669201 Records found
535181.
Biology | Chapter XXIV
ყველაზე დიდი მისტერია.
That "Mystery of Mysteries".
535182.
Biology | Chapter XXIV
გალაპაგოსის კუნძულებზე მოგზაურობის დროს დარვინი დიდი ინტერესით იკვლევდა ხმელეთის იმ მობინადრეებს, რომლებმაც შედარებით გვიან დატოვეს ზღვის გარემო.
Darwin came to the Galápagos Islands eager to explore landforms newly emerged from the sea.
535183.
Biology | Chapter XXIV
დარვინი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გალაპაგოსის კუნძულები შედარებით ახალი, ვულკანური წარმოშობის კუნძულები არიან, ისინი მდიდარია მცენარეთა და ცხოველების ისეთი სახეობებით, რომლებიც არსად მსოფლიოში სხვაგან არ გვხვდებიან.
Darwin noted that these volcanic islands, despite their geologic youth, were filled with plants and animals known nowhere else in the world.
535184.
Biology | Chapter XXIV
დარვინი მიხვდა, რომ ეს სახეობები, ისევე როგორც თვითონ კუნძულები, ახლად წარმოშობილია.
Darwin realized that these species, like the islands, were new.
535185.
Biology | Chapter XXIV
ევოლუციის ასახსნელად არ არის საკმარისი პოპულაციაში ადაპტაციების ჩამოყალიბების ახსნა.
It is not enough to explain how adaptations evolve in a population.
535186.
Biology | Chapter XXIV
ეს პროცესი ჩვენ 23 თავში განვიხილეთ.
The topic covered in Chapter 23.
535187.
Biology | Chapter XXIV
ცვლილებებს, რომლებიც ერთი გენოფონდითაა შემოსაზღვრული მიკროევოლუცია სწავლობს.
Such changes, confined to a single gene pool, are described as microevolution
535188.
Biology | Chapter XXIV
გენოფონდის დაყოფის და შემდგომი დივერგენციის (დაცილების) შედეგად წარმოიქმნება ახალი სახეობები.
New species originate and develop through the subdivision and subsequent divergence of gene pools.
535189.
Biology | Chapter XXIV
ევოლუციური თეორიის დახმარებით უნდა შევძლოთ ამ პროცესის ახსნა.
Evolutionary theory must also explain this process.
535190.
Biology | Chapter XXIV
განამარხებული ფორმებიდან ჩანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სახეობათა წარმოქმნის პროცესი და მისი შედეგებიც.
The fossil record reveals the cumulative effects of speciation over vast tracts of time.
535191.
Biology | Chapter XXIV
ტერმინს „მაკროევოლუცია“ ვიყენებთ სახეობის დონესთან შედარებით, უფრო მაღალ დონეზე მომხდარი ევოლუციური ცვლილებების აღსანიშნავად.
The term macroevolution refers to such evolutionary change above the species level.
535192.
Biology | Chapter XXIV
ჩვენ განვასხვავებთ ევოლუციური ცვლილებების ორ ძირითად მოდელს: ანაგენეზს და კლადოგენეზს.
We can distinguish two basic patterns of evolutionary change: anagenesis and cladogenesis.
535193.
Biology | Chapter XXIV
ანაგენეზს (ბერძნულიდან: ana - ახალი genos - რასა) ასევე ფილეტურ ევოლუციას უწოდებენ.
Anagenesis (from the Greek ana, new, and genos, race), also called phyletic evolution.
535194.
Biology | Chapter XXIV
ის იკვლევს იმ ცვლილებების დაგროვების პროცესს, რომლებიც თანდათან გარდაქმნიან მოცემულ სახეობას სხვა ნიშნების მქონე სახეობად.
It is the accumulation of changes that gradually transform a given species into a species with different characteristics.
535195.
Biology | Chapter XXIV
კლადოგენეზს (ბერძნულიდან klados - ტოტი) ასევე განშტოებების ევოლუციას უწოდებენ, ის იკვლევს გენოფონდის დაყოფას ორ ან მეტ განცალკევებულ გენოფონდად, ყოველი ახალი გენოფონდი შემდგომში დასაბამს აძლევს ორ ან მეტ ახალ სახეობას.
Cladogenesis (from the Greek klados, branch), also called branching evolution, is the splitting of a gene pool into two or more separate pools, which each give rise to one or more new species.
535196.
Biology | Chapter XXIV
კლადოგენეზი უზრუნველყოფს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას სახეობების რაოდენობის ზრდით.
Only cladogenesis can promote biological diversity by increasing the number of species.
535197.
Biology | Chapter XXIV
ბიოლოგიური სახეობის კონცეფციის თანახმად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
The biological species concept emphasizes reproductive isolation.
535198.
Biology | Chapter XXIV
Species არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს „გარეგნულ გამოვლენას“.
Species is a Latin word meaning "kind" or "appearance."
535199.
Biology | Chapter XXIV
ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მცენარეს და ცხოველს შორის სხვაობის დადგენა მათი გარეგნობის მიხედვით.
We distinguish between various "kinds" of plants or animals.
535200.
Biology | Chapter XXIV
მაგალითად: ჩვენ ვასხვავებთ ძაღლს და კატას, მათი განსხვავებული გარეგნობის მიხედვით.
Between dogs and cats, for instance-from differences in their appearance.