მოიძებნა 668068 ჩანაწერი
12281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოფიზიკა
შესწავლილია ცინებისა და ატრაზინის მოქმედება Nitella Syncarpa–ს უჯრედების პროტოპლაზმის მოძრაობის სიჩქარისა და მემბრანული პოტენციალის ცვლილებაზე.
The action of the fungicide zineb and herbicide atrazine on the protoplasm motion rate of Nitella Syncarpa cells and on the change of their membrane potential was studied.
12282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოფიზიკა
აღმოჩნდა, რომ ატრაზინისა 10-5 გ/მლ და ცინების 10-4 გ/მლ ოპტიმალური კონცენტრაციები იწვევენ აღნიშნული პარამეტრების გაზრდას.
Optimal concentrations of atrazine, 10-5 g/ml and of zineb, 10-4 g/ml were found to cause an increase of the indicated parameters.
12283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოფიზიკა
კონცენტრაციების ერთი რიგით გაზრდა უჯრედშიდა პროცესებზე მაინჰიბირებლად მოქმედებს, ხოლო შემცირება ეფექტს არ იძლევა.
An increase of concentration by one order has an inhibitive effect on the intracellular processes, while a decrease of concentration has no effect.
12284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოფიზიკა
შესწავლილი პარამეტრების ცვლილების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ წყალმცენარე Nitella Syncarpa–ს ინდიკატორულ თვისებებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალსატევების გაჭუჭყიანების ხარისხის შესამოწმებლად.
The change of the parameters studied permits to judge about the indicative properties of the alga Nitella Syncarpa, which can be used in testing the degree of concentration of pollutants in water reservoirs
12285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოფიზიკა
ელექტრომაგნიტური ველის ბიოლოგიური ზემოქმედების გამოკვლევის ფიზიკური პირობების სტანდარტიზაცია.
Standardization of the physical conditions of research into the biological effect of electromagnetic fields.
12286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოფიზიკა
განხილულია ფიზიკური პირობების არაიდენტურობის გავლენა ბიოლოგიური ეფექტების აღწარმადობაზე, რომლებიც გამოწვეულია ელექტრომაგნიტური ველების მოქმედებით.
The author discusses the influence of non-identical physical conditions on the reproducibility of biological effects, the lack of identify being due to the action of electromagnetic fields.
12287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოფიზიკა
სხვადასხვა ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემების უკეთ შედარებისათვის შემოთავაზებულია ველის მოქმედების დიფერენცირებული წარმოდგენა.
A differentiated concept of the field action is proposed towards a better comparison of the data of different experiments.
12288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
I<sup>14</sup>C ლეიცინის ჩართვა ჩვეულებრივი სიმინდის და მისი ლიზინიანი ანალოგის ცილის ფრაქციებში.
Incorporation of I<sup>14</sup>C leucine in protein fractions of common maize seeds and its lysine analogue.
12289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ლეიცინი ჩვეულებრივი სიმინდის და მისი ლიზინიანი ანალოგის ენდოსპერმისა და ჩანასახის ცილის ფრაქციების ბიოსინთეზში განსხვავებულად მონაწილეობს.
The participation on leucine in the biosynthesis of separate protein fractions of common maize seeds and its lysine was found to vary.
12290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
სიმინდის მარცვალში ცილის სინთეზთან ერთად ადგილი აქვს მის დაშლასაც.
A part from the synthesis of proteins their break-up occurs.
12291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
ბაქტერიოფაგული დნმ–ების პირველადი სტრუქტურის ანომალიების დეტექცია რესტრიქციული ენდონუკლეაზების საშუალებით.
Detection of primary structure anomalies of bacteriophage DNAs by means of restriction endonucleases.
12292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
შესწავლილია სხვადასხვა რესტრიქციული ენდონუკლეაზის მოქმედება T4, FI-1 და FI-5 ბაქტერიოფაგების დნმ–ზე.
The effect of different restriction endonucleases on the DNAs of the bacteriophages T4, FI-1 and FI-5 was studied.
12293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ რვა გამოყენებული ფერმენტიდან არც ერთი არ იწვევს T4 ფაგის დნმ–ის ფრაგმენტაციას, რაც აიხსნება გლუკოზილირებული 5–ოქსიმეთილციტოზინის შემცველობით ამ ფაგის ნუკლეინის მჟავაში.
It is shown that none of the eight enzymes used cause fragmentation of the T4 phage DNA, which can be explained by the presence of 5-hydroximethylcytosine in the nucleic acid of this phage.
12294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
რესტრიქტაზები Hpa II და Bsu RI იწვევენ FI-5 ფაგის დნმ–ის ჰიდროლიზს შესაბამისად 15 და 20 ფრაგმენტად.
Restrictases Hpa II and Bsu RI cause hydrolysis of the phage FI-5 DNA into 15 and 20 fragments, respectively.
12295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
ეს ეთანხმება ადრეულ მონაცემებს, რომელთა მიხედვით ამ ფაგის დნმ არ შეიცავს ანომალურ ფუძეებს.
This confirms the recent data on the absence of anomalous bases in the DNA of this phage.
12296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
Eco RI, რომლის განმასხვავებელი თვისებაა ცნობის საიტში გუანინ–ციტოზინ წყვილების არარსებობა, ერთადერთი ფერმენტია, რომელიც იწვევს FI-1 ფაგის დნმ–ის დესტრუქციას.
The absence of guanine –cytosine pairs at the site of recognition is a distinctive feature of the Eco RI –restrictase. The latter is only enzyme that causes the destruction of the FI-1 phage DNA.
12297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
ეს შედეგი ადასტურებს ფაგის დნმ–ში არაიდენტიფიცირებული ანომალიის არსებობას, რაც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ციტოზინის ან გუანინის ნაწილობრივ მოდიფიკაციასთან.
This result points to the presence of an unidentified anomaly in the latter DNA, probably connected with a partial modification of cytosine or guanine.
12298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
მრუდის ფორმის ანალიზის მეთოდი ფერმენტების კინეტიკის ამოცანების ამოხსნისათვის.
A method of curve shape analysis for solving problems of enzyme kinetics.
12299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
აღწერილია ფერმენტული რეაქციის სიჩქარის ლიგანდის კონცენტრაციაზე დამოკიდებულების ექსპერიმენტული მონაცემების მათემატიკური დამუშავების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს დაკავშირების უბნების ზუსტი რაოდენობა სხვა პარამეტრების (მაქსიმალური სიჩქარე, სწრაფვა) წინასწარი შეფასების გარეშე.
A method has been developed for the mathematical processing of the experimental data on the dependence of the enzymic reaction rate on the ligand concentration. The proposed method enables the determination of the exact number of ligand binding sites without a preliminary estimation of other parameters, such as maximum rate and affinity.
12300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, ბიოქიმია
აზოტის სხვადასხვა ფორმის ჩართვა სიმინდის ნაზარდების თავისუფალ ამინომჟავებში.
The uptake of different forms of nitrogen in free amino acids of maize seedlings.