მოიძებნა 668065 ჩანაწერი
19061.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
მტკიცდება, რომ თუ უწყვეტობის მოდული აკმაყოფილებს (1) პირობას, H<sup>ω</sup> კლასში მოიძებნება f ფუნქცია, რომლისთვისაც ეს ინტეგრალები განშლადია თითქმის ყველგან.
It is proved that if the modulus of continuity satisfies the condition (1), then there exsists a function f in class H<sup>ω</sup> for which these integrals diverge almost everywhere.
19062.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
ამასთან f ფუნქციის ფურიეს მწკრივი აბსოლუტურად კრებადია.
Moreover, the Fourier series of the function f is absolutely converging.
19063.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
ფურიეს მწკრივების ბერშტეინ–როგოზინსკის მეთოდით შეჯამებადობის შესახებ.
On the Bernstein-Rogozinski method of summability of Fourier series.
19064.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
ფასების კრებადობის შესახებ არასრული მონაცემებით ოპტიმალური გაჩერების ერთ დისკრეტულ ამოცანაში.
On the convergence of cost functions in a discrete problem of optimal stopping with incomoplete data.
19065.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
ნაწილობრივ დაკვირვებადი შემთხვევითი მიმდევრობისათვის ე. წ. კალმან-ბიუსის სქემაში, ოპტიმალური გაჩერების ამოცანა დაყვანილია სრულად-დაკვირვებად შემთხვევაზე და დამტკიცებულია შესაბამისი ფასების კრებადობა.
For a Kalman-Bucy discrete scheme the problem of optimal stopping with incomplete data is reduced to a completely observable case and the convergence of the corresponding cost functions is proved.
19066.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
მოგების ფუნქციად განხილულია k-ური რიგის პოლინომი.
The reward function is given by a k-th order polynomial.
19067.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
პარაკომპაქტურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის შესახებ.
On the homology theory of paracompacta.
19068.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკა
თუ H(X,A) ჰომოლოგიის თეორიაა პარაკომპაქტურ ჰაუდსორფის სივრცეთა კატეგორიაზე (A ჩაკეტილია X-ში), რომელიც აკმაყოფილებს სტინროდ-აილენბერგის აქსიომებს და ამასთან გვაქვს ფუნქტორული ზუსტი მიმდევრობა.
If H(X,A) is a homology theory on the category of paracompact Hausdorff spaces (A is closed in X), satisfying the Eilenberg-Steenrod axioms, and it, in addition, we have a functorial exact sequence.
19069.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკური ფიზიკა
მიკროპოლარული სითხის სტაციონარული დინების განტოლების ფუნდამენტური ამონახსნი და მასთან დაკავშირებული პოტენციალები.
On the fundamental solution of a problem of the stationary flow of a micropolar fluid and potentials connected with it.
19070.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკური ფიზიკა
აგებულია ბლანტი უკუმში მიკროპოლარული სითხის სტაციონარული დინების განტოლების ფუნდამენტური ამონახსნი.
The fundamental solution of an equation of stationary flow of a viscous incompressible micropolar fluid is constructed.
19071.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მათემატიკური ფიზიკა
შემოყვანილია მოცულობითი და ზედაპირული პოტენციალები და შესწავლილია მათი თვისებები.
Soil and surface potentials are introduced and their properties studied.
19072.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მანქანათმცოდნეობა
დრეკადრგოლიანი მანიპულაციური რობოტის შემსრულებელი მექანიზმის დინამიკის აღწერა.
Description of the dynamics of a robot’s actuator with account of elasticity of links.
19073.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მანქანათმცოდნეობა
ორი მრუდმხარას არსებობის პირობები ხუთრგოლა სივრცით სახსრიან მექანიზმებში.
Conditions for the existence of two cranks in a five-link spatial hinged mechanism.
19074.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მანქანათმცოდნეობა
მოცემულია ორი მოძრაობის ხარისხის მქონე ხუთრგოლა სივრცით სახსრიან მექანიზმში ორი მრუდმხარას არსებობის პირობები.
Conditions are given for the existence of two cranks in a five-link spatial hinged mechanism with two degrees of movement.
19075.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მანქანათმცოდნეობა
ნაჩვენებია, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მექანიზმის რგოლების ზომები, რომ დგარის მოსაზღვრე შემავალი რგოლები იყვნენ მრუდმხარები.
The conditions are shown that must be satisfied by the dimensions of the mechanism’s links so that the driving links contiguous to the fixed ones be cranks.
19076.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მანქანათმცოდნეობა
ავტომატდგანის გლინებში ლითონის შეტაცებისას დეფორმაციის კერაში დარტყმითი ურთიერთქმედების ძალების განსაზღვრის მეთოდიკა.
A method for determining the forces of impact interaction in the deformation zone at the biting of the hollow by the plug-mill.
19077.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მანქანათმცოდნეობა
შემოთავაზებულია ლითონის გლინებში შეტაცებისას მილსაგლინი აგრეგატების ავტომატდგანის დეფორმაციის კერის ელემენტების ურთიერთდარტყმითი ძალების მნიშვნელობათა განსაზღვრის საინჟინრო მეთოდიკა.
A method has been developed for determining the forces of the impact interaction of the hollow with the structural elements of the deformation zone at the biting of the metal by the plug-mill rolls of a pipe-rolling plant.
19078.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მეტალურგია
სხმულის გამყარების სიჩქარეზე გარე და შიგა კრისტალიზატორების მრუდწირულობის გავლენა.
The effect of the curvature of the outer and inner moulds of the solidification rate of hollow billets.
19079.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მეტალურგია
მოცემულია კრისტალიზატორიდან გამოსვლისას სხმულის კედლის სისქის ანგარიშის მეთოდი.
A method is proposed for calculating the skin thickness of an ingot when it leaves the mould.
19080.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 109, მეტალურგია
დარიშხანისა და ტყვიის თხევადი შენადნობების წარმოქმნის ენტალპიების ექსპერიმენტული განსაზღვრა.
Experimental determination of the enthalpies of mixing of arsenic and lead melted alloys.