669201 Records found
560261.
Biology | Chapter XXVII
საბოლოოდ კი გაეცნობით ადამიანების სიცოცხლის დამოკიდებულებას „კეთილ“ პროკარიოტებზე და ბიოტექნოლოგიის მიერ ამ ფართოდ გავრცელებული ორგანიზმების მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) აქტივობის გამოყენებას.
Finally, you will learn how humans depend on benign prokaryotes for our very survival, and how biotechnology is beginning to harness the metabolic powers of these pervasive organisms.
560262.
Biology | Chapter XXVII
ფუნქციონალური და გენეტიკური ადაპტაციების როლი პროკარიოტების განვითარებაში.
Structural, functional, and genetic adaptations contribute to prokaryotic success.
560263.
Biology | Chapter XXVII
პროკარიოტების უმეტესობა ერთუჯრედიანი ორგანიზმია, თუმცა ზოგი სახეობა მცირე დროით აგრეგაციებს (მრავალი უჯრედის გროვა) ქმნის. ხანდახან აგრეგაცია მუდმივია და კოლონიები წარმოიქმნება.
Most prokaryotes are unicellular, although some species aggregate transiently or permanently in colonies.
560264.
Biology | Chapter XXVII
პროკარიოტული უჯრედების დიამეტრი, როგორც წესი, 1-5 μმ-ია. ევკარიოტული უჯრედების დიამეტრი კი საშუალოდ 10-100 μმ–ია.
Prokaryotic cells typically have diameters in the range of 1-5 μm, much smaller than the 10-100 μm diameter of many eukaryotic cells.
560265.
Biology | Chapter XXVII
ერთი გამონაკლისია გიგანტი პროკარიოტი Thiomargarita namibiensis, რომლის დიამეტრი 750 μმ-ია. მას შეუიარაღებელი თვალითაც ნახავთ.
One notable exception is the giant prokaryote Thiomargarita namibiensis, which is about 750 μm in diameterjust visible to the unaided eye.
560266.
Biology | Chapter XXVII
პროკარიოტული უჯრედების ფორმა სხვადასხვაა.
Prokaryotic cells have a variety of shapes.
560267.
Biology | Chapter XXVII
ყველზე გავრცელებული ფორმებია; სფერო (კოკი), ჩხირი (ბაცილა) და სპირალი.
The three most common of which are spheres (cocci), rods (bacilli), and spirals.
560268.
Biology | Chapter XXVII
უჯრედის ზედაპირის სტრუქტურები.
Cell-Surface Structures.
560269.
Biology | Chapter XXVII
უჯრედის გარსი თითქმის ყველა პროკარიოტული უჯრედის ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურაა, რომლის საშუალებით უჯრედი სტაბილურ ფორმას ინარჩუნებს. ის ასევე ქმნის ფიზიკურ ბარიერს და უჯრედს ჰიპოტონიურ გარემოში გასკდომისგან იცავს.
One of the most important features of nearly all prokaryotic cells is their cell wall, which maintains cell shape, provides physical protection, and prevents the cell from bursting in a hypotonic environment.
560270.
Biology | Chapter XXVII
ჰიპერტონიულ გარემოში პროკარიოტების უმეტესობა, ისევე როგორც გარსის მქონე სხვა უჯრედები, წყალს კარგავს და იკუმშება - მისი შიგთავსი უჯრედის გარსს შორდება (პლაზმოლიზი).
In a hypertonic environment, most prokaryotes lose water and shrink away from their wall (plasmolyze), like other walled cells.
560271.
Biology | Chapter XXVII
წყლის დიდი დანაკლისი პროკარიოტების რეპროდუქციას (გამრავლებას) აბრკოლებს. მარილის გამოყენება კონკრეტული საკვების შესანახად, მაგალითად ლორისა და თევზის, ზუსტად ამ თვისებით აიხსნება.
Severe water loss inhibits the reproduction of prokaryotes, which explains why salt can be used to preserve certain foods, such as pork and fish.
560272.
Biology | Chapter XXVII
პროკარიოტული უჯრედის გარსის მოლეკულური აგებულება და შემადგენლობა ევკარიოტული უჯრედის გარსისგან განსხვავდება.
The cell walls of prokaryotes differ in molecular composition and construction from those of eukaryotes.
560273.
Biology | Chapter XXVII
მეხუთე თავში წაიკითხეთ, რომ ევკარიოტების უჯრედის გარსი ძირითადად ცელულოზისგან ან ქიტინისგან შედგება.
As you read in Chapter 5, eukaryotic cell walls are usually made of cellulose or chitin.
560274.
Biology | Chapter XXVII
ბაქტერიების უმეტესობის უჯრედის გარსი კი პეპტიდოგლიკანს, შაქრის მოდიფიცირებულ პოლიმერს, შეიცავს. პოლიმერი ქმნის ბადეს, რომელიც მოკლე პოლიპეპტიდებით ჯვარედინად შეერთებულია.
In contrast, most bacterial cell walls contain peptidoglycan, a network of modified-sugar polymers crosslinked by short polypeptides.
560275.
Biology | Chapter XXVII
ეს მოლეკულური მასალა ბაქტერიის შიგთავსის შეკვრას ემსახურება და ბაქტერიის ზედაპირს მისგან მოშორებულ მოლეკულებსაც აბამს.
This molecular fabric encloses the entire bacterium and anchors other molecules that extend from its surface.
560276.
Biology | Chapter XXVII
არქეების უჯრედის გარსი მრავალფეროვანი პოლისაქარიდებისა და ცილებისგან შედგება, მაგრამ პეპტიდოგლიკანს ანუ მუკოპეპტიდს არ შეიცავს.
Archaean cell walls contain a variety of polysaccharides and proteins but lack peptidoglycan.
560277.
Biology | Chapter XXVII
მეცხრამეტე საუკუნეში დანიელმა ექიმმა, ჰანს ქრისტიან გრამმა ბაქტერიული უჯრედის გარსის შეღებვის მეთოდიკა განავითარა, რომელსაც გრამის სახელი უწოდეს. ამ მეთოდიკაზე (გრამის საღებავი) დაყრდნობით მეცნიერები ბაქტერიებს ორ ჯგუფად ყოფენ, რაც უჯრედის გარსის სხვადასხვა შემადგენლობას ეფუძნება.
Using a technique called the Gram stain, developed by the nineteenth-century Danish physician Hans Christian Gram, scientists can classify many bacterial species into two groups based on differences in cell wall composition.
560278.
Biology | Chapter XXVII
გრამდადებითი ბაქტერიების გარსი მარტივი აგებულებისაა და შედარებით დიდი რაოდენობის პეპტიდოგლიკანს შეიცავს.
Gram-positive bacteria have simpler walls with a relatively large amount of peptidoglycan.
560279.
Biology | Chapter XXVII
გრამუარყოფითი ბაქტერიების გარსი ნაკლებ პეპტიდოგლიკანს შეიცავს და მისი აგებულება უფრო რთულია. მათ აქვთ გარეგანი მემბრანა, რომელიც ლიპოპოლისაქარიდებს შეიცავს (ნახშირწყალბადების ნაერთი ლიპიდებთან).
Gram-negative bacteria have less peptidoglycan and are structurally more complex, with an outer membrane that contains lipopolysaccharides (carbohydrates bonded to lipids).
560280.
Biology | Chapter XXVII
მედიცინაში გრამის მიხედვით შეღებვა ძალიან მნიშვნელოვანი საიდენტიფიკაციო მეთოდია.
Gram staining is a particularly valuable identification tool in medicine.