მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534901.
ბიოლოგია | თავი XXIII
სხვა ქრომოსომური მუტაციების მსგავსად, ქრომოსომების სეგმენტების გაორმაგებაც თითქმის ყოველთვის საზიანოა ორგანიზმისთვის.
Duplications of chromosome segments, like other chromosomal mutations, are nearly always harmful.
534902.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუ სეგმენტების ასეთ გაორმაგებას არა აქვს მკვეთრი ეფექტი, ის შეიძლება თაობების განმავლობაში გრძელდებოდეს.
But smaller pieces of DNA are often introduced into a genome through the activity of transposable elements.
534903.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამავე დროს სხვადასხვა მობილური გენეტიკური ელემენტების მეშვეობით გენომში ხშირად ხვდება დნმ-ის უფრო მცირე მონაკვეთები. ყოველივე ამის გამო წარმოიქმნება ახალი ლოკუსებით გაზრდილი გენომი. გაზრდილმა გენომმა შემდგომი მუტაციების და შემდგომი გადარჩევის შედეგად შეიძლება ახალი ფუნქციები შეიძინოს.
If such a duplicated segment does not have severe effects, it can persist over generations, providing an expanded genome with new loci that may take on new functions by further mutations and subsequent selection.
534904.
ბიოლოგია | თავი XXIII
ახალი გენები წარმოიქმნება მაშინაც, როცა მაკოდირებელი გენების (ეკზონების) გარკვეული რაოდენობა გენომში გადაადგილებულია.
New genes may also arise when the coding portions of genes (exons) are shuffled within the genome.
534905.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენების რიცხვის ნაირგვარი გაზრდა როგორც ჩანს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევოლუციაში.
Such beneficial increases in gene number appear to have played a major role in evolution.
534906.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად ძუძუმწოვრების შორეულ წინაპარს სურნელის გასარჩევად ერთეული გენი მოეპოვებოდა. მრავალი მუტაციების შედეგად გენი დუპლიცირდა.
For example, the remote ancestors of mammals carried a single gene for detecting odors that has been duplicated through a variety of mutational mechanisms.
534907.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამჟამად თანამედროვე ადამიანს ყნოსვის რეცეპტორების 1 000-მდე გენი აქვს, თაგვს კი 1 300.
As a result, modern humans have close to 1,000 olfactory receptor genes, and mice have 1,300.
534908.
ბიოლოგია | თავი XXIII
შემდგომმა მუტაციებმა ადამიანის ყნოსვის რეცეპტორთა გენების დაახლოებით 60% ინაქტივაცია მოახდინეს. თაგვმა კი დაკარგა გენების მხოლოდ 20%.
About 60% of human olfactory receptor genes have been inactivated by subsequent mutations, whereas mice have lost only 20% of theirs.
534909.
ბიოლოგია | თავი XXIII
ეს მკვეთრი დემონსტრაციაა იმის, რომ მრავალმხრივი და მძაფრი ყნოსვა უფრო მნიშვნელოვანია თაგვისთვის ვიდრე ჩვენთვის!
A remarkable demonstration that a versatile sense of smell is more important to mice than it is to us!
534910.
ბიოლოგია | თავი XXIII
მუტაციების სიხშირე.
Mutation Rates.
534911.
ბიოლოგია | თავი XXIII
მუტაციების სიხშირე ცხოველებში და მცენარეებში დაბალია, ყოველ თაობაში საშუალოდ ყოველ 100 000 გენზე ერთი მუტაცია მოდის.
Mutation rates tend to be low in animals and plants, averaging about one mutation in every 100,000 genes per generation.
534912.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ სიცოცხლის მცირე ხანგრძლივობის მქონე მიკროორგანიზმებში და ვირუსებში მუტაციები სწრაფად ქმნიან გენეტიკურ ცვლილებებს.
But in microorganisms and viruses with short generation spans, mutations can rapidly generate genetic variation.
534913.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ მიზეზის გამო ერთი პრეპარატის გამოყენება აივ-ის წინააღმდეგ არაეფექტურია, ვინაიდან ძალიან სწრაფად ჩნდებიან კონკრეტული წამლის მიმართ რეზისტენტული ვირუსის მუტანტური ფორმები.
For this reason, single-drug treatments will probably never be effective against HIV-mutant forms of the virus that are resistant to a particular drug are likely to appear in relatively short order.
534914.
ბიოლოგია | თავი XXIII
ორი წამლით მკურნალობასაც კი არა აქვს ხანგრძლივი ეფექტი, ვინაიდან ორი მუტაციის მქონე და ორივე წამლის მიმართ რეზისტენტული ვირუსები ყოველდღე ჩნდებიან.
Even double-drug treatments rarely work for long, because viruses with double mutations conferring resistance to both drugs arise daily.
534915.
ბიოლოგია | თავი XXIII
შიდსის წინააღმდეგ ყველაზე უფრო ეფექტურია წამლების „კოქტეილი“, ანუ რამდენიმე მედიკამენტის ნარევი.
This explains why the most effective AIDS treatments at this time are drug "cocktails" combining several medications.
534916.
ბიოლოგია | თავი XXIII
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გაჩნდებიან ყველა წამლის მიმართ მრავალი მუტაციების მქონე ვირუსები.
It is less likely that multiple mutations against all the drugs will occur in a short time period.
534917.
ბიოლოგია | თავი XXIII
სქესობრივი რეკომბინაცია.
Sexual Recombination.
534918.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციაში პარტნიორის შერჩევის მილიონობით ვარიანტი არსებობს. განაყოფიერების შედეგად გენეტიკური შემადგენლობით განსხვავებული ინდივიდების გამეტები ერთიანდებიან.
A population contains myriad possible mating combinations, and fertilization brings together the gametes of individuals that are likely to have different genetic backgrounds.
534919.
ბიოლოგია | თავი XXIII
სქესობრივი გამრავლების შედეგად ყოველ თაობაში ხდება ალელების რეორგანიზაცია და ახალი კომბინაციების შექმნა.
Sexual reproduction rearranges alleles into fresh combinations every generation.
534920.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასევე გენთა რეკომბინაცია მიმდინარეობს მრავალ ვირუსსა და ბაქტერიაში. მათში ეს პროცესი გაცილებით ნაკლებ რეგულარულად და სხვა გზით ხორციელდება, ვიდრე ცხოველებსა და მცენარეებში.
Bacteria and many viruses can also undergo recombination, but they do so less regularly than animals and plants and often in ways that allow them to cross species barriers.