მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535161.
ბიოლოგია | თავი XXIII
ყოველ სახეობას წინაპარი ფორმები ჰყავს. წინაპარი ფორმების შთამომავლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცვლებოდა.
Each species has a legacy of descent with modification from a long line of ancestral forms.
535162.
ბიოლოგია | თავი XXIII
ევოლუციის შედეგად არ ხდება წინაპარი ორგანიზმის აგებულების „წაშლა“ და თითქმის არაფრისგან ახალი სტრუქტურის შექმნა. ევოლუცია ოპერირებს არსებული სტრუქტურის ფარგლებში და ახდენს ამ სტრუქტურის ახალ სიტუაციასთან მოდიფიცირებას.
Evolution does not scrap ancestral anatomy and build each new complex structure from scratch; it co-opts existing structures and adapts them to new situations.
535163.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა სარგებელი ექნებოდათ ფრინველებს, რომ საფრენი ფრთების გარდა ორის მაგივრად ოთხი ფეხი ჰქონოდათ. მაშინ ისინი ხმელეთზე სწრაფ, მანევრირებად სირბილს შეძლებდნენ.
For example, we could imagine how some bird species might benefit by having wings for flight as well as four legs for speedy, maneuverable running, instead of just two legs.
535164.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ ფრინველები განვითარდნენ რეპტილიებისგან, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ორი წყვილი კიდური. წინა კიდურების ფრთებად გადაქცევის შემდეგ ხმელეთზე სასიარულოდ მხოლოდ ერთი წყვილი უკანა კიდური დარჩა.
But birds descended from reptiles that had only two pairs of limbs, and co-opting the forelimbs for flight left only the two hind limbs for moving around on the ground.
535165.
ბიოლოგია | თავი XXIII
ადაპტაცია ხშირად კომპრომისს წარმოადგენს.
Adaptations are often compromises.
535166.
ბიოლოგია | თავი XXIII
ყოველ ორგანიზმს მრავალი სხვადასხვა საგნის კეთება შეუძლია.
Each organism must do many different things.
535167.
ბიოლოგია | თავი XXIII
სელაპი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებს ხმელეთზე; ის ალბათ უკეთ შეძლებდა სიარულს ლასტების მაგივრად კიდურები რომ ჰქონოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე კარგად ვერ იცურებდა.
A seal spends part of its time on rocks; it could probably walk better if it had legs instead of flippers, but it would not swim nearly as well.
535168.
ბიოლოგია | თავი XXIII
ადამიანებს უნივერსალობას და ათლეტიზმს ანიჭებენ მოქნილი კიდურები და საგნების დაჭერის უნარის მქონე ხელები. ამავე დროს ჩვენ ადვილად ვიღებთ კიდურების სხვადასხვა ტრავმებს: ხშირია სახსრის გაჭიმვა, ფეხის გადაბრუნება, კუნთის დაზიანება.
We humans owe much of our versatility and athleticism to our prehensile hands and flexible limbs, which also make us prone to sprains, torn ligaments, and dislocations.
535169.
ბიოლოგია | თავი XXIII
ადვილად ტრავმირების თვისება საზღაურია მოქნილობისთვის.
Structural reinforcement has been compromised for agility.
535170.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევისა და შანსის ურთიერთგავლენა.
Chance and natural selection interact.
535171.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციის შემდგომ ევოლუციაზე მოქმედებენ შემთხვევითი მოვლენები.
Chance events affect the subsequent evolutionary history of populations.
535172.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: ხანდახან შტორმს გადააქვს ფრინველები ან მწერები ოკეანეში განლაგებულ რომელიმე კუნძულზე პირვანდელი ადგილიდან ასობით კილომეტრზე. არ არის აუცილებელი რომ ქარმა გადაიტანოს ახალ გარემოსთან საუკეთესოდ მორგებული სახეობები ან სახეობების წარმომადგენლები. ამის შედეგად კუნძულზე წარმოიქმნება ახალი პოპულაცია.
For instance, when a storm blows insects or birds hundreds of miles over an ocean to an island, the wind does not necessarily transport the species, or the members of a species, that are best suited to the new environment.
535173.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ ამ პოპულაციის გენოფონდში არსებული ალელები არ იქნებიან უკეთ მორგებულნი ახალ გარემოს, ვიდრე იმ ორგანიზმების ალელები, რომლებიც „თამაშგარე დარჩნენ“, ანუ არ მოხვდნენ ახალ გარემოში.
Thus, not all alleles present in the founding population's gene pool are better suited to the new environment than alleles "left behind."
535174.
ბიოლოგია | თავი XXIII
გადარჩევა მხოლოდ არჩევს არსებული ცვალებადობიდან.
Selection can only edit existing variations.
535175.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევა უპირატესობას ანიჭებს პოპულაციაში არსებული ფენოტიპებიდან მხოლოდ წარმატებულებს. ასეთი მოქმედება შეიძლება არ იყოს იდეალური.
Natural selection favors only the fittest phenotypes among those currently in the population, which may not be the ideal traits.
535176.
ბიოლოგია | თავი XXIII
ახალი ალელები არ წარმოიქმნებიან მოთხოვნით.
New alleles do not arise on demand.
535177.
ბიოლოგია | თავი XXIII
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ევოლუციას არ შეუძლია შექმნას სრულყოფილი ორგანიზმები.
With these constraints, evolution cannot craft perfect organisms.
535178.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევა ოპერირებს „უკეთესი ვიდრე“ ბაზისზე.
Natural selection operates on a "better than" basis.
535179.
ბიოლოგია | თავი XXIII
ევოლუციის მტკიცების ნახვა შეიძლება იმ ორგანიზმების არასრულყოფილებაში რომლებსაც ის წარმოქმნის.
We can see evidence for evolution in the many imperfections of the organisms it produces.
535180.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობათა წარმოშობა.
Key Concepts.