669201 Records found
534921.
Biology | Chapter XXIII
ამის საშუალებით მათ შეუძლიათ სახეობათა შორის არსებული ბარიერები გადალახონ საჭმლით მოწამვლის მრავალ შემთხვევებში „დამნაშავეა“ ცოლის ბაქტერია -ს O157:H7-ს შტამი. მისი მრავალი გენი სხვადასხვა სახეობის ბაქტერიების გენთა მოზაიკას წარმოადგენს.
Many of the genes of the Escherichia coli bacterium O157:H7, a frequent culprit in food poisoning cases, are actually "mosaics" of genes from different types of bacteria.
534922.
Biology | Chapter XXIII
ბუნებრივი გადარჩევა, გენთა დრეიფი და გენთა ნაკადი ცვლის პოპულაციის გენეტიკურ შემადგენლობას.
Natural selection, genetic drift, and gene flow can alter a population's genetic composition.
534923.
Biology | Chapter XXIII
ამ მდგომარეობიდან ნებისმიერი გადახრა ევოლუციის პოტენციური მიზეზია.
A deviation from any of these conditions is a potential cause of evolution.
534924.
Biology | Chapter XXIII
თუმცა მართალია, რომ ახალ მუტაციებს შეუძლიათ შეცვალონ ალელების სიხშირე, მაგრამ ერთი თაობიდან მეორეზე გადასვლისას, როგორც ჩანს მცირე ცვლილებები ხდება.
However, although new mutations can modify allele frequencies, the change from one generation to the next is likely to be small.
534925.
Biology | Chapter XXIII
რეკომბინაციების შედეგად ხდება ალელების გადაადგილება, მაგრამ არ იცვლება მათი სიხშირე.
Recombination reshuffles alleles, but does not change their frequencies.
534926.
Biology | Chapter XXIII
იმ შემთხვევაში, როცა შეჯვარება არ არის შემთხვევითი, ალელების სიხშირეზე შეიძლება იმოქმედოს ჰომოზიგოტი და ჰეტეროზიგოტი გენოტიპების შეფარდებითმა სიხშირეებმა. როგორც წესი ისინი არ ახდენენ ალელების სიხშირეზე გავლენას.
Nonrandom mating can affect the relative frequencies of homozygous and heterozygous genotypes but usually has no effect on allele frequencies.
534927.
Biology | Chapter XXIII
ალელების სიხშირეს ცვლის სამი ძირითადი ფაქტორი. იგივე ფაქტორები გვაძლევენ ევოლუციური ცვლილებების ძირითად რაოდენობას. ეს არის ბუნებრივი გადარჩევა, გენთა დრეიფი და გენთა ნაკადი.
The three major factors that alter allele frequencies and bring about most evolutionary change are natural selection, genetic drift, and gene flow.
534928.
Biology | Chapter XXIII
ბუნებრივი გადარჩევა.
Natural Selection.
534929.
Biology | Chapter XXIII
როგორც 22 თავში გაეცანით დარვინის ბუნებრივი გადარჩევის კონცეფცია ემყარება განსხვავებულ წარმატებულ გამრავლებას.
As you read in Chapter 22, Darwin's concept of natural selection is based on differential success in reproduction.
534930.
Biology | Chapter XXIII
პოპულაციაში ინდივიდებს მემკვიდრეობით ნიშან-თვისებების ვარიაციები ახასიათებთ. გარემოსთან უკეთ მისადაგებული ცვლილებების მქონე ინდივიდები მეტ შთამომავლობას ტოვებენ, ვიდრე ისინი, ვისი თვისებები ნაკლებად მორგებულია გარემოს პირობებს.
Individuals in a population exhibit variations in their heritable traits, and those with variations that are better suited to their environment tend to produce more offspring than those with variations that are less well suited.
534931.
Biology | Chapter XXIII
ჩვენ ვიცით, რომ გადარჩევა აისახება ალელების პროპორციებში, რომლებიც შემდეგ თაობას გადაეცემიან. შემდგომი თაობების ალელების შეფარდებითი სიხშირეები განსხვავდებიან წინა თაობების შეფარდებითი სიხშირეებისგან.
We now know that selection results in alleles being passed to the next generation in proportions different from their relative frequencies in the present generation.
534932.
Biology | Chapter XXIII
მაგალითად ჩვენი წარმოსახვითი ყვავილოვანი მცენარის პოპულაციის შემთხვევაში, თეთრი ყვავილები მცენარეჭამია მწერებისთვის შეიძლება უფრო ადვილად შესამჩნევი აღმოჩნდნენ. ამის შედეგად ძირითადად თეთრ ყვავილიანი მცენარეები ნადგურდებიან.
For example, in our imaginary wildflower population, white flowers (CWCW) might be more visible to plant-eating insects, resulting in more white flowers being eaten.
534933.
Biology | Chapter XXIII
დაუშვათ, რომ წითელი ყვავილები მეტად იზიდავენ დამტვერავ მწერებს. ამის შედეგად წითელყვავილიან მცენარეებს მეტი შანსი აქვთ დატოვონ შთამომავლობა.
And perhaps red flowers (CRCR) are more attractive to pollinators, increasing the opportunity for red flowers to produce offspring.
534934.
Biology | Chapter XXIII
ორივე ეს სხვაობა - გადარჩენაში და რეპროდუქციულ წარმატებაში არღვევს ჰარდი-ვაინბერგის წონასწორობას.
These differences in survival and reproductive success would disturb Hardy-Weinberg equilibrium.
534935.
Biology | Chapter XXIII
CW ალელის სიხშირე გენოფონდში მცირდება და CR ალელის სიხშირე კი იზრდება.
The frequency of the CW allele would decline in the gene pool, and the frequency of the CR allele would increase.
534936.
Biology | Chapter XXIII
მოგვიანებით ამ თავში უფრო ახლოს განვიხილავთ ბუნებრივი გადარჩევის პროცესს.
Later in the chapter, we'll examine the process of natural selection more closely.
534937.
Biology | Chapter XXIII
ააგდეთ მონეტა 1 000 ჯერ. თუ მონეტის დავარდნის შედეგად მიიღებთ 700 ავერსს და 300 რევერსს ეჭვი შეგეპარებათ მონეტის სინამდვილეში (შეიძლება ის ყალბია).
Flip a coin 1,000 times, and a result of 700 heads and 300 tails would make you suspicious about that coin.
534938.
Biology | Chapter XXIII
მაგრამ თუ ააგდებთ მხოლოდ 10 ჯერ და შედეგად მიიღებთ 7 ავერსს და 3 რევერსს ეს იქნება ნორმალური მოვლენა.
But flip a coin 10 times, and an outcome of 7 heads and 3 tails would not be surprising.
534939.
Biology | Chapter XXIII
რაც უფრო მცირეა ნიმუში, მით მეტია მოსალოდნელი შედეგიდან გადახრა. ჩვენს შემთხვევაში ავერსის და რევერსის წარმოქმნის ალბათობიდან გადახრა თანაბარია.
The smaller the sample, the greater the chance of deviation from the predicted result-in this case, an equal number of heads and tails.
534940.
Biology | Chapter XXIII
მსგავსი გადახრა მოსალოდნელი შედეგიდან (ის იმის შედეგია, რომ რეალური პოპულაციების ზომა განსაზღვრულია და არა განუსაზღვრელი), ხსნის ერთი თაობიდან მეორემდე ალელების სიხშირის მოულოდნელი ცვლილებებს.
Similar deviations from the expected result-which occur because real populations are finite in size rather than infinite-- explain how allele frequencies can fluctuate unpredictably from one generation to the next.