მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535381.
ბიოლოგია | თავი XXIV
გაითვალისწინეთ, რომ ფუნქციის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ სტრუქტურა მიზანმიმართულად, მომავალი ცვლილების გათვალისწინებით ვითარდებოდა.
Note that the concept of exaptation does not imply that a structure somehow evolves in anticipation of future use.
535382.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბუნებრივ გადარჩევას არ შეუძლია მომავლის განჭვრეტა; მას შეუძლია მხოლოდ გააძლიეროს სტრუქტურა, რომლის გამოყენება მოცემულ მომენტში არის აუცილებელი.
Natural selection cannot predict the future; it can only improve a structure in the context of its current utility.
535383.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: ფრინველების მსუბუქი, ფორებიანი ძვლები ჰომოლოგიურია ხმელეთზე მობინადრე ფრინველების წინაპრის ძვლების.
For example, the lightweight, honeycombed bones of birds are homologous to the bones of birds' earthbound ancestors.
535384.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუმცა ფორიანი ძვლები ფრინველების წინაპრებში არ განვითარებულან, მომავალი ფრენისთვის საჭირო ადაპტაციის სახით. მათ მფლობელებს ალბათ სხვა სარგებელი ჰქონდათ ამ ძვლებისგან.
However, honeycombed bones could not have evolved in the ancestors as an adaptation for future flight-they must have had another benefit.
535385.
ბიოლოგია | თავი XXIV
ფრინველის ახლო მონათესავე სახეობის ნამარხები ნაპოვნი იყო ჩინეთში.
Fossils of some close relatives of birds have been found in China.
535386.
ბიოლოგია | თავი XXIV
ეს მცირე ზომის ცხოველები არ დაფრინავდნენ. მათ ჰქონდათ ფეხები, რომელთა საშუალებით დაძვრებოდნენ ხეებზე და ისხდნენ ხის ტოტებზე.
These small animals were unable to fly but had feet that enabled them to climb and perch in trees.
535387.
ბიოლოგია | თავი XXIV
მსუბუქი ძვლები ალბათ აადვილებდნენ ხეზე მოძრაობას.
Lightweight bones would have aided this lifestyle.
535388.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ ცხოველებს ფრთის მსგავსი წინა კიდურები და ბუმბული ჰქონდათ. ბუმბული ზრდიდა ამ მცირე ზომის ცხოველების წინა კიდურების ფართობს. ალბათ დასაწყისში მას სხვა ფუნქცია ჰონდა, მაგალითად საქორწინო რიტუალის, თერმორეგულაციის ან შენიღბვის (ფუნქციები რომლებსაც ბუმბული დღემდე ასრულებს). შემდეგ კი დაიწყო მისი გამოყენება ფრენისთვის.
It is possible that winglike forelimbs and feathers, which would have increased the surface area of these small animals' forelimbs, were co-opted for flight after functioning in some other capacity, such as courtship, thermoregulation, or camouflage (functions that feathers still serve today).
535389.
ბიოლოგია | თავი XXIV
პირველი ფრენა ალბათ მცირე მანძილზე ირაო იყო.
The first flights might have been only short glides.
535390.
ბიოლოგია | თავი XXIV
მართლაც, პირველი ბუმბული, რომელსაც ვხვდებით ნამარხებში იყო მოკლე და ღინღლისმაგვარი. ფრენისთვის ადაპტირებული ბუმბული მოგვიანებით გაჩნდა.
Indeed, the first feathers to leave traces in the fossil record were short and downy; feathers adapted for flight appeared later.
535391.
ბიოლოგია | თავი XXIV
დროის განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გადაირჩა დამატებითი მუტაციები. ამის შემდეგ ბუმბული და ფრთები ისეთნაირად გარდაქმნა, რომ უკეთ ასრულებდნენ ახალ ფუნქციას.
Over time, natural selection screening additional mutations remodeled feathers and wings in ways that better fit their new function.
535392.
ბიოლოგია | თავი XXIV
ფუნქციის შეცვლის კონცეფცია გვთავაზობს ახნას, თუ როგორ მოხდა თანდათან ახალი თვისებების განვითარება მთელი რიგი შუამავალი სტადიების გავლით. ყოველ სტადიაზე ამ თვისებებს ორგანიზმისთვის იმ პერიოდისთვის სასარგებლო ფუნქცია ჰქონდათ.
The concept of exaptation offers one explanation for how novel features can arise gradually through a series of intermediate stages, each of which has some function in the organism's current context.
535393.
ბიოლოგია | თავი XXIV
ჰარვარდის უნივერსიტეტის ზოოლოგის კარელ ლაიემის სიტყვებით „ევოლუცია ჰგავს მანქანის ახალი მოდელის შექმნის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მანქანის მოძრაობასთან პარალელურად“.
In the words of Harvard University zoologist Karel Liem, "Evolution is like modifying a machine while it's running."
535394.
ბიოლოგია | თავი XXIV
განვითარების მაკონტროლებელი გენების ევოლუცია.
Evolution of the Genes That Control Development.
535395.
ბიოლოგია | თავი XXIV
როგორც 21 თავში წაიკითხეთ ევოლუციურ ბიოლოგიასა და განვითარების ბიოლოგიას შორის კავშირით შუქდება, თუ მცირე გენეტიკური სხვაობა ინდივიდებს შორის როგორ გარდაიქმნება სახეობათა შორის დიდ მორფოლოგიურ განსხვავებად.
As you read in Chapter 21, “evo-devo”—the interface between evolutionary biology and developmental biology is illuminating how slight genetic divergences can be magnified into major morphological differences between species.
535396.
ბიოლოგია | თავი XXIV
გენები, რომლებიც აპროგრამებენ განვითარებას, ამავე დროს აკონტროლებენ სტრუქტურების განვითარების ხარისხს, დროს და სივრცობრივი განლაგების ცვლილებებს.
Genes that program development control the rate, timing, and spatial pattern of changes in an organism's form as it develops from a zygote into an adult.
535397.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბევრი განმაცვიფრებელი ევოლუციური ცვლილება არის ჰეტეროქრონიის შედეგი (ბერძნულიდან hetero – განსხვავებული და chronos – დრო). განვითარების ეტაპის გავლისთვის საჭირო დროის მონაკვეთის ან სხეულის ნაწილების ფარდობითი განვითარების ევოლუციური ცვლილებები.
Many striking evolutionary transformations are the result of heterochrony (from the Greek hetero, different, and chronos, time) an evolutionary change in the rate or timing of developmental events.
535398.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: ორგანიზმის ფორმა ნაწილობრივ დამოკიდებულია სხეულის განსხვავებული ნაწილების ზრდის სიჩქარის შეფარდებაზე სხვა ნაწილების ზრდის სიჩქარესთან.
For example, an organism's shape depends in part on the relative growth rates of different body parts during development.
535399.
ბიოლოგია | თავი XXIV
ეს პროპორცია ანიჭებს სხეულს სპეციფიკურ ფორმას. მას უწოდებენ ალომეტრიულ ზრდას (ბერძნულიდან Aallos- სხვა და metron - გაზომვა).
This proportioning that helps give a body its specific form is called allometric growth (from the Greek allos, other, and metron, measure).
535400.
ბიოლოგია | თავი XXIV
24.15ა სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ იცვლება ალომეტრიული ზრდის შედეგად ადამიანის სხეულის პროპორციები მისი განვითარების დროს.
Figure 24.15a tracks how allometric growth alters human body proportions during development.