მოიძებნა 668068 ჩანაწერი
12921.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, სამშენებლო მექანიკა
ბზარების გახსნის სიდიდე რკინაბეტონის კოჭებში ხანგრძლივი დინამიკური გამოცდისას.
The width of cracks in reinforced concrete beams during long dynamic tests.
12922.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, სამშენებლო მექანიკა
შემუშავებულია რკინაბეტონის ბზარების გახსნის სიდიდის განსასაზღვრავი ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს არმირების პროცენტის, დატვირთვის დონისა და ციკლის ასიმეტრიულობის მახასიათებლის სხვადასხვაობას.
A formula has been derived for determining the width of cracks in reinforced concrete beams, with account of the reinforcement percentage, level of loading and characteristics of cycle asymmetry.
12923.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
დეფექტების ურთიერთქმედება ბრომოვანი კალიუმის კრისტალების ზედაპირულ ფენებში.
The interaction of defects near the surface in KBr crystals.
12924.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ელექტრული მღებავი ცენტრების მაღალტემპერატურულ გამოწვას ჰაერში ახლავს NO<sub>3-</sub> და NO<sub>2-</sub> ჩანაცვლების მოლეკულური იონების წარმოქმნა KBr კრისტალების ზედაპირულ ფენაში.
The high temperature annealing in the air of the electronic colour centres in KBr crystals has been found to be accompanied by the formation of NO<sub>3-</sub> and NO<sub>2-</sub> substitutional molecular ions near the surface.
12925.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
გამოკვლეულია ამ იონების წარმოქმნისა და სტაბილიზაციის პირობები მესერში.
Conditions of the formation and stabilization of these ions in a lattice are studied.
12926.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ CO<sub>2</sub> მოლეკულების ადსორბცია KBr კრისტალის ზედაპირზე იწვევს NO<sub>3-</sub> იონების დაშლას და ჩანაცვლების მოლეკულური იონის CO<sub>3</sub><sup>2-</sup> წარმოქმნას.
It is shown that the adsorption of CO<sub>2</sub> molecules near KBr crystal surface leads to the decay of NO<sub>3-</sub> ions and to the formation of substitutional molecular CO<sub>3</sub><sup>2-</sup> ions.
12927.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
ეფექტური ელექტროლუმინესცენცია გალიუმის ნიტრიდში.
Effective electroluminescence in GaN.
12928.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
განხილულია ეფექტური სინათლის გამომსხივებელი წყაროების შექმნის საკითხი სპექტრის ლურჯ–ცისფერ და ულტრაიისფერ უბანში გალიუმის ნიტრიდის საფუძველზე.
The current state of problems associated with the production of emitting sources in the short-wave region of the visible spectrum is discussed.
12929.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
შემოთავაზებულია ახალი ტიპის გამომსხივებელი სტრუქტურა და მისი ფუნქციონირების ძირითადი ფიზიკური რაობა.
A modified m-i-n structure is proposed and the principal results of its experimental studies are presented.
12930.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ მაღალი ეფექტურობა მიიღწევა სტრუქტურაში კვაზი p-n გადასვლით.
It is shown that a high efficiency of emission is attained by means of quasi p-n junctions.
12931.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
ჩქარი ნეიტრონების ანომალურად მცირე დოზით დასხივების გავლენა დეფორმირებული ტყვიის მონოკრისტალში ციკლოტრონულ რეზონანსზე.
The influence of anomalously low fast neutron fluences upon cyclotron resonance in deformed monocrystalline lead.
12932.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
შრომაში ნაჩვენებია, რომ ტყვიის მონოკრისტალის პლასტიკური დეფორმაციის შედეგად გამქრალი ციკლოტრონული რეზონანსი ნაწილობრივ აღდგება ნეიტრონების ანომალურად მცირე დოზებით დასხივებისას.
It is shown that cyclotron resonance in monocrystalline lead, suppressed as a result of plastic deformation, can partially recover after the irradiation of the specimen with anomalously low neutron fluence.
12933.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
მოვლენა შეიძლება ახსნილ იქნეს ნიმუშის ზედაპირულ ფენაში დისლოკაციების ნაწილობრივი განწოვებით, რომელიც გამოწვეულია ნიმუშის ზედაპირის „მოხვნით“ მისი უკანა მხარის დასხივებისას.
This phenomenon is attributed to a partial dissolution of dislocation in the surface layer in consequence of the “ploughing” of the surface during its irradiation from the rear.
12934.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
წვრილღეროვანი ნეოდიმიანი მინის ლაზერის გენერაცია.
Laser generation in thin glass rods doped with Nd<sup>3+</sup>.
12935.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
შესწავლილია წვრილღეროვანი ნეოდიმიანი სილიკატური მინის ლაზერის გენერაციის თავისებურებანი.
The generation characteristics of lasers in thin cylindric rods of silicate glass doped with Nd<sup>3+</sup> are discussed.
12936.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
მიღებულია გენერაციის გიგანტური რეგულარული იმპულსები, თითოეული სიგანით 40-70 ნსეკ. გიგანტური იმპულსების გენერაციის შემდეგ დაიმზირება რელაქსაციური პროცესები.
The generation of giant regular pulses have been found with pulse width 40-70 nsec, followed by relaxation oscillations passing to a stationary mode of generation.
12937.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
კვაზიპოტენციალური სპექტრალური პირობა სკალარული ნაწილაკების ბმული მდგომარეობისათვის მაღალი პარციალური ტალღების გათვალისწინებით.
Quasipotential spectral condition for bound states of scalar particles with account of high partial waves.
12938.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
ეტალონური განტოლების მეთოდის მეშვეობით მიღებულია კვაზიპოტენციალური სპექტრალური პირობა სკალარული ნაწილაკების ბმული მდგომარეობისათვის მაღალი პარციალური ტალღების გათვალისწინებით.
Using the comparison equation method, the quasipotential spectral condition has been obtained in the case of bound states of scalar particles with account of high partial waves.
12939.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სატელიტების ფორმ–ხაზების გათვლა ბირთვებისათვის სპინებით 7/2 და 9/2 პოლიკრისტალებში.
Calculation of NMR line-forms of satellites for nuclei with 7/2 and 9/2 spines in polycristals.
12940.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ფიზიკა
გათვლილია ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სატელიტების ფორმ–ხაზები ბირთვებისათვის სპინებით 7/2 (ვანადიუმი) და 9/2 (ნიობიუმი) პოლიკრისტალებში, კვადრუპოლური ურთიერთქმედებისა და ელექტრული ველის გრადიენტის ასიმეტრიის პარამეტრის სხვადასხვა სიდიდისათვის.
The forms of NMR lines of satellites have been calculated for the nuclei of 7/2 (vanadium) and 9/2 (niobium) spins in polycrystals for different values of the quadrupole interaction and the parameter of EFG asymmetry.