მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14401.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
ექსპერიმენტულად გამოკვლეულია მეტალის ელექტროდული პოტენციალის დამოკიდებულება ელექტროლიტის კონცენტრაციაზე.
The dependence of the electrode potential of the electronic conductor concentration has been experimentally studied.
14402.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
ნაჩვენებია ექსპერიმენტის პირობებში აღძრული პოტენციალებით მეორადი სულფიდური მინერალების წარმოშობის შესაძლებლობა.
The possibility of secondary sulphide minerals being formed under the influence of potentials arising in the course of the experiment is demonstrated.
14403.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
სამსარის ქედისა და მისი მოსაზღვრე რაიონების ტერიტორიაზე გავრცელებული ქანების ფიზიკური თვისებების განსაზღვრის ზოგიერთი შედეგი.
Some results of a determination of the physical properties of the rocks of the Samsari ridge and its neighbouring areas.
14404.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
მოცემულია სამსარის ქედისა და მისი მოსაზღვრე რაიონების ტერიტორიაზე გავრცელებული ეფუზივების ფიზიკური თვისების (სიმკვრივე, დრეკადი ტალღების გავრცელების სიჩქარე, ნარჩენი დამაგნიტება და სხვა) შესწავლის შედეგები.
The physical properties (density, velocity of propagation of elastic waves, residual magnetization, etc.) of the effusives of the Samsari ridge and its neighbouring areas have been studied.
14405.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
მიღებული მონაცემების საფუძველზე დავადგინეთ, რომ ქანების სიმკვრივესა და დრეკადი ტალღების გავრცელების სიჩქარეს შორის არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება, ე.ი. რაც მეტია ქანების სიმკვრივე, მით მეტია მათში დრეკადი ტალღების გავრცელების სიჩქარე.
A direct relationship has been found to exist between rock density and the propagation of elastic waves, i.e., the more the density of rocks the higher the velocity of propagation of elastic waves.
14406.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
ერთი და იგივე პეტროგრაფიული შედგენილობის ვულკანიტებში ნარჩენი დამაგნიტებისა და მაგნიტური შემთვისებლობის სიდიდე მათი ასაკის შემცირების შესაბამისად იზრდება.
In volcanites of the same petrologic composition the value of residual magnetization and magnetic susceptibility increases with the decrease of age.
14407.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
ამასთან მაგნიტური შემთვისებლობა თითქმის ყოველთვის ნაკლებია ნარჩენ დამაგნიტებაზე.
At the same time magnetic susceptibility is nearly always less than the residual magnetization.
14408.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
უმეტეს შემთხვევაში ქანების ფუძიანობის ზრდა იწვევს ზემოთ აღნიშნული ფიზიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობების გადიდებას.
In most cases an increase of the basicity of rocks leads to an increase of the average values of the above physical parameters.
14409.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
რკინის განაწილების საკითხისათვის საქართველოს მარგანეცის მადნებში.
On the distribution of iron in manganese ores of Georgia.
14410.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
ვულკანური აქტივობის ზონების ვულკანურ ქანებში განლაგებულ მარგანეცის მადნებში რკინის შემცველობა 20% აღწევს.
In manganese ores located among the volcanic rocks in the zones of active volcanism the content of iron amounts to 20%.
14411.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
ამ ზონებიდან დაშორებით მისი რაოდენობა მცირდება.
At a distance from these zones the content is lower.
14412.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
მცირეა რკინის რაოდენობა კარბონატულ ქანებთან დაკავშირებულ მარგანეცის მადნებში ვულკანური აქტივობის ზონებიდან მათი მდებარეობის მიუხედავად.
The content of iron is low in ores confined to the carbonate rocks which are far from the zones of active volcanism.
14413.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
ამ ზონებიდან დაშორებით ტერიგენულ ქანებთან დაკავშირებულ მადნებში რკინის შემცველობა უმნიშვნელოა, თუ მათ ქვეშ უდევს კარბონატული ქანები, ვულკანური ქანების შემთხვევაში კი 5% აღწევს და ზოგჯერ მეტსაც.
The content of iron is lower in ores confined to terrigenous rocks, if they are underlain by carbonate rocks, but if the underlying rocks are volcanic the content is 5%.
14414.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
ნიკელისა და კობალტის გეოქიმიისათვის ყიზილ-დერეს სპილენძ-პიროტინიანი საბადოს სხვადასხვა ტიპის მადნებში.
On the geochemistry of nickel and cobalt of different ore types of the Kizil–dere copper-pyrrhotite deposit.
14415.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
განხილულია კობალტისა და ნიკელის განაწილების ფაქტორები სხვადასხვა ტიპის მადნებში.
Cobalt and nickel distribution factors in different ore types are discussed.
14416.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
სტატისტიკური და კორელაციული ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა პიროტინის მადნის წარმოშობის შესახებ.
On the basis of statistical and correlation analysis a conclusion is made about the conditions of pyrrhotite formation.
14417.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
ვანადიუმი საქართველოს ზედაპირულ წყლებში.
Vanadium in surface waters of Georgia.
14418.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
საქართველოს ზედაპირულ წყლებში განსაზღვრულია ვანადიუმის ხსნადი და უხსნადი ფორმების შემცველობა.
The content of vanadium has been studied in surface waters and in sediments of Georgia.
14419.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
დადგენილია მათი ცვალებადობის ზოგიერთი კანონზომიერება.
Some regularities of their functuation have been established.
14420.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, დრეკადობის თეორია
დრეკადობის ბრტყელი მომენტური თეორიის სტაციონარული რხევის მესამე და მეოთხე სასაზღვრო ამოცანები.
On the third and fourth boundary value problems of the plane moment elastic theory of stationary vibrations.