მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13301.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
ბეტონის დრეკად–ელასტიკური თვისებების კოეფიციენტზე არმირების პროცენტის, დატვირთვის დონისა და ციკლის ასიმეტრიულობის მახასიათებლის გავლენა არასწორხაზობრივი რხევების პროცესში.
Investigation of the influence of reinforcement percentage, level of loading and cycle asymmetry characteristics on the coefficient of the concrete elasto-plastic properties in the process of nonlinear vibrations.
13302.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
რკინაბეტონის კოჭების გამოცდის შედეგების საფუძველზე, დრეკადობის ზღვრების გარეთ, შემუშავებულია შეკუმშული ზონის ბეტონის დრეკად–ელასტიკური თვისებების მახასიათებელი კოეფიციენტის განსასაზღვრავი ფორმულა არმირების პროცენტზე, დატვირთვის დონეზე, ციკლის ასიმეტრიულობის მახასიათებელსა და დატვირთვის ციკლთა რიცხვზე დამოკიდებულებით.
Using reinforced concrete beams test data, a formula has been derived- without the elasticity limits – for determining the coefficient characterizing the elasto-plastic properties of the compressed zone concrete, with due account of the reinforcement percentage, load level, cycle asymmetry characteristic, and the number of loading cycles.
13303.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
თეორიული ფორმულა კარგად შეესაბამება ცდის შედეგებს, რაც შესაძლებელს ხდის მის პრაქტიკულ გამოყენებას.
The theoretical formula is in good agreement with the test results, permitting its use in practice.
13304.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
შემთხვევითი პარამეტრებიანი არაწრფივი სისტემების ამოხსნის აგება შემთხვევითი ფუნქციის ზემოქმედებისას.
Construction of the solution for a nonlinear system with random parameters subjected to an action prescribed by a random function.
13305.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
მოცემულია მეთოდიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს საჭირო სიზუსტით განვსაზღვროთ ალბათობის სიმკვრივის მიახლოება დიდი არაწრფივობის მქონე სისტემის გამოსავალზე როგორც სტაციონარულ, ისე არასტაციონარულ შემთხვევაში.
The paper proposes a method which permits to determine with the necessary degree of approximation the probability density at the output of a system with considerable nonlinearity in stationary and nonstationary form.
13306.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
არაცენტრალურად შეკუმშული ბეტონის ელემენტების ამტანუნარიანობა მცირე ექსცენტრიციტეტების დროს.
Carrying capacity of eccentrically compressed concrete members at small eccentricities.
13307.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
გამოყვანილია აღნიშნული ელემენტების ამტანუნარიანობის გამოსათვლელი თეორიული ფორმულა.
A theoretical formula has been derived for determining the carrying capacity of the title members.
13308.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
მსუბუქი ბეტონის ნიმუშებზე ნაჩვენებია, რომ ის უკეთესად შეესაბამება ცდების შედეგებს, ვიდრე CHиП П-21-75 ფორმულებით მიღებული შედეგები.
Experiments, carried out with lightweight concrete samples, showed a better correspondence of the experimental values with those calculated by the proposed formula than with the values obtained when conventional (Standard П-21-75) formulas are used.
13309.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
ცენტრალური ღერძის პარალელური წრფის გასწვრივ მდებარე წერტილოვანი კავშირების მქონე ღეროების მდგრადობის გამოკვლევა.
Stability study of pivots with equally separated supports located on a line parallel to the central axis.
13310.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, სამშენებლო მექანიკა
გადაადგილებათა მეთოდის სპეციალური ფორმის გამოყენებით იანგარიშება თანაბრად დაშორებული საყრდენების მქონე ღეროების მდგომარეობა, რომლებიც განლაგებულია ცენტრალური ღერძის პარალელური წრფის გასწვრივ.
The stability of pivots with equally separated supports located on a line parallel to the central axis has been calculated with the help of a special form of the method of shifts.
13311.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
სამი ნაწილაკის რელატივისტური პოტენციალური თეორიის შესახებ დინამიკის მყისიერ ფორმაში.
On the relativistic potential theory of a three-particle system in the instant form of dynamics.
13312.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
შრომაში შენიშნულია, რომ სამნაწილაკოვანი სისტემის რელატივისტური ჰამილტონიანი (2) განცალებადი იქნება, თუ წყვილური ურთიერთქმედების პოტენციალი ნებისმიერი ათვლის სისტემაში განმარტებულია (4) შრომის მიხედვით, ხოლო მასათა ცენტრის სისტემაში სამნაწილაკოვანი ჰამილტონიანი აიგება (5) შრომის მიხედვით.
It is suggested that the Hamiltonian of the three-particle system in the Bakamjan and Thomas model (2) will posses a "cluster" property if the pair interaction potential in the arbitrary frame is defined according to (4), and the Hamiltonian of the three-particle system in the c.m. frame is defined according to (5).
13313.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
აქედან გამომდინარე, ფადეევის თეორიაზე (7) დაყრდნობით, ნაჩვენებია სამი ნაწილაკის რელატივისტური პოტენციალური თეორიის ჩამოყალიბების შესაძლებლობა დინამიკის მყისიერ ფორმაში.
From this observation, the feasibility is demonstrated of constructing a relativistic potential theory of a three-particle system in the form of dynamics on the basis of Fadeev’s theory.
13314.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
ძლიერი ზემაღალი სიხშირის ველის გავლენა არაერთგვაროვნად გაგანიერებულ ეპრ ხაზის ფორმაზე.
The influence of a strong SHF field on the form of an inhomogeneously broadened epr line.
13315.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ძლიერი ზემაღალი სიხშირის ველის მოქმედების პირობებში სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედების გათვალისწინებით შესაძლებელია არაერთგვაროვნად გაგანიერებული ეპრ ხაზის დისკრეტული გაჯერება.
It is shown that under exposure to a strong SHF field, taking into account spin-orbital interaction, discrete saturation of an inhomogeneously broadened EPR line is possible.
13316.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
განხილვა არ ითვალისწინებს ზენაზ ურთიერთქმედებას.
Superfine interaction is not considered.
13317.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
მასშტაბური ინვარიანტობის დარღვევა და დეზერ-გილბერტ-სუდარშანის ინტეგრალური წარმოდგენის სპექტრალური ფუნქციის ყოფაქცევა.
Scale invariance breaking and the behavior of spectral function of the Deser-Gilbert-Sudarshan representation.
13318.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
გამოთვლილია დენების კომუტატორის ერთნაწილაკოვანი მატრიცული ელემენტის დეზერ-გილბერტ-სუდარშანის ინტეგრალური წარმოდგენის წონითი ფუნქციის ასიმპტოტიკა Φ<sup>3</sup><sub>6</sub> თეორიის კიბის მიახლოებაში.
An integral equation for causal distributions of the one-particle matrix element of the current commutator is solved in the case of scalar ladder Φ<sup>3</sup><sub>6</sub> theory.
13319.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
მასშტაბური ინვარიანტობა დარღვეულია.
The scale invariance is broken.
13320.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკა
ბიოლოგიური ნიმუშების ინსტრუმენტული ნეიტრონული აქტივაციური ანალიზისათვის განკუთვნილი სინთეზური სტანდარტების თერმომდგრადობის საკითხისათვის.
Investigation of the thermostability of synthetic standards for instrumental neutron activation analysis of biological samples.