რეკურენტული მეთოდი.
One recurrent method of constructing incomplete balanced block diagrams.
11576.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
აღწერილია ბლოკ-სქემების აგების ერთი რეკურენტული მეთოდი.
A new recurrent method of constructing incomplete balanced block diagrams is described.
11577.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
განხილულია მაგალითი.
An example is considered.
11578.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
ფუქსის განზოგადებული განაწილების სპექტრის განსაზღვრის ერთი მეთოდის შესახებ.
On one method of determination of Fuch’s generalized distribution spectrum.
11579.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
ნაშრომში განხილულია ფუქსის განზოგადებული განაწილების სპექტრის განსაზღვის ახალი მეთოდი, რომელიც გამომდინარეობს ინფორმაციული ენტროპიის მაქსიმუმის პრინციპისაგან.
A new method of determination of Fuch’s generalized distribution spectrum based on the principle of maximum entropy is presented.
11580.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 77, კიბერნეტიკა
ასიმეტრიული შეცდომების გამასწორებელი კოდების შესახებ.
On asymmetric error correcting codes.