მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14501.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, კიბერნეტიკა
ახლებურად არის განხილული ლანდშაფტის ცნების ახსნა ხელოვნური კონცეპტუალური ინტელექტის თვალსაზრისით.
An approach to treating the notion of landscape from the standpoint of artificial conceptual intelligence is given in this paper.
14502.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, კიბერნეტიკა
ლანდშაფტის ცნება წარმოდგენილია კონცეპტის სახით.
The general notion of landscape is represented as a concept.
14503.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, კიბერნეტიკა
ლანდშაფტის ყოველი კონკრეტული ტიპი მოცემულია კონცეპტუალური სისტემების ზოგადი თეორიის ცნებებში „ტრაექტორიის“ ან „რეალიზაციის“ სახით.
Every specific type of landscape is represented as a “trajectory” or “realization” in the notions of general theory of conceptual systems.
14504.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
ერთმანეთთან დაკავშირებული შრედინგერის ოპერატორები სამი დამოუკიდებელი ცვლადის შემთხვევაში.
Connected Schrodinger operators in the case of three independent variables.
14505.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
განსაზღვრულია წრფივი ნაწილობით წარმოებულებიანი დიფერენციალური ოპერატორების ერთმანეთთან დაკავშირების ცნება.
The concept of connected linear differential operators with partial derivatives is introduced.
14506.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
შესწავლილია ასეთი ოპერატორების თვისებები.
A number of properties of such operators has been studied.
14507.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
ამ თვისებების საფუძველზე გაკეთებულია სასაზღვრო ამოცანების რედუქცია მარტივ სასაზღვრო ამოცანებამდე კარგად შესწავლილი ოპერატორებისათვის.
Taking into account these properties, the transition from boundary value problems to simple boundary value for well – studied operators has been made.
14508.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
განაწილების სიმკვრივის პროექციული შეფასების კვადრატული გადახრის ზომის შესახებ.
On a quadratic measure of the deviation of projection density estimates.
14509.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
ლოკალურად კონუსური სიმრავლეების შესახებ.
On locally conic sets.
14510.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
განხილულია ტოპოლოგიური ვექტორული სივრცეების ლოკალურად კონუსური ქვესიმრავლეების ზოგიერთი თვისება. მოყვანილია ამ თვისებებიდან გამომდინარე რამდენიმე თეორემა.
Some properties of locally conic subsets of topological vector spaces are considered, on the basis of which a number of theorems are given.
14511.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
სიმკვრივის წერტილები და ინვარიანტული α-სასრული ზომები.
The points of density and invariant α–finite measures.
14512.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
სტატიაში განხილულია ინვარიანტული ზომების თეორიის რიგი საკითხებისა, რომლებიც უკავშირდებიან ვიტალის თეორემას დაფარვების შესახებ და ლებეგის თეორემას სიმკვრივის წერტილებზე.
Some questions of the theory of invariant measures connected with the Vitaly theorem on coverings and the Lebesgue theorem on density points are considered.
14513.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
გამოყოფილია σ-სასრული ინვარიანტული ზომების კლასი, რომლისთვისაც დადგენილია ლებეგის თეორემის ანალოგი სიმკვრივის წერტილების შესახებ და შესწავლილია დადებითი ზომის მქონე სიმრავლეების ამოწურვის და მცირე გადაადგილებათა მიმართ მათი გაუქრობადობის თვისებები.
The class of σ–finite invariant measures is pointed out for which the analogue of the Lebesue theorem on density points is established and the properties of exhaustion sets of positive measure and their nonvanishing with respect to small displacements are studied.
14514.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
ფსევდოსიმპლიციური რგოლების ჰომოლოგიისა და ჰომოტოპიის შესახებ.
On homologies and homotopies of pseudosimplecial rings.
14515.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
შემოყვანილია ფსევდოსიმპლიციური რგოლის ცნება და მისთვის განისაზღვრება ჰომოლოგიისა და ჰომოტოპიის რგოლები.
Pseudosimplecial rings are introduced and studied; the rings of homologies and homotopies are defined for them.
14516.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
ლის G<sub>2</sub> ალგებრის დაუყვანადი წარმოდგენის წონათა ჰერადობის ფორმულა.
Formula for multiplicity of weights of irreducible representations of the lie algebra G<sub>2</sub>.
14517.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
კოჰომოლოგიის K-ჯგუფების შესახებ.
On cohomology K–groups.
14518.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
კოშის გულიანი განსაკუთრებული ინტეგრალის არსებობის შესახებ.
On the existence of a singular integral with a Cauchy kernel.
14519.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
შესწავლილია სინგულარული ინტეგრალის არსებობის საკითხი ჯამებადი სიმკვრივის შემთხვევაში და დადგენილია არსებობა თითქმის ყველგან წირთა გარკვეულ კლასებისათვის.
The paper deals with the existence of singular integrals in the case of integrable densities. The proof of existence a. e. for curves of certain class is given.
14520.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, მათემატიკა
ფუნქციის ცვლილების მოდული და უწყვეტობა.
The modulus of variation of a function and continuity.