669201 Records found
535401.
Biology | Chapter XXIV
ზრდის ფარდობითი სიჩქარის მცირე შეცვლაც კი მნიშვნელოვნად ცვლის ზრდასრული ორგანიზმის ფორმას.
Changing these relative rates of growth even slightly changes the adult form substantially.
535402.
Biology | Chapter XXIV
მაგალითად განსხვავებული ალომეტრიული თვისებების გამო ადამიანის და შიმპანზის ქალას განსხვავებული ფორმა გააჩნიათ.
For example, different allometric patterns contribute to the contrasting shapes of human and chimpanzee skulls.
535403.
Biology | Chapter XXIV
ჰეტეროქრონია თამაშობს როლს სალამანდრას კიდურის ევოლუციაშიც.
Heterochrony has also played a role in the evolution of salamander feet.
535404.
Biology | Chapter XXIV
სალამანდრების უმეტესობა ხმელეთზე ბინადრობს, მაგრამ ზოგი სახეობა ცხოვრობს ხეებზე.
Most salamanders live on the ground, but some species live in trees.
535405.
Biology | Chapter XXIV
ხეზე მობინადრე სალამანდრას კიდური უფრო მეტად ადაპტირებულია ხეზე ვერტიკალურად გადაადგილებასთან, ვიდრე ხმელეთზე სიარულთან.
The feet of the tree dwelling species are adapted for climbing vertically rather than walking on the ground.
535406.
Biology | Chapter XXIV
მაგალითად: ხეზე მობინადრე სალამანდრას თითები მოკლეა და ინტენსიურად შეზრდილი.
For example, their shorter digits and more extensive webbing provide better traction.
535407.
Biology | Chapter XXIV
ამ ადაპტაციის საწყისი ალბათ იყო იმ ალელების ან გენების გადარჩევა, რომლებიც კიდურის განვითარების დროს აკონტროლებენ.
The basis for this adaptation was probably selection for alleles of genes that control the timing of foot development.
535408.
Biology | Chapter XXIV
ამ ჰიპოთეზის თანახმად წინაპარი სალამანდრას კიდური იქამდე იზრდებოდა, სანამ ზრდის მარეგულირებელი გენების პროდუქტმა არ შეწყვიტა მათი ზრდა. ამის შედეგად კიდური გარკვეული სიდიდის დარჩა.
According to this hypothesis, the foot of the ancestral salamander grew until the products of certain regulatory genes switched off growth, resulting in a foot of a certain size.
535409.
Biology | Chapter XXIV
ერთ ან ორ მარეგულირებელ გენში მომხდარი მუტაცია უფრო მალე წყვეტს კიდურის ზრდას, რაც აისახება ხეებზე მცხოვრები სალამანდრას უფრო მოკლე ტერფში.
A mutation in one or more these regulatory genes could have switched off foot growth sooner, resulting in the stunted feet of tree-dwelling salamanders.
535410.
Biology | Chapter XXIV
ამ მექანიზმის საშუალებით გენეტიკური ცვლილებების შედარებით მცირე რიცხვს შეესაბამება მკვეთრი და მდგრადი მორფოლოგიური ცვლილები.
In this way, a relatively small amount of genetic change can be amplified into substantial morphological change.
535411.
Biology | Chapter XXIV
ჰეტეროქრონიის შედეგად იცვლება რეპროდუქციული ორგანოების განვითარებისთვის საჭირო დროის შეფარდება სომატური (არარეპროდუქციული ორგანოების) განვითარების დროსთან.
Heterochrony can also alter the timing of reproductive development relative to the development of somatic (nonreproductive) organs.
535412.
Biology | Chapter XXIV
თუ რეპროდუქციული განვითარების სიჩქარე სომატური განვითარების სიჩქარესთან შედარებით დიდია, სქესობრივი სიმწიფის სტადიაზე ორგანიზმს მოზარდისთვის დამახასიათებელი სხეულის პროპორციები აქვს. ანუ წინაპარ სახეობაში სხეულის ეს პროპორციები მზარდი ორგანიზმისთვის იყო დამახასიათებელი. ამ მდგომარეობას ეძახიან პედამორფოზმს (ბერძნულიდან paedos - ბავშვის და morphosis - ფორმირება).
If the rate of reproductive development accelerates compared to somatic development, the sexually mature stage of a species may retain body features that were juvenile structures in an ancestral species-a condition called paedomorphosis (from the Greek paedos, of a child, and morphosis, formation).
535413.
Biology | Chapter XXIV
მაგალითად: სალამანდრას სახეობათა უმეტესობას აქვს ლარვული სტადია. ლარვული სტადიის გავლის შემდეგ ის გადის მეტამორფოზს და გარდაიქცევა ზრდასრულ ფორმად.
For example, most salamander species have a larval stage that undergoes metamorphosis in becoming an adult.
535414.
Biology | Chapter XXIV
მაგრამ ზოგი სახეობა იზრდება ზრდასრულის ზომამდე და ხდება სქესმწიფე, მაგრამ ამავე დროს აქვს ლაყუჩები და სხვა ლარვული თვისებები.
But some species grow to adult size and become sexually mature while retaining gills and other larval features.
535415.
Biology | Chapter XXIV
განვითარების დროის ამ ევოლუციური ცვლილების შედეგად წარმოიქმნება ცხოველები, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან თავიანთი წინაპრებისგან. თუმცა ამ დროს არ ხდება დიდი გენეტიკური ცვლილებები.
Such an evolutionary alteration of developmental timing can produce animals that appear very different from their ancestors, even though the overall genetic change may be small.
535416.
Biology | Chapter XXIV
მართლაც, ბოლო დაკვირვებებიდან ჩანს, რომ აქსოლოტლ სალამანდრაში პედამორფოზი წარმოიქმნა ერთ ლოკუსში მომხდარი მცირე გენეტიკური ცვლილებების შედეგად. სხვა გენებში ამ დროს ცვლილებები არ მომხდარა.
Indeed, recent evidence indicates that a genetic change at a single locus was probably sufficient to bring about paedomorphosis in the axolotl salamander, although other genes may have contributed as well.
535417.
Biology | Chapter XXIV
ჰეტეროქრონია მოქმედებს მორფოლოგიის ევოლუციაზე. ის ცვლის სხეულის სხვადასხვა ნაწილების განვითარების სიჩქარეს, ან ცვლის სხეულის გარკვეული ნაწილების განვითარების დაწყების ან დასრულების დროს.
In summary, heterochrony affects the evolution of morphology by altering the rates at which various body parts develop or by changing the timing of onset or completion of a particular part's development.
535418.
Biology | Chapter XXIV
ცვლილებები სივრცობრივ სტრუქტურაში.
Changes in Spatial Pattern.
535419.
Biology | Chapter XXIV
ძირითადი ევოლუციური ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს ცვლილებებით იმ გენებში, რომლებიც აკონტროლებენ სხეულის ნაწილების ადგილმდებარეობას და სივრცობრივ აგებულებას.
Substantial evolutionary changes can also result from alterations in genes that control the placement and spatial organiofzation of body parts.
535420.
Biology | Chapter XXIV
მაგალითად, როგორც აღწერილია 21 თავში, ჰომეოზისური გენი განსაზღვრავს ფრინველებში მნიშვნელოვანი სტრუქტურების - წყვილი ფრთების და წყვილი კიდურების განვითარებას. იგივე გენი განსაზღვრავს, თუ სად განვითარდება ან როგორ იქნება მოწყობილი მცენარის ყვავილის ნაწილები.
For example, as described in Chapter 21, homeotic genes determine such basic features as where a pair of wings and a pair of legs will develop on a bird or how a plant's flower parts are arranged.