მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14141.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მეტალურგია
უწყვეტად ჩამოსხმული რადიალური სხმულის აღნაგობის ძირითადი თავისებურებაა ნაძვისებური დენდრიტების ზონის სხვადასხვა სიდიდე ზოდის რადიალურ მხარეებზე.
The main structural feature of the title ingot is the differing lengths of columnar dendrites of the ingots along opposite curved sides.
14142.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მეტალურგია
მეორადი გაცივების ინტენსიურობის გაზრდით იზრდება ნაძვისებური დენდრიტების ზონის სიდიდე და მცირდება მათი განსხვავება სხმულის რადიალურ მხარეებზე.
With an increase of water feed in the secondary cooling zone the length of columnar dendrites increases and the difference in their length along the sides of the shorter and the longer radii decreases.
14143.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მექანიკა
ფირფიტის ირიბი გარსდენის შესახებ.
On the oblique streamlining of a flat plate.
14144.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მექანიკა
განიხილება დინება უძრავი ფირფიტის მახლობლად, რომელსაც ირიბად გარსედინება უკუმში მცირედ ბლანტი სითხის ერთგვაროვანი ნაკადი.
The flow near a motionless plate, obliquely streamlined by uniform current of incompressible liquid of small viscosity was investigated.
14145.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მექანიკა
წარმოდგენილია დინების ორიგინალური სქემა, რომელიც პასუხობს ფირფიტის გარსდენის ნამდვილ სურათს და განსაზღვრულია სიჩქარეთა სათანადო განაწილება.
An original diagram of flow conforming to the real picture of the streamlining of the flat plate is suggested and the corresponding distribution of velocities is determined.
14146.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მექანიკა
ცენტრიდანული ტუმბოს სითხის ნაკადის ბირთვის ჰიდროდინამიკური და მექანიკური პარამეტრების კოჰერენტულობის სპექტრის ექსპერიმენტული გამოკვლევა.
Experimental investigation of the spectrum of coherency of hydrodynamic and mechanical parameters of the core of the centrifugal pump fluid current.
14147.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მექანიკა
მოყვანილია ცენტრიდანული ტუმბოს შემწოვი და დამჭირხნი მხარის სითხის ნაკადის ბირთვის ჰიდროდინამიკურ და მექანიკურ პარამეტრებს შორის კოჰერენტულობის სპექტრის თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგები.
The results of theoretical and experimental investigation of the spectrum of coherency between the vibration overloads and hydrodynamic parameters of the core of the fluid current at the intaking and forcing side of the pump are stated.
14148.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მექანიკა
ცენტრიდანული ტუმბოს სიხშირული მახასიათებლების ექსპერიმენტული კვლევა.
Experimental investigation of the frequency characteristics of a centrifugal pump.
14149.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მექანიკა
მოყვანილია ცენტრიდანული ტუმბოს გამოსასვლელზე სითხის ნაკადის პარამეტრების (წნევა, სიჩქარე) სიხშირული მახასიათებლების ურთიერთზეგავლენის ექსპერიმენტული კვლევის შედეგი.
The results of an experimental investigation of the frequency characteristics of the fluid flow parameters (pressure, velocity) at the exit of a centrifugal pump are presented.
14150.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
საქართველოს სსრ ხილის წვენების და ღვინოების სიმჟავის დამწევი მიკროფლორის ბიოლოგიური თავისებურებანი.
The biological properties of microflora causing decreased acidity in fruit juices and wines of the Georgian SSR.
14151.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ჩატარებულია გამოკვლევა მჟავიანობის დამწევი მიკროფლორის შედგენილობისა და მათი ბიოლოგიური თვისებების დასადგენად საქართველოს პირობებში.
Investigations have been carried out to establish the composition of microflora causing a decrease of acidity in Georgian fruit juices and wines, and of its biological properties.
14152.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
დადუღებული ხილის წვენის 360 ნიმუშიდან გამოყოფილ იქნა საფუვრის და ბაქტერიების 1500 შტამი.
Of 360 samples of fermented fruit juice 1500 strains of bacteria and yeast have been isolated.
14153.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
აქედან დეტალურად შესწავლილ იქნა შესაბამისად 850 და 125 შტამი.
850 and 125 strains respectively have been studied in detail.
14154.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ხილის წვენებში აღნიშნული საფუვრები ამცირებენ მჟავიანობას 10 – 40%-ით, ხოლო შიზოსახარომიცეტები 80 – 90%-ით.
In fruit juices the above yeasts decrease acidity by 10 – 40 per cent, and Schiz. acidodevorax by 80 – 90 per cent.
14155.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გზების ქრონიკული ანთების დროს ნაღვლიდან გამოყოფილი ლურჯი დაჩირქების ჩხირის ბიოლოგიური დახასიათება.
Biological properties of blue pus bacterium exuded from bile in chronic inflammatory diseases of the bile cyst and ducts.
14156.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ლურჯი დაჩირქების ჩხირის 50 კულტურის ბიოლოგიური თვისებების შესწავლამ გვიჩვენა, რომ შტამების 70% შლის გლუკოზას სიმჟავის წარმოშობით, საქაროზას კი - 40%.
The results of a study of the biological properties of 50 strains have shown that 70% of the strains studied split glucose and 40% split sucrose with acid formation.
14157.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ზოგიერთი შტამი შლის არაბინოზას, სორბიტს, რამნოზას და ინოზიტს.
Many species fermented arabinose, sorbite, rhamnose and inosite.
14158.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ყველა კულტურა იზრდება სიმონსის ნიადაგზე, იძლევა მეთილროტის დადებით რეაქციას.
All the cultures gave a positive reaction with mp, all growing well on Simonce medium.
14159.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ჰემოლიზს იწვევს შტამების 64%.
64% of the species had hemolytic activity.
14160.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ყველა კულტურა წარმოქმნის ფერმენტ ლეციტინაზას და 24 საათის განმავლობაში იწვევს კურდღლის კანის ნეკროზს.
All the cultures produced lecithinase and during 24 hours caused rabbit skin necrosis.