მოიძებნა 668065 ჩანაწერი
18441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
გადაცემის ფუნქციათა გარკვეული კლასისათვის მიღებულია ინფორმაციის რაოდენობის ზოგადი გამოსახულება. ინფორმაციის რაოდენობა დამოკიდებულია სისტემის ფიზიკურ მახასიათებლებზე.
Some expressions for information quantity which depend upon the physical parameters of the system are given for a certain group of transmitive functions.
18442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
არასრული ბალანსირებული ბლოკ-სქემების აგების რეკურსიული მეთოდები.
Recursive methods of constructing balanced incomplete block–schemes.
18443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
ტესტების გენერირება ანალიტიკური ლოგიკის საშუალებით.
Generation of tests by means of analytical logic.
18444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
ანალიტიკური ლოგიკის დახმარებით აგებულია ალგორითმი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია არასწორად მომუშავე კომბინაციური სქემების შესამოწმებელი ტესტების მონახვა.
With the help of analytical logic the algorithm has been constructed which enables to find a test for checking the incorrect combination circuit.
18445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
სუბიექტურ ალბათობათა საკითხის შესახებ კარნაპის სქემაში.
On the subjective probabilities in Carnap’s scheme.
18446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
განხილულია კარნაპის სუბიექტურ ალბათობათა განაწილების ფუნქციის აგების ორი მეთოდი: კვანტური მახასიათებელი ფუნქციებისა და სპექტრალური წარმოდგენისა.
The quantum mechanical characteristics function and the spectral representation methods for the construction of Carnap’s subjective probabilities are presented.
18447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
ერთი კლასის არაწრფივი დინამიკური დადებითი უკუკავშირიანი ობიექტების სტრუქტურის ამოცნობის მეთოდი.
A structure identification method of a single class of nonlinear dynamic objects with positive feedbacks.
18448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
მოცემულია ერთი კლასის არაწრფივი დინამიკური დადებითი უკუკავშირიანი ობიექტების სტრუქტურის ამოცნობის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს საკვლევი ობიექტის შესავალზე საფეხუროვანი ფუნქციების მიწოდებას და ობიექტის გამოსავალზე მიღებული გარდამავალი ფუნქციების ექსპონენციალურ აპროქსიმაციას.
A structure identification method of a single class of nonlinear dynamic objects with positive feedbacks is suggested. It provides for supplying step–by–step effect at the input of the object under investigation and further exponential approximation of transfer functions at the output of the object.
18449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
არაწრფივი პროგნოზისა და ფილტრაციის მეთოდი პოლინომიალურად გარდაქმნილი გაუსის შემთხვევითი პროცესებისათვის.
A method of nonlinear forecasting and filtration for polynomially transformed Gaussian random processes.
18450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
მოცემულია არაწრფივი პროგნოზისა და ფილტრაციის მეთოდი პოლინომიალურად გარდაქმნილი გაუსის შემთხვევითი პროცესებისათვის ნაშრომის შედეგებზე დაყრდნობით.
The paper presents a method of nonlinear forecasting and filtration for polynomially transformed Gaussian random processes based on the results.
18451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
მოცემული შესავალ - გამოსავალი თანაფარდობის განმახორციელებელი დეკომპოზირებადი ავტომატის არსებობის პირობები.
Conditions of existence of a decomposable automaton realizing the given input–output relation.
18452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
შესწავლილია განზოგადებული ავტომატების დეკომპოზიციის პირობები.
Generalized automata decomposition has been studied.
18453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, კიბერნეტიკა
ნებისმიერი შესავალ-გამოსავალი თანაფარდობისათვის დადგენილია დეკომპოზირებადი ალბათური ავტომატის არსებობის პირობები.
The existence of a decomposable probabilistic automaton is considered for an arbitrary input–output relation.
18454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ლითოლოგია
ალაზანგაღმა კახეთის ქვედა- და შუაიურული ნალექების ლითოსტრატიგრაფიის შესახებ.
On the lithostratigraphy of the Lower and Middle Jurassic deposits of eastern Kakheti.
18455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ლითოლოგია
ჩვენ დავაზუსტეთ ალაზანგაღმა კახეთის ტოარსულ - აალენური ნალექების ლითოსტრატიგრაფიული სქემა.
The lithostratigraphic sequence of the Toarcian–Aalenian deposits of eastern Kaheti is specified.
18456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ლითოლოგია
ნაჩვენებია, რომ ტოარსული ასაკის მასიური ქვიშაქვები (დურუჯის წყება) და აალენური კონკრეციებიანი ნალექები მანიშნებელ წყებებს წარმოადგენენ.
It is shown that the Toarcian massive sandstones (Duruji suite) and the Aalenian concretionary sediments represent marker horizons.
18457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ლითოლოგია
დურუჯის წყება უშუალოდ ებმის გუბახის ქვიშებს.
The Duruji suite laterally grades into the Gubakhi sandstones.
18458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ლითოლოგია
უკანასკნელთა ასაკიც ტოარსულადაა მიჩნეული, ხოლო ფილიზჩაის საბადოს შემცველი ნალექების ასაკი ტოარსულზე ძველად - შუალიასურად.
The age of the latter is also believed to be Toarcian, whereas the sediments contained in the Filischai ore belong to the Middle Liassic.
18459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ლითოლოგია
დავასაბუთეთ ხსენებული წყებების დეტალური გამოკვლევის აუცილებლობა და მათი პარალელიზაცია აზერბაიჯანის და დაღესტნის ტერიტორიაზე გავრცელებულ სინქრონულ ნალექებთან.
The necessity of a detailed study of these suites and of their correlation with the synchronous deposits of Azerbaijan and Dagestan is shown.
18460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, მათემატიკა
წრფივი შეუღლების ამოცანათა ერთი სისტემის შესახებ.
On one system of boundary value problems of linear conjugation.