მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534941.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასეთ ფლუქტუაციებს (გადახრებს) გენთა დრეიფს უწოდებენ.
Such fluctuations are called genetic drift.
534942.
ბიოლოგია | თავი XXIII
განვიხილოთ 23.7 სურათზე გამოსახული მაგალითი.
Consider the example in Figure 23.7.
534943.
ბიოლოგია | თავი XXIII
გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ალელი გაურკვეველი მიზეზის გამო დაიკარგა.
Note that in this example, one of the alleles has been lost by an indiscriminant event.
534944.
ბიოლოგია | თავი XXIII
რაც ნიშნავს, რომ CW და არა CR ალელის დაკარგვა სუფთა შემთხვევითობაა.
That is, it was a matter of chance that the CW allele rather than the CR allele was lost.
534945.
ბიოლოგია | თავი XXIII
დროის განმავლობაში გენების დრეიფი აქრობს ალელებს და ამცირებს გენოფონდის გენეტიკურ ცვალებადობას.
Over time, drift tends to reduce genetic variation through such losses of alleles from the gene pool.
534946.
ბიოლოგია | თავი XXIII
ორი მოვლენა, ვიწრო ყელის ეფექტი და დამფუძნებლის ეფექტი ზრდის გენეტიკური დრეიფის პოპულაციაზე გავლენის ალბათობას.
Two situations that can increase the likelihood that genetic drift will have a large impact on a population are referred to as the bottleneck effect and the founder effect.
534947.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბოთლის (ვიწრო) ყელის ეფექტი.
The Bottleneck Effect.
534948.
ბიოლოგია | თავი XXIII
გარემოს პირობების მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება ძლიერ შეამციროს პოპულაციის რიცხოვნობა.
A disaster caused by a sudden change in the environment may drastically reduce the size of a population.
534949.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამის შედეგად რამდენიმე გადარჩენილმა ორგანიზმმა შეიძლება გააღწიოს შეზღუდულ „ვიწრო ყელში“. ამ შემთხვევაში მათი გენოფონდი უკვე არ ასახავს საწყისი პოპულაციის გენოფონდს; ამ მოვლენას ვიწრო ყელის ეფექტს უწოდებენ.
In effect, the few survivors have passed through a restrictive "bottleneck," and their gene pool may no longer be reflective of the original population's gene pool; this is called the bottleneck effect.
534950.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენთა დრეიფი მრავალი თაობის განმავლობაში საკმაოდ ძლიერად ცვლის გენოფონდს, სანამ პოპულაცია იქამდე არ გაიზრდება, რომ ფლუქტუაციას ნაკლები ეფექტი ექნება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ვიწრო ყელის ეფექტის გავლენა.
Genetic drift may continue to substantially change the gene pool for many generations until the population is large enough that chance fluctuations have less effect.
534951.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამის ერთი მიზეზი იმაშია, რომ ადამიანის ზემოქმედების შედეგად ზოგიერთი სახეობებისთვის ხანდახან წარმოიქმნება ვიწრო ყელის ეფექტი.
One reason that understanding the bottleneck effect is important is that human actions can sometimes create severe bottlenecks for other species.
534952.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად 1890 წლებში ნადირობის შედეგად ჩრდილოეთის ზღვის სპილოს კალიფორნიის პოპულაცია 20 ინდივიდამდე შემცირდა.
For example, in the 1890s, hunters reduced the population of northern elephant seals in California to about 20 individuals.
534953.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამის გამოც ის დაცულ სახეობათა ნუსხაში შეიტანეს. დაცვის შედეგად პოპულაცია 30 000 ინდივიდამდე გაიზარდა.
Since then, this mammal has become a protected species, and the population has rebounded to over 30,000.
534954.
ბიოლოგია | თავი XXIII
დამფუძნებლის ეფექტი.
The Founder Effect.
534955.
ბიოლოგია | თავი XXIII
როცა ხდება რამდენიმე ინდივიდის იზოლირება უფრო დიდი პოპულაციიდან, ამ მცირე ჯგუფმა (რამდენიმე ინდივიდმა) შეიძლება დააარსოს ახალი პოპულაცია. ახალი პოპულაციის გენოფონდი საწყისი პოპულაციის გენოფონდისგან განსხვავებული იქნება; ამ მოვლენას დამფუძნებლის ეფექტს უწოდებენ.
When a few individuals become isolated from a larger population, this smaller group may establish a new population whose gene pool is not reflective of the source population; this is called the founder effect.
534956.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად დამფუძნებლის ეფექტს შეიძლება ადგილი ჰქონდეს როცა ხდება ახალ ტერიტორიაზე პოპულაციის რამდენიმე წევრის დასახლება.
For example, the founder effect can occur when a few members of a population colonize a new location.
534957.
ბიოლოგია | თავი XXIII
ეს დამფუძნებლები „იზოლაციის ვიწრო ყელში“ გადიან და დამოუკიდებელ გენოფონდს ქმნიან. ამ გენოფონდში ალელების სიხშირე განსხვავდება საწყისი პოპულაციის გენოფონდის ალელთა სიხშირისგან.
These founders pass through an "isolation bottleneck" and represent a distinct gene pool with different allele frequencies from those of the parent population.
534958.
ბიოლოგია | თავი XXIII
დამფუძნებლის ეფექტი გამოვლენილია ადამიანის იზოლირებულ პოპულაციაშიც მათ გარკვეული მემკვიდრეობითი დარღვევების შედარებით მაღალი სიხშირე აღენიშნებათ.
The founder effect probably accounts for the relatively high frequency of certain inherited disorders among isolated human populations.
534959.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად, 1814 წელს 15 კოლონისტმა დააარსა ტრისტან დე კუნიაში (აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის შუა გზაზე, ატლანტიკის ოკეანეში, მდებარე მცირე კუნძულების ჯგუფი) ბრიტანული დასახლება.
For example, in 1814, 15 colonists founded a British settlement on Tristan da Cunha, a group of small islands in the Atlantic Ocean midway between Africa and South America.
534960.
ბიოლოგია | თავი XXIII
უეჭველია, რომ ერთ-ერთი კოლონისტი რეტინიტ პიგმენტოზის რეცესიული ალელის მტარებელი იყო (სიბრმავის პროგრესული ფორმა, რომელიც ვლინდება ჰომოზიგოტ ინდივიდებში).
Apparently, one of the colonists carried a recessive allele for retinitis pigmentosa, a progressive form of blindness that afflicts homozygous individuals.