მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, პალეობიოლოგია
ფორსტერკუპერიას (Hyracodontidae) ოლიგოცენური წარმომადგენელი მონღოლეთიდან.
On the Oligocene representative of Forstercooperia (hyracodontidae) from Mongolia.
13782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, პალეობიოლოგია
აღწერილია ფორსტერკუპერიების ყველაზე გვიანდელი (ადრეოლიგოცენური) წარმომადგენელი მონღოლეთის ერგილიინ-ძოს წყებიდან - F. ergiliinensis Gab. et Dash. sp. nov.
The article contains a short description of the latest representative of forstercooperias – Forstercooperia ergiliinensis Gabunia et Dashzeveg, sp. nov., from the Ergiliin–Dzo formation of Mongolia (the Lower Oligocene).
13783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, პალეობიოლოგია
ამ ახალი სახეობის თავისებურებები სავსებით ადასტურებს გავრცელებულ შეხედულებას გიგანტური მარტორქების ფორსტერკუპერიებისაგან წარმოშობის შესახებ.
The characteristics of this new species entirely support the opinion that forstercooperias gave rise to the group of gigantic rhinoceroses.
13784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ჭაურებში ჰაერის ნაკადის სტრუქტურა საამწეო ჭურჭლების მოძრაობის გათვალისწინებით.
Air flow structure in shafts with elevator motion taken into consideration.
13785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
განხილულია ჭაურში აეროდინამიკურ წინაღობაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების შესწავლის საკითხი.
The problem of study of the basic factors affecting aerodynamic resistance in shafts is considered.
13786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ცდების საფუძველზე დადგენილია, რომ ჭაურის დიამეტრის გაზრდით წინაღობის კოეფიციენტი მატულობს, რომლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს შუბლური წინაღობის კოეფიციენტების გაზრდა და ჰაერის ნაკადის სტრუქტურა.
Test results help to state that resistance coefficient increases with shaft diameter due to the increase of head resistance coefficient and the structure of air flow.
13787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
KM–100 და KM–87 კომპლექსებით გამაგრებული წმენდითი სანგრევების აეროდინამიკური წინაღობის გამოკვლევა.
Study of the aerodynamic drag of breakage faces equipped with KM–100 and KM–87 complexes.
13788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
განხილულია წმენდითი სანგრევის აეროდინამიკურ წინაღობაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების შესწავლის საკითხი.
The problem of study of the basic factors effecting aerodynamic drag of breakage faces is considered.
13789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
კვლევების საფუძველზე დადგენილია წმენდითი სანგრევის წინაღობის ცვალებადობის ახალი კანონზომიერება დასამუშავებელი ფენის სიმძლავრის შეცვლასთან დაკავშირებით.
The test results help to establish new regularities of variation of breakage face resistance with the change of seam thickness.
13790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
სტატიკური დრეკადობის მოდულის განსაზღვრა ჭიათურის მარგანეცის საბადოს ქანებისათვის.
Determination of the static modulus of elasticity for the rocks of the Chiatura manganese deposit.
13791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მოყვანილია ჭიათურის მარგანეცის საბადოს ზოგი ტიპიური ქანის სიმტკიცისა და დეფორმაციული მახასიათებლების განსაზღვრის შედეგები და დადგენილია კორელაციური კავშირი ქანის სტატიკური დრეკადობის მოდულსა და მასში გრძივი ტალღების გავლის სიჩქარეს შორის (დაშრევების მართობულად).
The results of a determination of the strength and deformation characteristics of some typical rocks of the Chiatura manganese deposit are adduced and a correlation between the static modulus of elasticity and the velocity of passage of longitudinal waves (perpendicular to the bedding) has been ascertained.
13792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
მიღებული ემპირიული ფორმულა საშუალებას იძლევა განსაზღვროს სტატიკური დრეკადობის მოდული ნიმუშის დაურღვევლად, ან უშუალოდ მასივში.
The empirical formula obtained allows determination of the static modulus of elasticity without destruction of the sample or directly in solid.
13793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია აგრეთვე კორელაციური კავშირი სტატიკურ დრეკადობის მოდულსა და ქანის სიმტკიცეს შორის ერთღერძიანი კუმშვის დროს.
Correlation between the static modulus of elasticity and uniaxial compressive strength of rocks has also been established.
13794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
სხვადასხვა რეაგენტი-რეგულატორის ზემოქმედება მანგანუმის მინერალების ფლოტაციაზე.
The influence of different reagent–regulators on the flotation of manganic minerals.
13795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
შესწავლილია მანგანუმის მინერალების ფლოტაციაზე ზოგიერთი რეაგენტი-რეგულატორის ზემოქმედება.
The influence of different reagent–regulators on the flotation of manganic minerals has been studied.
13796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია, რომ ნატრიუმის სულფატი, ფოსფორმჟავა ნატრიუმი, ნატრიუმის ფთორიდი, სილიციუმფთორწყალბადმჟავა ნატრიუმი და მჟაუნმჟავა ნატრიუმი მანგანუმის მინერალების ფლოტაციას ააქტიურებენ.
It has been concluded that sodium sulphide, sodium phosphate, sodium fluoride, silicofluoric sodium and sodium oxalate activate the process of the flotation of manganic minerals.
13797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ამავე დროს ისინი ფუჭი ქანების მინერალებზე მოქმედებენ როგორც ძლიერი დეპრესორები.
At the same time they act as strong depressors on the minerals of barren rocks.
13798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
აღნიშნული რეაგენტები, როგორც ფუჭი ქანების დეპრესორები, რეკომენდებულია მანგანუმის მადნების სელექტიური ფლოტაციისათვის.
The above mentioned reagents as depressors of barren rocks are recommended for a selective flotation of manganic ores.
13799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, სამშენებლო მექანიკა
ბეტონის პუასონის კოეფიციენტის მუდმივობის ბუნება.
On the nature of the constancy of Poisson’s ratio for concrete.
13800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, სამშენებლო მექანიკა
დამტკიცებულია, რომ ბეტონის ცენტრალური გაჭიმვის დროს, სანამ ბეტონი მიაღწევს სიმტკიცის ზღვარს, პუასონის კოეფიციენტი მუდმივია.
It is shown that under axial tension of concrete Poisson’s ratio is constant until it reaches ultimate strength.