მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535581.
ბიოლოგია | თავი XXV
ხის ფარგლებში კლადა (ბერძნულიდან klados - ტოტი) განისაზღვრება, როგორც სახეობების ჯგუფი, რომელშიც შედის წინაპარი სახეობა და მის ყველა შთამომავალი სახეობა.
Within the tree, a clade (from the Greek klados, branch) is defined as a group of species that includes an ancestral species and all its descendants.
535582.
ბიოლოგია | თავი XXV
კლადისტიკა არის იმის ანალიზი, თუ როგორ ხდება კლადაში სახეობების დაჯგუფება.
The analysis of how species may be grouped into clades is called cladistics.
535583.
ბიოლოგია | თავი XXV
კლადა, ისევე როგორც ტაქსონომიური ხაზი, შეიძლება მოვათავსოთ უფრო დიდ კლადაში.
Clades, like taxonomic ranks, can be nested within larger clades.
535584.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: კატისებრთა ოჯახი ქმნის კლადას, უფრო დიდ კლადაში, რომელშიც შედის ასევე ძაღლისებრთა ოჯახი.
For example, the cat family represents a clade within a larger clade that also includes the dog family.
535585.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგრამ ორგანიზმის ყველა დაჯგუფება არ ქმნის კლადას.
But not all groupings of organisms qualify as clades.
535586.
ბიოლოგია | თავი XXV
ნამდვილი კლადა არის მონოფილეტური („ერთი გვარის წარმომადგენლები“), რაც ნიშნავს, რომ ის შედგება წინაპარი სახეობიდან და ყველა მისი შთამომავლისგან.
A valid clade is monophyletic (meaning "single tribe"), signifying that it consists of the ancestor species and all its descendants.
535587.
ბიოლოგია | თავი XXV
თუ კლადის ზოგიერთ წევრზე ინფორმაცია არ გვაქვს, ვიღებთ პარაფილეტურ ჯგუფს. ის შედგება წინაპარი სახეობიდან და ზოგი, მაგრამ არა ყველა, შთამომავალი სახეობიდან..
When we lack information about some members of a clade, the result is a paraphyletic grouping that consists of an ancestral species and some, but not all, of the descendants.
535588.
ბიოლოგია | თავი XXV
ან ვიღებთ რამდენიმე სახეობის პოლიფილეტურ ჯგუფს. ეს იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჯგუფის სახეობებს არ აქვთ საერთო წინაპარი, ან ის უცნობია.
Or the result may be a polyphyletic grouping of several species that lack a common ancestor.
535589.
ბიოლოგია | თავი XXV
თუ გვაქვს ასეთი ვითარება, ის მოითხოვს შემდგომ რეკონსტრუქციას. უნდა შევავსოთ ჯგუფი ისეთი სახეობებით, რომ მივიღოთ მონოფილეტური კლადა.
Such situations call for further reconstruction to uncover species that tie together these groupings into monophyletic clades.
535590.
ბიოლოგია | თავი XXV
საერთო პრიმიტიული და საერთო წარმოქმნილი თვისებები.
Shared Primitive and Shared Derived Characters.
535591.
ბიოლოგია | თავი XXV
სისტემატიკოსებმა განსაზღვრეს ჰომოლოგიური და ანალოგიური მსგავსება. ახლა მათ შეუძლიათ ჰომოლოგიების მიხედვით განასხვაონ საერთო პრიმიტიული და წარმოქმნილი თვისებები.
After systematists have separated homologous from analogous similarities, they must sort through the homologies to distinguish between shared primitive and shared derived characters.
535592.
ბიოლოგია | თავი XXV
„თვისება” ამ შემთხვევაში არის ყოველი ის თვისება, რომელიც ცალკეულ ტაქსონს გააჩნია.
"Character" here refers to any feature that a particular taxon possesses.
535593.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეზისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჰომოლოგიური თვისებები.
The characters that are relevant to phylogeny, of course, are the homologous ones.
535594.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ძუძუმწოვრების საერთო ჰომოლოგიური თვისებაა ხერხემლის მალა.
For example, all mammals share the homologous character of a backbone.
535595.
ბიოლოგია | თავი XXV
თუმცა ხერხემალი არ განასხვავებს ძუძუმწოვრებს სხვა ხერხემლიანებისგან, ვინაიდან თევზებს და რეპტილიებს ასევე გააჩნიათ ხერხემალი.
However, the presence of a backbone does not distinguish mammals from other vertebrates because nonmammalian vertebrates such as fishes and reptiles also have backbones.
535596.
ბიოლოგია | თავი XXV
ხერხემალი არის ჰომოლოგიური სტრუქტურა, რომელიც წინ უსწრებს ძუძუმწოვრების კლადის გამოყოფას სხვა ხერხემლიანებისგან; ის არის საერთო პრიმიტიული თვისება, თვისება, რომელიც საერთოა იმ ტაქსონის ფარგლებს გარეთაც, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ.
The backbone is a homologous structure that predates the branching of the mammalian clade from the other vertebrates; it is a shared primitive character, a character that is shared beyond the taxon we are trying to define.
535597.
ბიოლოგია | თავი XXV
გაითვალისწინეთ, რომ განშტოების უფრო ღრმა წერტილში ხერხემალი ასევე შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთო წარმოებული თვისება, რომლის შეძენის შემდეგ ყველა ხერხემლიანი გამოეყო სხვა ცხოველებს.
Note that the backbone can also qualify as a shared derived character, but only at a deeper branch point that distinguishes all vertebrates from other animals.
535598.
ბიოლოგია | თავი XXV
ხერხემლიანებს შორის კი ხერხემალი არის საერთო პრიმიტიული თვისება, ვინაიდან ის განუვითარდა ყველა ხერხემლიანის საერთო წინაპარს.
Among vertebrates, the backbone is considered a shared primitive character because it evolved in the ancestor common to all vertebrates.
535599.
ბიოლოგია | თავი XXV
სისტემატიკოსები ჯგუფის შედარებისას იყენებენ შესადარებელი ჯგუფის ფარგლებს გარეთ მდგომ სახეობებს. მათ ადარებენ ჯგუფის შიგნით მყოფ სახეობებს იმისთვის, რომ განასხვაონ საერთო წარმოქმნილი თვისებები და საერთო პრიმიტიული თვისებები.
Systematists use outgroup comparison to differentiate between shared derived characters and shared primitive characters.
535600.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ მეთოდის განსახილველად, მოდით, შევადგინოთ ხუთი ხერხემლიანის კლადოგრამა. ეს ხერხემლიანებია: ლეოპარდი, კუ, სალამანდრა, ტუნა და მინოგა (წყლის უყბო ხერხემლიანი).
To demonstrate this method, let's arrange five vertebrates--a leopard, turtle, salamander, tuna, and lamprey (a jawless aquatic vertebrate)-into a cladogram.