მოიძებნა 668043 ჩანაწერი
131161.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
კონკრეტული დროის მონაკვეთში ხელმისაწვდომმა ვლევის მეთოდებმა შეიძლება ვერ შეძლოს შესაბამისი ბიოლოგიური ანომალიების დადგენა მათი არსებობის შემთხვევაშიც კი.
The methods of investigation that are available at a particular time may fail to detect relevant biological abnormalities even when the latter are present.
131162.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ალოის ალცჰაიმერმა ათეული წელი მოანდომა შიზოფრენიის ნევროლოგიურ გამოკვლევას, სანამ გადააწყდა პრესენილური დემენციის შემთხვევას და აღმოაჩინა დაზიანებული კერები, რომელთა მეშვეობით დღეს ხდება მისი სახელით ცნობილი დაავადების დადგენა.
Alois Alzheimer spent a decade searching for the neuropathology of schizophrenia before he came across the case of presenile dementia and identified the lesions which now define the disease that is named after him.
131163.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მას შემდეგ, რაც ნევროპათოლოგიური გამოკვლევები მოლეკულურ დონეზე ტარდება, განსხვავება „ფუნქციურ“ და „სტრუქტურულ“ დარღვევებს შორის თავისთავად გახდა პირობითი.
After neuropathological investigations embrace the molecular level, drawing distinctions between "functional" and "structural" disorders becomes somewhat arbitrary.
131164.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესი ფსიქიკურ დაავადებათა ეტიოლოგიის განსაზღვრაში მიღწეულ იქნა გენეტიკურ, პათოლოგიურ და ბიოქიმიურ გამოკვლევათა კომბინაციით და მიღებული შედეგების შეჯერებით ავადმყოფის ეპიდემიოლოგიურ, კლინიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ აღწერასთან.
Finally, it is worth noting that progress in determining aetiology is most likely to be made through the combination of genetic, pathological, and biochemical investigations, and combining these results with epidemiological ascertainment and careful clinical, psychological, and social characterization of subjects.
131165.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოცემული ქვეთავის კავშირი იმ ქვეთავებთან, რომლებიც ფსიქიკური დაავადებების სინდრომებს ეხება.
Relationship of this chapter to those on psychiatric syndromes.
131166.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ თავში განხილული იყო რამდენიმე განსხვავებული მიდგომა ეტიოლოგიის მიმართ.
This chapter has reviewed several diverse approaches to aetiology.
131167.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
რა არის მტკიცებულებაზე დამყარებული მედიცინა?
What is evidence-based medicine?
131168.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მტკიცებულებაზე დამყარებული მედიცინა (მდმ) არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების სისტემური გზა ეტიოლოგიის, დიაგნოზის, პროგნოზისა და მკურნალობის შესახებ.
Evidence-based medicine (EBM) is a systematic way of obtaining clinically important information about aetiology, diagnosis, prognosis, and treatment.
131169.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა არის პროცესი, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
The evidence-based approach is a process in which the following steps are applied:
131170.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
კლინიკური კითხვის ფორმულირება, რომელზეც შესაძლებელია პასუხის გაცემა, საუკეთესო მტკიცებულების მოძიება;
Formulation of an answerable clinical question, identification of the best evidence;
131171.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მტკიცებულების ვალიდურობისა და სარგებლიანობის კრიტიკული შეფასება, შედეგების იმპლემენტაცია, შესრულების შეფასება.
Critical appraisal of the evidence for validity and utility, implementation of the findings, evaluation of performance.
131172.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მდმ-ის პრინციპები გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო პროცედურისთვის.
The principles of EBM can be applied to a variety of medical procedures.
131173.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
ფსიქიატრიაში მას ძირითადად იყენებენ თერაპიული ინტერვენციების ღირებულების შესაფასებლად.
For psychiatry, the main use of it at present is to assess the value of therapeutic interventions.
131174.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მომდევნო ნაწილებში მდმ-ის გამოყენება მკურნალობის შესახებ კვლევებთან იქნება დაკავშირებული.
For this reason, in the following sections the application of EBM will be linked to studies of treatment.
131175.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
რაც შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიც არის დიაგნოსტირება და პროგნოზი, მოგვიანებით განვიხილავთ.
Applications to other areas, such as diagnosis and prognosis, are discussed later.
131176.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომის ისტორია.
History of evidence-based approaches.
131177.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მედიცინის ხანგრძლივ ისტორიაში არსებობს მკურნალობის კვლევის ერთეული შემთხვევები, რომლებსაც შეიძლება მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომის მაგალითები ეწოდოს.
Examples of what we now might call evidence-based approaches to the investigation of treatments have a long, if sporadic, history in medicine.
131178.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მაგალითად, 1747 წელს საზღვაო ქირურგმა ჯეიმს ლინდმა შეისწავლა მეზღვაურების ექვსი წყვილი, რომლებიც სურავანდით იყვნენ დაავადებულნი.
For example, in 1747 a naval surgeon, James Lind, studied six pairs of sailors, who were suffering from scurvy.
131179.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
მეზღვაურები, რომლებიც იღებდნენ ფორთოხალსა და ლიმონს, გამოჯანმრთელდნენ რამდენიმე კვირაში, განსხვავებით იმ მეზღვაურებისგან, რომლებიც იგივე პირობებში იმყოფებოდნენ და ჩვეულებრივად იკვებებოდნენ.
The sailors who received oranges and lemons recovered within a few weeks, in contrast to those who simply received the same housing and general diet.
131180.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 6, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომა ფსიქიატრიაში
1784 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა ჰიპნოტიზმის მონაწილეები შეარჩია შემთხვევითი წესით, მან არ იცოდა, რომელი მათგანი იყო ნამკურნალები.
In 1784 Benjamin Franklin applied blindfolds to the participants in a mesmerism study, who were therefore unaware whether or not the treatment was being applied.