მოიძებნა 668065 ჩანაწერი
19341.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ვრცელი შესავალი სიტყვის შემდეგ, სადაც ავტორი-ნარატორი საქართველოს ისტორიის ფონზე კაშელების ოჯახის იტორიას ჰყვება, თხრობა პერსონაჟების ხელში გადადის და რომანის ბოლომდე ავტორი ტექსტში მხოლოდ არაპირდაპირი გზით, რემარკებისა და მინიშნებების საშუალებით ერთვება.
After a long introductory narration, in which the author tells the story of the Kasheli family against the background of Georgian history, characters start narrating and until the end of the novel, the author becomes involved only indirectly by using remarks and allusions.
19342.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მეორე ეპიზოდი რაჟდენ კაშელისა და მისი რძლის, ლიზიკოს შინაგან მონოლოგებს ეთმობა, რაც ერთი და იგივე მოვლენის ორ მხარეს გვიჩვენებს.
The second episode is devoted to internal monologues of Razhden Kasheli and his daughter-in-law Liziko, depicting two sides of one event.
19343.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ეს მონოლოგები, ფაქტობრივად, სიუჟეტითა და ლოგიკური დასკვნებით დატვირთული პერსონაჟების ფიქრებია.
The monologues are effectively characters' thoughts loaded with the plot and logical conclusions.
19344.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მესამე მონაკვეთი ლიზიკოს დედინაცვლის, ელისოს პოზიციიდანაა წარმოდგენილი.
The third part is presented from the positions of Liziko's stepmother Eliso.
19345.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
რომანის ემპირიულ რეალობაში ელისოსა და ლიზიკოს საუბარი მიმდინარეობს, ელისოს გონებაში კი უამრავი ფიქრი და მოგონება ტრიალებს.
In the empiric reality, Eliso and Liziko are talking to each other and at the same time, there are numerous thoughts and memories in Eliso's mind.
19346.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მომდევნო ეპიზოდი ლიზიკოს მამისა და ელისოს ქმრის, ელიზბარის შინაგანი მონოლოგია, სადაც უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი სიუჟეტის რეალური განვითარება.
The following episode is about the internal monologue of Lisiko's father and Eliso's husband Elizbar, where the realistic development of the plot is reduced to the minimum.
19347.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მოგონება მოგონებას ებმის, თუმცა პერსონაჟის მსჯელობებში აშკარად ერთვება მთხრობელი და თამამად ავითარებს თავის მოსაზრებებს.
A memory comes after a memory, but the narrator often becomes involved in the reasoning of the character, expressing his opinions.
19348.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
რაც უფრო მწვავდება გმირების სულიერი დრამა, მით უფრო შემოდის რომანში „ცნობიერების ნაკადის” ტექნიკა.
The tenser the characters' spiritual drama is, the more intensive the technique of the "stream of consciousness" becomes.
19349.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
რომანი „გოდორი” თითქმის მთლიანად შინაგანი მონოლოგებისგან შედგება.
The novel Godori consists almost entirely of internal monologues.
19350.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ვფიქრობ, ამ მონოლოგებს შეიძლება საკუთრივ შინაგანი მონოლოგები დაერქვას და არა „ცნობიერების ნაკადის” შინაგანი მონოლოგები, მაგრამ შიგადაშიგ, უფრო მეტად კულმინაციურ მომენტებში, როცა პერსონაჟი უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია მონოლოგებში ერთვება ასოციაციური აზროვნება, რომელსაც არაცნობიერთან მივყავართ, ირღვევა თხრობის ლოგიკა, ქრონოლოგია, და გმირი იკარგება საკუთარ ტექსტებში.
In my opinion, these monologues can be called internal monologues proper, not internal monologues of the "stream of consciousness", but from time to time, mostly at moments of culmination, when characters find themselves in extremely critical situations, monologues switch to associative thinking that leads us to the unconscious, where the logic and chronology of narration are violated and the character becomes lost in his own texts.
19351.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
სწორედ ამგვარ ადგილებში იკვეთება „ცნობიერების ნაკადის” ტექნიკა, რაც ლოგიკურადაც გამართლებულია, რადგან სულიერი დრამის პირობებში ალოგიკურად აზროვნება ბუნებრივია.
It is in such passages that the technique of the "stream of consciousness" becomes outlined, which is logically justified, as illogical thinking is natural in conditions of spiritual drama.
19352.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი ლიზიკოს განცდების საჩვენებლად, წარმოდგენილია შინაგანი მონოლოგი, რომელშიც ჩვეულებრივი, გააზრებული მსჯელობებიც გვხვდება, მაგრამ დროდადრო ავტორს მოქმედება პერსონაჟის ცნობიერში გადააქვს და ტექსტს აბუნდოვნებს.
The sentiments of Liziko, who is in a hospital for the insane, are shown by means of an internal monologue, in which we can encounter ordinary sensible reasoning too, but from time to time, the author switches action to the character's conscious, making the text misty.
19353.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მაგ: „აქედან გავალ თუ არა, უნდა დაველაპარაკო, გულწრფელად... აღარაა ამის დრო“.
For example: "As soon as I leave this place, I must speak to her, sincerely...There is no more time for this"
19354.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„დედაზე უფრო დედაო... ვინ თქვა?“
"mother, who is better than mother...Who said this?"
19355.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„ვის უთხრა?“
"Who she told this?"
19356.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„არ მახსოვს“.
"I don't remember".
19357.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„არ ვიცი“.
"I don't know".
19358.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„არაფერი არ ვიცი“.
"I don't know anything".
19359.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„რაც არ ვიცი, ის ვიცი მხოლოდ“.
"I know only what I don't know".
19360.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„ორივემ უნდა გავხსნათ ფრჩხილები“.
"Both of us should say everything clearly".