მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560241.
ბიოლოგია | თავი XXVI
კამათი ზოგიერთი ერთუჯრედიანი უმარტივესის მცენარეების, სოკოების ან ცხოველების სამეფოში გადაყვანაზე დღემდე გრძელდება.
Debate continues over whether some single-celled protists should be transferred to Plantae, Fungi, or Animalia.
560242.
ბიოლოგია | თავი XXVI
სრული თანხმობის მიღწევას მრავალი კვლევა დასჭირდება. დასადგენია სიცოცხლის სამ დომენს შორის არსებული კავშირი და მათში შემავალი სამეფოების რაოდენობა.
Much more research is needed before we can arrive at a consensus about how the three domains of life are related and about how many kingdoms each domain should include.
560243.
ბიოლოგია | თავი XXVI
მეცნიერები განაგრძობენ ორგანიზმების კოლონიების აღმოჩენას და შესწავლას, მაგალითად ღრმად მიწისქვეშ მობინადრე ორგანიზმების და მათ კულტივირებას ცდილობენ. უეჭველია, რომ ამ პროცესში ორგანიზმების ახალ ჯგუფებს აღმოვაჩენთ, რაც ტაქსონომიის მოდერნიზაციას გამოიწვევს.
As we explore newly discovered microbial communities, such as those that live deep underground, and as we learn how to culture more of the organisms in those communities, we will no doubt discover new groups that will lead to further taxonomic remodeling.
560244.
ბიოლოგია | თავი XXVI
27-34 თავების კითხვისას სიცოცხლის მრავალფეროვნებას გაეცნობით. გახსოვდეთ, რომ ფილოგენეზური ხე და ტაქსონომიური ჯგუფები ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე აგებული ჰიპოთეზაა.
As you survey the diversity of life in Chapters 27-34, keep in mind that phylogenetic trees and taxonomic groupings are hypotheses that fit the best available data.
560245.
ბიოლოგია | თავი XXVI
შემოწმებადი ჰიპოთეზების კვლევა უწყვეტად მიმდინარეობს, რაც ადასტურებს, რომ ევოლუციურ ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა.
It is the continuing scrutiny of testable hypotheses that validates evolutionary biology as a natural science.
560246.
ბიოლოგია | თავი XXVII
ისინი თითქმის ყველგან არსებობენ.
They're (Almost) Everywhere!
560247.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების უმრავლესობის ზომა მიკროსკოპულია.
Most prokaryotes are microscopic.
560248.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზომის დანაკლისს ისინი მრავალრიცხოვნობით აკომპენსირებენ.
What they lack in size they more than make up for in numbers.
560249.
ბიოლოგია | თავი XXVII
ყველა პროკარიოტის ბიოლოგიური მასა (ბიომასა) ევკარიოტების მასაზე ათჯერ მეტია.
Their collective biological mass (biomass) is at least ten times that of all eukaryotes.
560250.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების რაოდენობა ნოყიერი ნიადაგის ერთ მუჭაში მეტია, ვიდრე ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მისი წარმოშობის შემდეგ დედამიწაზე ბინადრობდნენ.
The number of prokaryotes in a single handful of fertile soil is greater than the number of people who have ever lived.
560251.
ბიოლოგია | თავი XXVII
თავისი არსებობის ისტორიის განმავლობაში ეს ნაზი ორგანიზმები ბიოსფეროში ბატონობენ. რატომ და რით არის ეს გამოწვეული?
What has enabled these tiny organisms to dominate the biosphere throughout their history?
560252.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების წარმატების ერთ-ერთი მიზეზია ადაპტაციების დიდი რაოდენობა, რომელთა საშუალებით სხვადასხვა პროკარიოტი სხვადასხვა გარემოს ადვილად ითვისებს.
One reason for their success is a wealth of adaptations that enable various prokaryotes to inhabit diverse environments.
560253.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტები თითქმის ყველგან გვხვდებიან, სადაც სხვა ორგანიზმები ვერ ძლებენ: ძალიან მჟავე ან ძალიან მარილიან გარემოში, ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ ადგილებში.
Prokaryotes thrive almost everywhere, including places too acidic, too salty, too cold, or too hot for most other organisms.
560254.
ბიოლოგია | თავი XXVII
ისინი დანალექ ქანებში, 2 კილომეტრის სიღრმეზეც აღმოაჩინეს.
They have even been discovered in rocks 2 miles below Earth's surface.
560255.
ბიოლოგია | თავი XXVII
როცა ბიოლოგები ცდილობდნენ პროკარიოტების ევოლუციის ისტორიის რეკონსტრუქციას, რომელიც საფუძვლად უდევს მათი ტიპების მრავალფეროვნებას, აღმოაჩინეს, რომ მათ გასაოცარი გენეტიკური მრავალფეროვნებაც ახასიათებს.
In reconstructing the evolutionary history underlying the varied lifestyles of prokaryotes, biologists are discovering that these organisms have an astonishing genetic diversity.
560256.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად: რიბოსომული რნმ-ის შედარება აჩვენებს, რომ ბაქტერიის, Escherichia cloli-ს ორი შტამი გენეტიკურად უფრო განსხვავდება, ვიდრე იხვნისკარტა და ადამიანი.
For example, comparing ribosomal RNA reveals that two strains of the bacterial species Escherichia coli are genetically more different than a human and a platypus.
560257.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც 26-ე თავში წაიკითხეთ, პროკარიოტებს ყოფენ ორ დომენად: ბაქტერიებად და არქეებად.
As you read in Chapter 26, prokaryotes are classified into two domains, Bacteria and Archaea.
560258.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეს დომენები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მრავალი სტრუქტურული, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლებით.
These domains differ in many structural, physiological, and biochemical characteristics.
560259.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამ თავში პროკარიოტების ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე და მათ ძირითად ადაპტაციებზე წაიკითხავთ. მაგალითად, პროკარიოტები მონაწილეობენ ქიმიური ნივთიერებების წრებრუნვაში.
In this chapter, you will read about the remarkable adaptations of prokaryotes, as well as some of the essential ecological services they perform, such as the recycling of chemicals.
560260.
ბიოლოგია | თავი XXVII
წაიკითხავთ პროკარიოტების იმ სახეობებზე, რომლებიც ადამიანის სერიოზულ დაავადებებს იწვევენ.
You will also read about the minority of prokaryotic species that cause serious illness in humans.