მოიძებნა 668065 ჩანაწერი
18601.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
შესწავლილია შნეკური ტიპის შემსრულებელ ორგანოებში დინამიკური დატვირთვების ფორმირების საკითხები.
The paper discusses the problems of the formation of dynamic loads in screw performing members.
18602.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
ნაჩვენებია, რომ განხილული ობიექტი არის გრეხითი, განივი და გრძივი რხევების წყარო.
It is shown that the member in question is the source of longitudinal, transversal and torsional oscillations.
18603.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
თაღური კაშხლის ტიპის გარსების ანგარიში სეისმურ ზემოქმედებაზე მიწისძვრის რეალური აქსელეროგრამის მიხედვით.
Toward the calculation of arch dam type shells for seismic effect according to an earthquake accelerogram.
18604.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
ნაშრომში მოცემულია ალგორითმი და მის საფუძველზე მიღებული რიცხვითი შედეგები თაღური კაშხლის ანგარიშისა.
The algorithm and numerical results of the calculation of arch dams for seismic effect are given.
18605.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
ალგორითმი ეყრდნობა ვარიაციულ-ღეროვანი მეთოდს.
The algorithm is based on the variation–bar method.
18606.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
სეისმური დატვირთვები განისაზღვრება მიწისძვრის რეალური აქსელეროგრამის მიხედვით.
Seismic effects are determined by a real earthquake accelerogram.
18607.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
გუმბათების გაანგარიშებისა და კონსტრუირების შესახებ.
On the calculation and construction of domes.
18608.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
განხილულია და მოცემული საანგარიშო ფორმულები, როცა გუმბათის მოხაზულობა წნევის ზედაპირია ან უახლოვდება მას.
Simple calculating formulae are considered for the case when the outline of a dome is the pressure surface, or approaches it.
18609.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
დადგენილია, რომ სიმეტრიული დეფორმაციის შემთხვევაში, გუმბათის მერიდიანის მოხაზულობის სიახლოვე წნევის წირთან განსაზღვრავს ღუნვის ფაქტორების გავლენის სიმცირეს გუმბათის ტანში.
In the case of symmetric deformation the proximity of the outline of the meridian of the dome to the pressure curve determines the insignificance of the influence of the bending factors in the body of the dome.
18610.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
ღია პროფილის დამრეცი ცილინდრული გარსის ღუნვის ერთი ამოცანის შესახებ შესუსტებული წრიული ან ელიფსური ხვრეტით.
On one problem of the bending of an open–profile sloping cylindrical shell weakened by a circular or elliptical orifice.
18611.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
განხილულია ღია პროფილის დამრეცი ცილინდრული გარსის ღუნვის ამოცანა შესუსტებული წრიული ან ელიფსური ხვრეტით.
The problem of the bending of sloping cylindrical shells of open profile weakened by the circular or elliptical orifice is discussed.
18612.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
მოცემულია ხვრეტის სასაზღვრო განტოლებები.
The boundary equations of orifice are given.
18613.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
ჩაღუნვების გასაანგარიშებლად გამოყენებულია ბუბნოვ-გალიორკინის განტოლებები, რომლებიც დირაკის ფუნქციის გამოყენებით მარტივდებიან.
The Bubnov – Galerkin equations, simplified by Dirac function, are used in the calculation of the bendings.
18614.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
სეისმური რაიონებისათვის მაღლივ ნაგებობათა მზიდ კონსტრუქციებში დაბალმოდულიანი კონსტრუქციული მასალების გამოყენების შესახებ.
On the use of low–modulus construction materials in the framework of multistorey structures for seismic regions.
18615.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
ბეტონის როგორც კომპოზიციური მასალის „ძაბვა-დეფორმაციის“ დიაგრამის ხარისხობრივი თეორია.
The qualitative theory of the “stress–strain” diagram of concrete as composition material.
18616.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, სამშენებლო მექანიკა
დამოკიდებული პარამეტრებიანი სისტემების საიმედოობის თეორიის მეთოდებით დამუშავებულია „ძაბვა-დეფორმაციის“ დიაგრამის ხარისხობრივი თეორია.
The qualitative theory of the “stress–strain” diagram of concrete is developed, using the methods of system reliability theory with dependent parameters.
18617.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ფიზიკა
ორიენტაციული დამოკიდებულება სრიალისა გალიუმის მონოკრისტალებში დნობის ტემპერატურასთან ახლოს.
Orientation dependence of glide in gallium monocrystals in the vicinity of melting temperature.
18618.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ფიზიკა
გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარებული იყო 28,9°C ტემპერატურის გალიუმის რვა სხვადასხვა ორიენტაციის მონოკრისტალებზე, გვიჩვენა, რომ გაჭიმვის ღერძის მდგომარეობა, სრიალის შესაძლებელ სისტემების მიმართ ახდენს არსებით მოქმედებას დენადობის მრუდის ფორმაზე.
The investigations carried out at the temperature of 28,9°C in eight differently oriented directions in a monocrystal of gallium have revealed that the shape of glide curve in relation to possible glide systems is essentially affected by the strain axis.
18619.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ფიზიკა
კვაზიპოტენციალური სასაზღვრო ამოცანის ორმხრივი სპექტრალური შეფასებანი შტურმ-ლიუვილის თეორიის საფუძველზე.
Upper and lower Sturm–Liouville spectral bounds for a quasipontential eigenvalue problem.
18620.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ფიზიკა
შტურმ-ლიუვილის ზოგიერთი თეორემა გამოიყენება კვაზიპოტენციალური სასაზღვრო ამოცანისათვის, რომელიც ადრე ამოხსნილი იყო ეტალონურ განტოლებათა მეთოდით.
Some theorems from the Strum–Liouville theory are applied to the quasipotential eigenvalue problem, solved formerly by the comparison equation method.