მოიძებნა 668068 ჩანაწერი
12201.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
განხილულია განივი ტუნელირების გავლენა ელექტრონების ლოკალიზაციაზე მინარევების შემცველ კვაზიერთგანზომილებიან მეტალებში.
The influence of tunneling between threads in quasi-one-dimensional systems with impurities on the Mott localization is considered.
12202.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ თუ Wτ<sub>i</sub>»1 (W არის ტუნელური „ნახტომების“ ალბათობა, ხოლო τ<sub>i</sub>-მინარევებზე გაბნევასთან დაკავშირებული რელაქსაციის დრო), მოტის ლოკალიზაცია არაეფექტურია და სისტემის სტატიკური ტრანსპორტული მახასიათებლების ასაწერად შესაძლებელია კინეტიკური განტოლებების გამოყენება.
It is shown that when Wτ<sub>i</sub>»1 (W is the tunneling probability, τ<sub>i</sub>-relaxation time due to the scattering by impurities), the localization is destroyed and the static transport properties of the system may be described by means of a kinetic equation.
12203.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
ეიკონალური მიახლოება რელატივისტური სამი ნაწილაკის სისტემისათვის.
Eikonal approximation in the three–particle relativistic system.
12204.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
მიღებულია სამი რელატივისტური ნაწილაკის დრეკადი გაბნევის ამპლიტუდა ეიკონალურ მოახლოებაში.
A closed expression for the relativistic three–particle elastic scattering amplitude in the eikonal approximation is obtained.
12205.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
Ge<sub>3</sub>N<sub>4</sub> დიელექტრიკიანი მდნ სტრუქტურები.
Mis-structures of Ge<sub>3</sub>N<sub>4</sub> used as dielectrics.
12206.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
განხილულია გერმანიუმის ნიტრიდისა და ნახევარგამტარის გამყოფი ზედაპირის ელექტროფიზიკური თვისებები.
The electrical properties of the Ge<sub>3</sub>N<sub>4</sub>–semiconductor interface have been studied.
12207.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
განსაზღვრულია ზედაპირული მდგომარეობების მთლიანი მუხტი და მათი განაწილება ნახევარგამტარის აკრძალულ ზონაში.
The total charge is determined as well as surface state density distribution in the band gap of semiconductors.
12208.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
დადგენილია, რომ გერმანიუმის ნიტრიდისა და ნახევარგამტარის გამყოფ ზედაპირს ახასიათებს დამაკმაყოფილებელი ელექტროფიზიკური თვისებები.
The Ge<sub>3</sub>N<sub>4</sub>–semiconductor interface has been found to have satisfactory parameters.
12209.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
ფიზიკური კარტირების მეთოდი.
Physical mapping technique.
12210.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
აღწერილია ფიზიკური კარტირების მეთოდი განფენილი ობიექტების ფიზიკური თვისებების განაწილების ოპერატიული ანალიზის ჩასატარებლად და ფიზიკური რუკების შესადგენად.
A physical mapping technique designed to facilitate the analysis of distribution of the physical properties of extended objects as well as the complication of physical maps has been developed.
12211.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
მეთოდი საშუალებას იძლევა ავტომატურად მიღებულ იქნეს იზოგამოსახულებანი და იზოხაზები გამოსახულება-საფუძვეზე, აგრეთვე - გამოსახულება-რუკები.
The technique permits auto – production of iso-images and iso-lines against the background – pictures map-like-images are also obtained.
12212.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
ევროპიუმის ხელატით აქტივირებული პოლისტიროლის ზოგიერთი სპექტრალური მახასიათებელი.
Some spectral characteristics of europium chelate in polystyrene.
12213.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
ექსპერიმენტულად გამოკვლეულია ევროპიუმის ხელატის სპექტრალური მახასიათებლები სტიროლის მონომერში და პოლისტიროლში.
The spectral characteristics of europium chelate in styrene monomer have been experimentally studied.
12214.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
დადგენილია, რომ ხელატების შეყვანა სტიროლში არ ცვლის აქტიური ნივთიერების სპექტრალურ მახასიათებლებს.
It has been found that introduction of chelate into the styrene base does not lead to changes of the spectral characteristics of the active substance.
12215.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკა
გარდა ამისა, სტიროლის საფუძველზე შეიძლება ნებისმიერი სიგრძის აქტიური ბოჭკოს მიღება.
In addition, the styrene base enables the production of active fibres of any length.
12216.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკური გეოგრაფია
გორდის პლეისტოცენური ტბა.
The pleistocene lake of Gordi.
12217.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ფიზიკური გეოგრაფია
სოფ. გორდის აღმოსავლეთით (წულუკიძის რაიონი), მდ. ოკაცეს ხეობაში შემორჩენილი ტბიური ნალექები გეომორფოლოგიური და პალინოლოგიური შესწავლის საფუძველზე თარიღდება შუა პლეიოსტოცენით.
On the basis of geomorphological and palynological study, the lacustrine deposits being preserved in the valley of river Okatse, to the east of the village of Gordi (Tsulukidze District of the Georgian SSR), are dated back to the Middle Pleostocene.
12218.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ქიმიური ტექნოლოგია
მანგანუმისა და რკინის ჟანგეულების ერთობლივი გავლენა ელექტროგამტარობისა და დიელექტრიკული დანაკარგების მრავალტუტე ეფექტზე სილიკატურ მინებში.
The combined influence of manganese and iron oxides on the polyalkali effect of electric conductivity and dielectric loss in silica glasses.
12219.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ქიმიური ტექნოლოგია
შესწავლილია რკინისა და მანგანუმის იონების ერთობლივი გავლენა SiO<sub>2</sub>–R<sub>2</sub>O და SiO<sub>2</sub>–RO–R<sub>2</sub>O მინების ელექტროფიზიკურ თვისებებზე.
The combined influence of manganese and iron oxides on the electro - physical characteristics of the glasses of the SiO<sub>2</sub> – R<sub>2</sub>O and SiO<sub>2</sub> – RO – R<sub>2</sub>O systems has been studied.
12220.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ SiO<sub>2</sub>–RO–R<sub>2</sub>O სისტემაში MnO/Fe<sub>2</sub>O<sub>3</sub>=0.2:1.0-ისას და კალციუმისა და ბარიუმის ჟანგეულების 13,5 მოლ % შეცულობისას ამ მინებისათვის დამახასიათებელი მრავალტუტე ეფექტი მთლიანად ქრება.
It is shown that the polyalkali effect characteristic of the glasses of the SiO<sub>2</sub>–RO–R<sub>2</sub>O system is completely depressed when the ratio MnO/Fe<sub>2</sub>O<sub>3</sub>=0.2:1.0 and the content of calcium or barium oxides is 13.5 mol %.