მოიძებნა 668065 ჩანაწერი
18861.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოფიზიკა
იონური ძალის, ტემპერატურის და გ–აქტინის ტემპერატურული პრეინკუბაციის გავლენა სინთეზური აქტომიოზინის სუპერპრეციპიტაციიასა და ატფაზურ აქტივობაზე.
The influence of ionic strength, temperature and temperature preincubation of G-actin on the superprecipitation and ATPase activity of synthetic actomyosin.
18862.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოფიზიკა
სუფთა აქტინისა და მიოზინისაგან რეკონსტრუირებული სინთეზური აქტომიოზინის სუპერპრეციპიტაციის სიჩქარე მაქსიმუმს აღწევს 0,075 M KCl, ხოლო ატფაზური რეაქციის სიჩქარე –0.05 M KCl.
The superprecipitation rate of synthetic actomyosin reconstructed from pure actin and myosin preparations reached the maximum at 0.075 M KCl and the rate of ATPase reaction at 0.05 M KCl.
18863.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოფიზიკა
სინთეზური აქტომიოზინის სუპერპრეციპიტაციის მაქსიმალური სიჩქარე შეიმჩნევა 37°C –ზე, მაშინ როდესაც მისი Mg–აქტივირებადი ატფაზური აქტივობის მაქსიმუმია 27°C.
The maximum rate of superprecipitation on synthetic actomyosin is observed at 37°C, while the maximum of Mg-activated ATPase activity is at 27°C.
18864.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოფიზიკა
მიოზინისა და პრეინკუბირებული აქტინისაგან რეკონსტრუირებული აქტომიოზინის სუპერპრეციპიტაცია და ამ კომპლექსის მაგნიუმის იონებით აქტივირებადი ატფაზური აქტივობის სიჩქარე პრაქტიკულად არ იცვლება პრეინკუბაციით 50°C –მდე.
The superprecipitation rate of synthetic actomyosin reconstructed actomyosin reconstructed from myosin and preincubated actin and the rate of Mg-activated ATPase activity of this complex does not practically change by preincubation up to 50°C.
18865.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოფიზიკა
35°C პრეინკუბირებული გ–აქტინიდან მიღებული ფ–აქტინი ხასიათდება ნორმალურთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი სიბლანტით.
F-action, obtained from G-actin preincubated at 35°C, is characterized by rather low viscosity than normal.
18866.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
რკინის, თუთიის, რუბიდიუმის, სელენის და კობალტის კონცენტრაციათა ცვლილება ქათმების ჩანასახებში მათი განვითარების პროცესში.
The change of iron, zinc, rubidium, selenium and cobalt content in chick embryos in the course of their development.
18867.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის მეთოდით შესწავლილია რკინის, თუთიის, რუბიდიუმის, სელენის და კობალტის შემცველობა ქათმების ჩანასახებში ინკუბაციის 1–18 დღეებში.
The content of iron, zinc, rubidium, selenium and cobalt has been studied by neutron activation analysis in the dynamics of chick embryo development during eighteen days of incubation.
18868.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ჩანასახის განვითარების ყოველი სტადია ხასიათდება მიკროელემენტური შემცველობის სპეციფიკური ცვლილებებით.
Each stage of embryonal development was found to be characterized by specific changes of tracer content.
18869.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
მიტოქონდრიული ლიპიდების ფერმენტული ზეჟანგვითი ჟანგვა და მემბრანასთან დაკავშირებული ფერმენტების აქტივობა ბენზ(ა)პირენით მოქმედებისას.
Enzymatic lipid peroxidation in mitochondria and the activity of membrane-bound enzymes affected by benzo(a)pyrene.
18870.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
შესწავლილია მიტოქონდრიული ლიპიდების ფერმენტული ზეჟანგვითი ჟანგვა და მისი გავლენა მემბრანასთან დაკავშირებული ფერმენტების სუქცინატდეჰიდროგენაზას და ბენზპირენჰიდროქსილაზას აქტივობაზე.
Enzymatic peroxidation of mitochondrial lipids and its effect on the activity of membrane-bound enzymes, succinate dehydrogenase and benzo(a)pyrene hydroxilase have been studied.
18871.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
აღმოჩნდა, რომ ფერმენტების აქტივობის ცვლილებას ფაზური ხასიათი აქვს.
The changes of enzyme activity proved to have a phasic pattern.
18872.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
შესწავლილია აგრეთვე ბენზ(ა)პირენის გავლენა ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვაზე.
The effect of benzo(a)pyrene on lipid peroxidation has also been studied.
18873.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ბენზ(ა)პირენი იწვევს ლიპიდების ზეჟანგვითი ჟანგვის ინჰიბირებას.
Benzo(a)pyrene is shown to cause inhibition of peroxidation.
18874.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
ერთდროულად აღინიშნება ბენზ(ა)პირენის ორგვარი მოქმედება სუქცინატდეჰიდროგენაზას აქტივობაზე.
Simultaneously, binary action of benzo(a)pyrene on succinate dehydrogenase activity is observable.
18875.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
ვაზის ნიტრატრედუქტაზულ აქტივობაზე ზოგიერთი ფოსფორორგანული ინსექტიციდის გავლენა.
The influence of some organophosphorus insecticides on nitrate reductase activity of grapevine.
18876.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
შესწავლილია ზოგიერთი ფოსფორორგანული ინსექტიციდის, კერძოდ, ქლოროფოსის, ციანოკსის და გარდონის გავლენა ვაზის ფოთლებისა და ფესვების ნიტრატრედუქტაზულ აქტივობაზე.
The influence of some organophosphorus insecticides, such as chlorophos, cyanox and gardona, on nitrate reductase activity of grapevine leaves and roots has been investigated.
18877.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
დადგენილია ცალკეული პრეპარატების განსხვავებული მოქმედება; გარდონი და ციანოკსი ააქტივებენ ფერმენტს ფოთლებსა და ფესვებში ნიტრატული გამოკვების ფონზე, ქლოროფოსი კი, პირიქით, თრგუნავს მას.
Some differences in the action of individual preparations have been established; gardona and cyanox stimulate the enzyme activity in leaves and roots against the background of nitrate feeding, while chlorophos suppresses it.
18878.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
მოპოვებული შედეგები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ შესწავლილი ფოსფორორგანული პრეპარატები მოქმედებენ რქაწითელის ფოთლებში და ფესვებში ნიტრატრედუქტაზულ აქტივობაზე.
The obtained results point to the action of the organophosphorus preparations studied on the nitrate reductase activity of var. Rkatsiteli grapevine leaves and roots.
18879.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
სისხლის ზოგიერთი ბიოქიმიური მაჩვენებლის ცვლილებები ბავშვებში ქრონიკული ჩირქოვანი ინფექციის დროს.
Changes of some biochemical indices of the blood in children under chronic suppurative infections.
18880.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, ბიოქიმია
ჰიპერპროტეინემია, ალბუმინის და γ–გლობულინის მომატება, ქოლესტერინის შემცველობის და ფერმენტული აქტივობის ნორმალიზაცია მკურნალობის პროცესში მიუთითებენ მკურნალობის ეფექტურობაზე და წარმოადგენენ პროცესის ადრეულ პროგნოზულ მაჩვენებელს.
Hyperproteinemia, hyperalbuminemia, hypergamma-globulinemia, normalization of the cholesterine and enzymatic activity during treatment are good prognostic signs, pointing to the efficacy of treatment under chronic suppurative infections in children.