მოიძებნა 668043 ჩანაწერი
133121.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
როგორც შემდგომ იქნება აღწერილი, ის უფრო მსუბუქი დეპრესიული აშლილობებისთვისაა დამახასიათებელი.
As described later, it is common in less severe depressive disorders.
133122.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ბიოლოგიური სიმპტომები.
Biological symptoms.
133123.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომთა ჯგუფი, რომლებსაც ხშირად „ბიოლოგიურს“ (ასევე „მელანქოლიურ“, „სომატურს“ და „ვეგეტატურს“) უწოდებენ.
There is an important group of symptoms that is often described as 'biological' (also referred to as 'melancholic', 'somatic', or 'vegetative').
133124.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ეს სიმპტომები მოიცავს: ძილის დარღვევებს, გუნებ-განწყობის დღეღამურ მერყეობას, მადის დაკარგვას, წონაში კლებას, ყაბზობას, ლიბიდოს დაქვეითებას და ქალებში ამენორეას.
These symptoms include sleep disturbance, diurnal variation in mood, loss of appetite, loss of weight, constipation, loss of libido, and, among women, amenorrhoea.
133125.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ძილის დარღვევა დეპრესიის დროს შესაძლოა რამდენიმე ტიპის იყოს.
Sleep disturbance in depressive disorders is of several kinds.
133126.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ყველაზე სახასიათო დილით ადრე გაღვიძებაა, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ჩაძინების გაძნელება და ღამის განმავლობაში ხშირად გაღვიძებაც.
The most characteristic type is early-morning waking, but delay in falling asleep and waking during the night also occur.
133127.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დილით ადრე გაღვიძება გულისხმობს, რომ პაციენტი ხშირად იღვიძებს გამთენიისას, ჩვეულებრივზე 2-3 საათით ადრე.
Early-morning waking occurs 2 or 3 hours before the patient's usual time of waking.
133128.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ამის შემდეგ უკვე აღარ ეძინება, წევს ფხიზლად, აქვს შფოთვის, მოუსვენრობისა და გამოუძინებლობის განცდა.
He does not fall asleep again, but lies awake feeling unrefreshed and often restless and agitated.
133129.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
იგი გათენებული დღის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი, დანაღვლიანებულია წარსულში განცდილი წარუმატებლობების გამო და მომავალს დამწუხრებული ელის.
He thinks about the coming day with pessimism, broods about past failures, and ponders gloomily about the future.
133130.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დიაგნოზის დასმისას სწორედ ეს კომბინაცია არის მნიშვნელოვანი - ადრე გაღვიძება დეპრესიულ ფიქრებთან ერთობლიობაში.
It is this combination of early waking and depressive thinking that is important in diagnosis.
133131.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დეპრესიული აშლილობის დროს ხშირია სომატური ჩივილებიც.
Complaints about physical symptoms are common in depressive disorders.
133132.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
სხვა ნიშნები.
Other features.
133133.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დეპრესიული აშლილობის დროს შესაძლოა, რამდენიმე სხვა სიმპტომმაც იჩინოს თავი და ძირითად კლინიკურ სურათში ერთ-ერთი მათგანი დომინირებდეს.
Several other psychiatric symptoms may occur as part of a depressive disorder, and occasionally one of them dominates the clinical picture.
133134.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ესენია: დეპერსონალიზაცია, აკვიატებული აზრები, პანიკური შეტევა და დისოციაციური აშლილობების სიმპტომები.
They include depersonalization, obsessional symptoms, panic attacks, and dissociative symptoms.
133135.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ხშირია ჩივილები მეხსიერების დაქვეითებაზეც;
Complaints of poor memory are also common;
133136.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
დეპრესიული პაციენტები ნეიროფსიქოლოგიურ ტესტებს ცუდად ასრულებენ, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ ახლო წარსულში დასწავლილი მასალის აღდგენა და გახსენება უჭირთ.
Depressed patients show deficits on a wide range of neuropsychological tasks, but impairments in the retrieval and recognition of recently learned material are particularly prominent.
133137.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ზოგჯერ დეპრესიული პაციენტის მეხსიერება იმდენადაა დაქვეითებული, რომ კლინიკური სურათი დემენციას ემსგავსება.
Sometimes the impairment of memory in a depressed patient is so severe that the clinical presentation resembles that of dementia.
133138.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ფსიქოზური დეპრესია.
Psychotic depression.
133139.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
როდესაც დეპრესიული აშლილობა მწვავდება, ყველა დამახასიათებელი სიმპტომი უფრო ინტენსიურად ვლინდება.
As depressive disorders become increasingly severe, all of the features described above occur with greater intensity.
133140.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 11, გუნებ-განწყობის აშლილობები
ფსიქომოტორულმა შენელებამ შესაძლებელია ინტერვიუ გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს.
Psychomotor retardation may make interviewing difficult or impossible.