669201 Records found
535601.
Biology | Chapter XXV
საფუძველს შედარებისთვის უნდა წარმოქმნიდეს ჯგუფის ფარგლებს გარეთა სახეობა. ეს არის სახეობა ან სახეობათა ჯგუფი, რომლებიც ახლოს ენათესავებიან ჯგუფის შიგნით მყოფ სახეობებს, ანუ იმ სხვადასხვა სახეობებს, რომლებსაც ჩვენ ვსწავლობთ.
As a basis of comparison, we need to designate an outgroup, which is a species or group of species that is closely related to the ingroup, the various species we are studying.
535602.
Biology | Chapter XXV
ჯგუფის ფარგლებს გარეთ მყოფი სახეობა ნაკლებად ენათესავება ჯგუფის ფარგლებში მყოფ სახეობებს, ვიდრე ჯგუფის შიგნით მყოფი სახეობები სხვადასხვა თვისებების მიხედვით, (ანუ პალეონტოლოგიის, ემბრიონული განვითარების და გენების თანმიმდევრობის მიხედვით) ენათესავებიან ერთმანეთს.
The outgroup is known to be less closely related than any of the ingroup members are to each other based on other evidence (such as paleontology, embryonic development, and gene sequences).
535603.
Biology | Chapter XXV
ჩვენს შემთხვევაში ჯგუფის ფარგლებს გარეთ მყოფი სახეობის კარგი არჩევანი არის ლანცეტი. ლანცეტი არის მცირე ზომის ცხოველი, რომელიც ბინადრობს ზღვის ნაპირებთან და (ხერხემლიანების მსგავსად) არის ტიპი ქორდიანების წევრი, მაგრამ არ აქვს ხერხემალი.
A good choice of an outgroup for our example is a lancelet, a small animal that lives in mudflats and (like vertebrates) is a member of the phylum Chordata, but does not have a backbone.
535604.
Biology | Chapter XXV
ჯგუფგარე სახეობის ჯგუფშიდა სახეობებთან შედარებით შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი კლადოგრამის შენება.
We can begin building our cladogram by comparing the ingroup with the outgroup.
535605.
Biology | Chapter XXV
ჯგუფგარე სახეობის შედარება ჯგუფშიდა სახეობებთან დაფუძნებულია იმის დაშვებაზე, რომ ორივეში, ჯგუფგარე სახეობაშიც და ჯგუფშიდა სახეობაშიც არსებული ჰომოლოგიები, უნდა იყვნენ ის პრიმიტიული თვისებები, რომლებიც წინ უსწრებენ ორივე ჯგუფის დათიშვას საერთო წინაპრისგან.
Outgroup comparison is based on the assumption that homologies present in both the outgroup and ingroup must be primitive characters that predate the divergence of both groups from a common ancestor.
535606.
Biology | Chapter XXV
ჩვენს შემთხვევაში, ასეთი თვისების მაგალითია სტრუქტურა, რომელსაც ნოტოქორდას ეძახიან. ეს არის მოქნილი ჭიმი, რომელიც გასდევს ცხოველის ზურგის მხარეს.
In our study case, an example of such a character is a structure called a notochord, a flexible rod running the length of the animal.
535607.
Biology | Chapter XXV
ლანცეტებში ნოტოქორდა არსებობს მთელი მათი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ ხერხემლიანებში ნოტოქორდა არსებობს მხოლოდ ემბრიონული განვითარების პერიოდში. შემდგომი განვითარების დროს ის იცვლება ხერხემლით.
Lancelets have notochords throughout their lives, but in vertebrates the notochord is present only in embryos and is replaced later in development by the backbone.
535608.
Biology | Chapter XXV
ჯგუფის შიდა სახეობები აჩვენებენ შერეულ, საერთო პრიმიტიულ და საერთო წარმოქმნილ თვისებებს.
The species making up the ingroup display a mixture of shared primitive and shared derived characters.
535609.
Biology | Chapter XXV
ჯგუფგარე სახეობის შედარება საშუალებას გვაძლევს, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ თვისებებზე, რომლებიც წარმოიქმნენ ხერხემლიანების ევოლუციის დროს განშტოებების სხვადასხვა წერტილებში.
The outgroup comparison enables us to focus on just those characters that were derived at the various branch points of vertebrate evolution.
535610.
Biology | Chapter XXV
სურათი 25.11ა გვაძლევს ასეთი თვისებების ჩამონათვალს.
Figure 25.11a tabulates examples of these characters.
535611.
Biology | Chapter XXV
გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფის შიგნით მყოფ ყველა ხერხემლიანს აქვს ხერხემალი; ეს არის ის საერთო პრიმიტიული თვისება, რომელიც წინაპარ ხერხემლიანს გააჩნდა, თუმცა ჯგუფგარე სახეობაში ეს თვისება არ არის.
Note that all the vertebrates in the ingroup have backbones; this is a shared primitive character that was present in the ancestral vertebrate, though not in the outgroup.
535612.
Biology | Chapter XXV
ახლა გაითვალისწინეთ, რომ მოძრავად შეერთებული ყბები არის თვისება, რომელიც არ აქვს მინოგებს, მაგრამ აქვს ჯგუფის შიგნით მყოფ ყველა სხვა წევრს; ეს თვისება გვეხმარება, დავადგინოთ ადრეული განშტოების ადგილი ხერხემლიანების კლადაში.
Now note that hinged jaws are a character absent in lampreys but present in other members of the ingroup; this character helps us identify an early branch point in the vertebrate clade.
535613.
Biology | Chapter XXV
სურათი 25.11 ბ ასევე აჩვენებს, თუ რა გზით გადავაქციოთ კლადოგრამაში ჰომოლოგიების ტაბულაში მოცემული მონაცემები.
Figure 25.11b illustrates how the data in our table of homologies can be translated into a cladogram.
535614.
Biology | Chapter XXV
გაითვალისწინეთ, რომ 25-ე სურათზე გამოსახული კლადოგრამა არ არის ფილოგენეტიკური ხე.
Note that the cladogram in Figure 25.11b is not a phylogenetic tree.
535615.
Biology | Chapter XXV
ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის გვიყვება ევოლუციის ისტორიას, მაგრამ ფილოგენეტიკურ ხედ რომ გადავაქციოთ, დაგვჭირდება მეტი ინფორმაცია.
We may suspect that it tells an evolutionary story, but to convert it to a phylogenetic tree we would need more information.
535616.
Biology | Chapter XXV
მაგალითად იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის და რომელ ჯგუფში გაჩნდნენ პირველად ესა თუ ის თვისებები, უნდა განვიხილოთ ნამარხები.
For example, from fossils, which can indicate when, and in which groups, the characters first appeared.
535617.
Biology | Chapter XXV
ფილოგენეტიკური ხე და დროის დადგენა.
Phylogenetic Trees and Timing.
535618.
Biology | Chapter XXV
მაგრამ ხის ზოგი ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო სპეციფიკური ინფორმაცია მივიღოთ განვითარების დროის შესახებ.
But some kinds of tree diagrams can be used to present more specific information about timing.
535619.
Biology | Chapter XXV
ფილოგრამა გვაძლევს ინფორმაციას იმ მოვლენების თანმიმდევრობაზე, რომლებიც ერთმანეთს ენათესავებიან, ულტრამეტრული ხეები გვაძლევენ ინფორმაციას იმ დროზე, სადაც მოხდა ესა თუ ის მოვლენა.
Phylograms present information about the sequence of events relative to one another, and ultrametric trees present information about the actual time that given events occurred.
535620.
Biology | Chapter XXV
ფილოგრამაზე განშტოების სიგრძის მეშვეობით ვიგებთ იმ ცვლილებების რიცხვს, რომელიც მოხდა დნმ-ის თანმიმდევრობაში ამ ევოლუციურ ხაზში.
In a phylogram, the length of a branch reflects the number of changes that have taken place in a particular DNA sequence in that lineage.