მოიძებნა 668065 ჩანაწერი
19301.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
და ავტორი, უილიამ ფოლკნერის მსგავსად, მიმართავს მხოლოდ მის ტექნიკას, როგორც ეფექტურ მხატვრულ ხერხს, რათა უკეთ წარმოაჩინოს თავისი გმირების სულიერი მდგომარეობა.
Like William Faulkner, the author uses only the technique as an efficient artistic device in order to better depict the spiritual state of his heroes.
19302.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ამ კუთხით განვიხილოთ მწერლის ორი რომანი - „მარტის მამალი” და „გოდორი”.
I will consider two novels by the author - A Rooster of March and Godori - from this angle.
19303.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
რომანში „მარტის მამალი“, რომელიც პირველად 1987 წელს გამოქვეყნდა, „ცნობიერების ნაკადის” მეთოდისა თუ ტექნიკის მხოლოდ გავლენაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან აქ ტექნიკა ნაკლებად ფუნქციურია, თუმცა მეტნაკლებად „ცნობიერების ნაკადის” მეთოდის შინაარსობრივი მხარეა აქცენტირებული.
In his novel A Rooster of March, which was first published in 1987, we can speak only about the influence of the method or technique of the "stream of consciousness", because the technique is not so functional here and the emphasis is more or less laid on the content of the method of the "stream of consciousness".
19304.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
შინაგანი მონოლოგების საშუალებით წარმოჩენილია პერსონაჟის სულიერი სამყარო, მისი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სურვილები, არეულია ფაქტების ქრონოლოგია და მინიმუმამდეა დაყვანილი სიუჟეტი.
The spiritual world of characters and their conscious or unconscious desires are shown by means of internal monologues, the chronology of facts is mixed up and the plot is reduced to the minimum.
19305.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
რომანი მთავარი გმირის ერთ უზარმაზარ შინაგან მონოლოგს წარმოადგენს, მცირე რეალური პლანი კი მხოლოდ გმირისა და მისი გარშემომყოფების ფიზიკური არსებობის დამადასტურებელია.
The novel is one long internal monologue of the main character and reality in the background only serves to confirm the physical existence of the hero and the people surrounding him.
19306.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ნაწარმოების ემპირიული რეალობა პასიურია და რაც ხდება, უფრო ზუსტად, რაც უკვე მოხდა, მხოლოდ პერსონაჟის, ნიკოს ფიქრებში ჩანს.
The empiric reality of the work is passive and what happens or, more precisely, what has happened, can be seen only in the thoughts of the character - Niko.
19307.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
შეიძლება ითქვას, წარსული განსაზღვრავს სიუჟეტსა და რომანის „აწმყო” მოქმედებას.
It can be said that the past determines the plot and the action at "present" depicted in the novel.
19308.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
თხუთმეტი წლის ნიკო ომისა და მამის ავადმყოფობის გამო, დედამ ბათუმიდან ბებიასთან და პაპასთან, სიღნაღში გახიზნა, სადაც ის მკვლელობას შეესწრო.
Because of war and father's illness, mother sends 15-year-old Niko from Batumi to his grandparents in Sighnaghi, where he happens to see a murder.
19309.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ამ ფაქტმა ისე ძლიერად იმოქმედა მოზარდზე, რომ ის ერთი თვის განმავლობაში „ავადმყოფობს” – გაუნძრევლად წევს საწოლში და საკუთარ თავს უღრმავდება.
This had such a deep impact on the teenager that he felt sick for a month, lying on his bed without moving and going deep into his own thoughts.
19310.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
რამდენადაც მარტივია სიუჟეტი, იმდენად რთულია გმირის შინაგანი სამყარო.
The internal world of the character is as difficult as simple is the plot.
19311.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
სწორედ მისი მოგონებებიდან, წარმოსახვიდან თუ სიზმრებიდან ვგებულობთ მისი ცხოვრების სხვადასხვა დეტალებსა და ამბებს, მის დამოკიდებულებას სხვა პერსონაჟებთან.
It is from his memories, imaginations and dreams that we learn about various details and events of his life and his attitude towards other characters.
19312.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ნაწარმოები იმდენად სუბიექტურია, რომ შიგ ჩართული სხვა პერსონაჟების ფიქრებიც ნიკოს მიერაა განცდილი.
The work is so subjective that the thoughts of other characters are also depicted as experienced by Niko.
19313.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ნიკო წარმოიდგენს თავს საკუთარ პაპად, რომელიც ომიდან გამორბის, ესწრება ილია ჭავჭავაძის მკვლელობას.
The latter imagines himself as his grandfather, who deserts war and attends Ilia Chavchavadze's death.
19314.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მსხვერპლის ნაცვლადაც განიცდის და მკვლელის მაგივრადაც იტანჯება.
Niko suffers instead of both the victim and the murderer.
19315.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
უიმედოდ შეყვარებულია ომში დაკარგულ ყმაწვილზე, როგორც მისი ახალგაზრდა დეიდა.
Like his young aunt, he is hopelessly in love with a young man, who went missing in war.
19316.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ნიკო საკუთარი თავის გარდა, ყველა ის პერსონაჟიცაა, რომელიც ნაწარმოებში გვხვდება.
In addition to being himself, Niko is all the characters we encounter in the work.
19317.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
თავის შინაგან მონოლოგში ნიკო გამუდმებით ასოციაციური აზროვნების ზღვარზეა, რადგან არა ლოგიკურად, არამედ ასოციაციურად ახსენდება ესა თუ ის ამბავი.
In his internal monologue, Niko is constantly on the verge of associative thinking, because he recalls specific stories in an associative, not direct manner.
19318.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ავტორის ტექსტში ჩართულობის მიხედვით, პერსონაჟის შინაგანი მონოლოგი ხშირად ტრადიციული, რეალისტური ნაწარმოების მონოლოგს ჰგავს.
Depending on the author's involvement in the text, the character's internal monologue often resembles a monologue in a traditional realistic work.
19319.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მაგრამ ნიკოს მონოლოგების მიზანი ავტორთან ერთად არა სწორხაზოვნად ერთი კონკტერული თემის განვითარებაა (როგორც რეალისტურ ნაწარმოებში), არამედ ისევე, როგორც „ცნობიერების ნაკადის” შინაგან მონოლოგებში, მისი სულიერი სამყაროს და მისი არაცნობიერის წვდომა, რაც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.
However, Niko's monologues do not aim at developing one specific issue straightforwardly together with the author (like in a realistic work). Their aim is, like in internal monologues of the "stream of consciousness", to go deep into his spiritual world and his unconscious, which is supposed to help him in resolving problems.
19320.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ნიკოს ავადმყოფობის მიზეზი და მთავარი ასოციაციური ნიშანსვეტი ნაწარმოებში ნიკოს დედ-მამასთან ურთიერთობაა.
The cause of Niko's illness and the main associative issue raised in the work is Niko's relations with his parents.