მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17521.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ცილოვანი პრეპარატის გამოყენება როგორც საკვები რაციონის დამატებითი ფაქტორი (ორი თვის განმავლობაში) ზრდის წონით ნამატს და აუმჯობესებს ფუნქციურ მდგომარეობას.
It is shown that use of the proteinic preparation as an additional factor of the diet increase the rat’s weight and improves its functional state.
17522.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ბიოქიმია
აღინიშნება ასპარტატ– და ალანინ–ტრანსფერაზების აქტივობის მატება ვირთაგვას თავის ტვინში კონტროლთან შედარებით.
The activity of aspartate- and alanine transferase in the rat’s brain was found to be enhanced as compared to the controls.
17523.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ბოტანიკა
თბილისის პირობებში ინტროდუცირებული მერქნიანი ლიანების ბიოეკოლოგიური თავისებურებანი.
The bioecological peculiarities of introduced woody lianas in Tbilisi conditions.
17524.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ბოტანიკა
ნაშრომში მოყვანილია ორიგინალური ფაქტოლოგიური მასალა, გამოკვლეული ავტორის მიერ 1970–1980 წწ.
The paper presents original factual material of a study carried out by the author in 1970-1980.
17525.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ბოტანიკა
ვიზუალური მეთოდით შესწავლილია 28 სახეობის მერქნიანი ლიანას ზრდის რიტმი, ზამთარგამძლეობისა და გვალვაგამძლეობის ხარისხი, დამოკიდებულების ხასიათი წამყვან ეკოლოგიურ ფაქტორებთან (წყალი, სინათლე, ნიადაგი).
The study, conducted by the visual method, involved the growth rhythm of 28 woody liana species, the degree of their winter and drought-hardiness, and the character of dependence on the leading ecological factors – water, light and soil.
17526.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ბოტანიკა
ლიანებიდან შვიდი აბორიგენია, 21 – ეგზოტი.
On the 28 liana species 7 are aboriginal and 21 exotic.
17527.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ბოტანიკა
თბილისის პირობებში ინტროდუცირებული მერქნიანი ლიანების ზრდის ბიოეკოლოგიური თავისებურებანი გათვალისწინებული იქნება მათი ინტროდუციის შედეგების დასადგენად.
The findings of the study will be taken into consideration in assessing the effects of the introduction of the species in question.
17528.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
საშუალო განედებში გეომაგნიტური სუბქარიშხლის გენერაციის შესაძლო მექანიზმები.
The possible mechanisms of generation of geomagnetic substorms in temperate latitudes.
17529.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
გამოკვლეულია r<sup>γ</sup><sub>H</sub>-ინდექსის საშუალო განედებში დღეღამური სვლის მაქსიმუმების კორელაციური კავშირი AU, AL და AE–ინდექსებთან.
The correlation of the diurnal variation maxima of the r<sup>γ</sup><sub>H</sub>-index with the AU, AL and AE indices in middle latitudes has been studied.
17530.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
გამოირკვა, რომ ეს მაქსიმუმები გაპირობებულია მაგნიტოსფეროს დინამიკურ სტრუქტურასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა წყაროთი.
These maxima were found to be determined by various sources closely connected with the dynamic structure of the magnetosphere.
17531.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
ატმოსფეროს ელექტრული, ელექტროტელურული და გეომაგნიტური ველების პერიოდული ვარიაციები დუშეთის ობსერვატორიის მონაცემებით.
Periodical variations of atmospheric-electrical, electrotellurical and geomagnetic fields according to Dusheti observatory data.
17532.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
სეისმოლოგიის ზოგიერთი პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნის სიზუსტის შესახებ.
On the accuracy of the solution of certain direct and inverse problems of seismology.
17533.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
განხილულია სეისმოლოგიის ზოგიერთი პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების მაღალი სიზუსტის ამოხსნის საკითხი.
The problem of high accuracy solution of certain direct and inverse problems of seismology is considered.
17534.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
აგებულია ალგორითმი სეისმური კერის მდებარეობის დაზუსტებისა მოცემული დანაკვირვებით.
An algorithm for precise detection of the seismic centre is constructed on the basis of observation data.
17535.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
მოყვანილია სათანადო რიცხვითი შედეგები.
Corresponding numerical results are adduced.
17536.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
პირიტების თერმოელექტრული თვისებები და მათი ძებნითი მნიშვნელობა (ბოლნისის რაიონის კოლჩედანურ–პოლიმეტალური საბადოების მაგალითზე).
The thermoelectrical properties of pyrites and their prospecting significance (as exemplified by the pyrite-polymetallic deposits of Bolnisi district, Georgia).
17537.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
ბოლნისის რაიონის ზოგიერთი კოლჩედანურ–პოლიმეტალურ საბადოზე შესწავლილია პირიტის თერმოელექტრული თვისებები. დადგენილია მათი კანონზომიერი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია მადნებისა და მეტასომატიტების ზონალურ ქიმიურ შედგენილობასთან.
A study of the titl problem has revealed regular changes of the thermoelectrical properties of Bolnisi pyrites, being related to the zonal chemical composition of the ores and metasomatites.
17538.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
პრაქტიკულად ნაჩვენებია პირიტის თერმოელექტრული თვისებების გამოყენების შესაძლებლობა ძებნა–ძიებით სამუშაოების ჩატერებისას.
The feasibility of using the method of measuring the thermo-emf of pyrites in geophysical prospecting is demonstrated.
17539.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
კავკასიის იზოსტაზიური კომპენსაციის მოდელის აგებისათვის.
Towards the construction of an isostatic compensation model of the Caucasus.
17540.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, გეოფიზიკა
შედგენილია კავკასიის იზოსტაზიური კომპენსაციის მოდელი, რომელიც ემყარება დედამიწის ქერქში სიმკვრივეთა გამყოფ ზედაპირებს – მოხოროვიჩიჩისა და ბაზალტური ფენის სახურავის არსებობას, ამ საზღვრების კავშირს ჭარბ ზედაპირულ დატვირთვასთან და დაკვირვებულ გრავიტაციულ ველთან.
An isostatic compensation model of the Caucasus has been constructed. The proposed model is based on the behavior of the Mohorovicic discontinuity and of the basaltic layer roof in the earth’s crust. Account is taken of the relation of the excess surface load with the variations of the position of these boundaries. The model is good agreement with the observed gravitation field.