მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535621.
ბიოლოგია | თავი XXV
გაითვალისწინეთ, რომ 25.12 სურათზე მოცემულ ფილოგრამაზე ვერტიკალური ხაზების მთლიანი სიგრძე განშტოების ადგილიდან წვერამდე ნაკლებია, ვიდრე იმ ხაზის, რომელსაც მივყავართ ჯგუფის გარეთ მყოფ სახეობამდე, ანუ ხილის ბუზ დროზოფილამდე.
Note that in the phylogram in Figure 25.12, the total length of the vertical lines from the base of the tree to the mouse is less than that of the line leading to the outgroup species, the fruit fly Drosophila.
535622.
ბიოლოგია | თავი XXV
ეს მეტყველებს იმაზე, რომ დროზოფილის ხაზში მეტი გენეტიკური ცვლილება მოხდა, ვიდრე ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ხაზებში, მათი დათიშვის შემდეგ.
This implies that more genetic changes have occurred in the Drosophila lineage than in the bird and mammal lineages since they diverged.
535623.
ბიოლოგია | თავი XXV
მოგვიანებით ამ თავში წაიკითხავთ, როგორ ადგენენ დროს, რომელიც საჭირო იყო, რომ დნმ-ის და რნმ-ის თანმიმდევრობაში მომხდარიყო ცვლილებების გარკვეული რაოდენობა.
Later in this chapter you will read about how scientists can estimate the time that likely must have elapsed for a particular number of changes in a DNA or RNA sequence to occur.
535624.
ბიოლოგია | თავი XXV
ულტრამეტრული ხეები.
Ultrametric Trees.
535625.
ბიოლოგია | თავი XXV
მიუხედავად იმისა, რომ ფილოგრამაზე გამოხატულ განშტოებებს შეიძლება განსხვავებული სიგრძე ჰქონდეთ, საერთო წინაპრის შთამომავალი ყველა განსხვავებული ხაზი არსებობს ერთი და იგივე დროის განმავლობაში.
Even though the branches in a phylogram may have different lengths, all the different lineages that descend from a common ancestor have survived for the same number of years.
535626.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ადამიანებსა და ბაქტერიებს ჰყავდა საერთო წინაპარი, რომელიც ცოცხლობდა 3 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ.
To take an extreme example, humans and bacteria had a common ancestor that lived over 3 billion years ago.
535627.
ბიოლოგია | თავი XXV
ფაქტები ადასტურებს, რომ ეს წინაპარი იყო ერთუჯრედიანი პროკარიოტი. ბუნებრივია, რომ ის უფრო ჰგავდა ბაქტერიას, ვიდრე თანამედროვე ადამიანს.
Evidence indicates that this ancestor was a single-celled prokaryote, and thus it must have been more like a modern bacterium than like a human.
535628.
ბიოლოგია | თავი XXV
თუმცა თანამედროვე ბაქტერიები სტრუქტურულად შედარებით მცირედ შეიცვალნენ საერთო წინაპრისგან განვითარების შემდეგ, მათ ევოლუციურ ხაზშიც გავიდა ევოლუციის 3 მილიარდ წელზე მეტი. ასევე 3 მილიარდ წელზე მეტი მიმდინარეობს ევოლუცია ევკარიოტების ხაზში, რომელიც ადამიანს მოიცავს.
Even though bacteria have apparently changed little in their structure since that common ancestor, there have nonetheless been 3 billion years of evolution in the bacterial lineage, just as there have been 3 billion years of evolution in the eukaryote lineage that includes humans.
535629.
ბიოლოგია | თავი XXV
დროის ეს ერთნაირი მონაკვეთი აისახება ულტრამეტრულ ხეზე.
These equal amounts of chronological time can be represented in an ultrametric tree.
535630.
ბიოლოგია | თავი XXV
დატოტვა ულტრამეტრულ ხეზე იგივეა, როგორიც ფილოგრამაზე, მაგრამ საერთო წინაპრიდან წარმოშობილი და თანამედროვე სახეობებამდე მოსული ყველა განშტოება არის ერთნაირი სიგრძის.
In an ultrametric tree, the branching pattern is the same as in a phylogram, but all the branches that can be traced from the common ancestor to the present are of equal length.
535631.
ბიოლოგია | თავი XXV
ულტრამეტრული ხეები არ შეიცავს ინფორმაციას ევოლუციის განსხვავებულ სიჩქარეზე. ამის ნახვა შეიძლება ფილოგრამაში. ულტრამეტრულ ხეებს შეუძლიათ ნამარხებიდან მიღებული მონაცემები ასახონ. ამის საშუალებით შეიძლება შესაბამისი დატოტვის წერტილი მოვათავსოთ გეოლოგიური დროის კონტექსტში.
While ultrametric trees do not contain the information about different evolutionary rates that can be found in phylograms, they can draw on data from the fossil record to place certain branch points in the context of geologic time.
535632.
ბიოლოგია | თავი XXV
მაქსიმალური ეკონომიურობა და მაქსიმალური მსგავსება.
Maximum Parsimony and Maximum Likelihood.
535633.
ბიოლოგია | თავი XXV
ვინაიდან დნმ-ის თანმიმდევრობაზე არსებული მონაცემების რაოდენობა იზრდება, შესაძლებელი ხდება უფრო მეტი სახეობის დაკავშირება. ამასთან უფრო ძნელი ხდება ისეთი ფილოგენეტიკური ხის აგება, რომელიც უკეთ ასახავს ევოლუციურ ისტორიას.
As available data about DNA sequences increase and it becomes possible to link more and more species, the difficulty of building the phylogenetic tree that best describes evolutionary history also grows.
535634.
ბიოლოგია | თავი XXV
ვთქვათ, ატარებთ 50 სახეობის ანალიზს.
What if you are analyzing data for 50 species?
535635.
ბიოლოგია | თავი XXV
არსებობს 3 × 1076 განსხვავებული გზა, რომ დავალაგოთ ეს 50 სახეობა და მივიღოთ ფილოგენეტიკური ხე!
There are 3 x 1076 different ways to arrange 50 species into a tree!
535636.
ბიოლოგია | თავი XXV
საკითხავია, ამ უზარმაზარი ტყის რომელი ხე უკეთ ასახავს ნამდვილ ფილოგენიას?
And which tree in this huge forest reflects the true phylogeny?
535637.
ბიოლოგია | თავი XXV
სისტემატიკოსები ვერასდროს იტყვიან დარწმუნებით, რომელი ხეა საუკეთესო ამ უზარმაზარ რაოდენობაში. მაგრამ მათ შეუძლიათ, შეამცირონ შესაძლებლობების რაოდენობა, თუ მიმართავენ მაქსიმალური ეკონომიისა და მაქსიმალური მიმსგავსების პრინციპს.
Systematists can never be sure of finding the single best tree in such a large data set, but they can narrow the possibilities by applying the principles of maximum parsimony and maximum likelihood.
535638.
ბიოლოგია | თავი XXV
მაქსიმალური ეკონომიის პრინციპის თანახმად, პირველად უნდა განვიხილოთ ფაქტებით დადასტურებული ყველაზე მარტივი ახსნა.
According to the principle of maximum parsimony, we should first investigate the simplest explanation that is consistent with the facts.
535639.
ბიოლოგია | თავი XXV
ეკონომიის პრინციპს ასევე ეძახიან ოკამის სამართებელს, მეთოთხმეტე საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის უილიამ ოკამის პატივსაცემად, მან წარმოადგინა პრობლემის გადაწყვეტის მინიმალისტური გზა არააუცილებელი სირთულეების “ამოპარსვის” მეშვეობით.
The parsimony principle is also called "Occam's Razor" after William of Occam, a 14th-century English philosopher who advocated this minimalist problemsolving approach of "shaving away" unnecessary complications.
535640.
ბიოლოგია | თავი XXV
მორფოლოგიურ თვისებებზე დაფუძნებული ხეების შემთხვევაში, ყველაზე ეკონომიური ხე იქნება ის, რომლის ასაგებად საკმარისია მცირე რაოდენობის ევოლუციური მოვლენები. ამავე დროს ევოლუციური მოვლენების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს, რომ ხემ ასახოს საერთო მეორეული თვისებები.
In the case of trees based on morphological characters, the most parsimonious tree is the one that requires the fewest evolutionary events to have occurred in the form of shared derived characters.