მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129821.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამ კონტექსტში ტერმინი „რისკი“ მოიცავს სხვებთან და საკუთარ თავთან დაკავშირებულ რისკს.
The term risk in this context refers to risk of harm to others and risk to self.
129822.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ძალადობრივი ქცევის ისტორია მომავალი ძალადობის საუკეთესო პრედიქტორია.
A history of violence is the best predictor of future violence.
129823.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ასოციალურობა, იმპულსურობა და გაღიზიანებადობა ისეთი პიროვნული მახასიათებლებია, რომლებიც დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
Antisocial, impulsive, or irritable features in the personality are a further risk factor.
129824.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
რისკს ზრდის, აგრეთვე, სოციალური იზოლაცია და ახლად გადატანილი ცხოვრებისეული კრიზისი.
Social isolation, and a recent life crisis also increase the risk.
129825.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სხვაზე ძალადობის აზრები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ ეს იმ პიროვნებას ეხება, რომელიც პაციენტისთვის ხელმისაწვდომია.
Thoughts of violence to others are very important, especially if they are concerned with a specific person to whom the patient has access.
129826.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ძალზე მნიშვნელოვანია სიტუაციური ფაქტორები.
Situational factors are extremely important.
129827.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტთან სხვა პირების რეალურმა ან წარმოსახვითმა დაპირისპირებამ, ისევე, როგორც იმ სიტუაციაში დაბრუნებამ, რომლის დროსაც წარსულში ძალადობა მოხდა, შეიძლება ბიძგი მისცეს აგრესიულ ქცევას.
Actual or perceived confrontational behaviour towards the patient by others may trigger violence, as may a return to situations in which violence has been expressed in the past.
129828.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
იმისთვის, რომ რისკ-ფაქტორები მთლიანობაში შევაფასოთ, უნდა გამოვიყენოთ კლინიკური გამოცდილება და საღი აზრი.
Clinical experience and common sense have to be used to combine the risk factors into an overall assessment.
129829.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
რისკის შეფასება უნდა გაკეთდეს იმ გუნდის წევრების მიერ, რომლებიც მკურნალობენ პაციენტს.
The assessment of risk should be shared among the members of the team treating the patient.
129830.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გარკვეულ ვითარებაში შეიძლება საჭირო გახდეს შეფასების შედეგების გაცნობა იმ პირისთვის, რომელიც რისკის ქვეშ იმყოფება.
In certain circumstances the assessment may need to be made known to an individual at risk.
129831.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
რისკის შეფასების შედეგების განხილვა რეგულარულად უნდა ხდებოდეს და ამ დროს კლინიცისტთა გუნდის წევრებისაგან მიღებული ინფორმაცია უნდა ურთიერთშეჯერდეს.
Risk assessments should be reviewed regularly, combining information from the members of the clinical team.
129832.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მიუხედავად იმისა, რომ რისკის შეფასებით მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია მისი არსებულ კონტექსტში განხილვა.
Although risk assessment is essential, it is also ნecessary to put it in context.
129833.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ჯერ ერთი, ფსიქიატრიული პაციენტების დიდი უმრავლესობა სხვებისთვის რისკის შემცველი არ არის.
First, the vast majority of psychiatric patients pose no risk to others.
129834.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მოსაზრება, რომ მძიმე ფსიქიკური დაავადების (განსაკუთრებით შიზოფრენიის) მქონე პაციენტი პოტენციური მოძალადეა, უსაფუძვლოა.
The assumption that all patients with severe mental illness, especially schizophrenia, are potentially violent, is unwarranted.
129835.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
საჭიროებათა შეფასება.
Assessment of needs.
129836.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ფსიქიატრიული გამოკვლევის განსაკუთრებული შემთხვევები.
Special kinds of psychiatric assessment.
129837.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამ თავში განიხილება სრული ფსიქიატრიული გამოკვლევა, რომელსაც ფსიქიატრები ატარებენ.
This chapter has been concerned with the complete psychiatric assessment as carried out by psychiatrists.
129838.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუმცა, გამოკვლევათა უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.
However, most assessments do not meet all of these criteria.
129839.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
უმეტესწილად ეს ტარდება არასპეციალისტების მიერ არაფსიქიატრიულ დაწესებულებებში, დროის დეფეციტის პირობებსა და შეუფერებელ გარემოში.
Many are conducted by non- specialists in non- psychiatric settings, with limited time and imperfect surroundings.
129840.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამ ნაწილში განხილულია, თუ როგორ მოდიფიცირდება ინტერვიუს ჩატარების პროცესი და ფსიქიატრიული გამოკვლევა ასეთ ვითარებაში.
This section considers how psychiatric assessment and interviewing are modified in these circumstances.