მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560281.
ბიოლოგია | თავი XXVII
ბაქტერიების პათოგენური და დაავადების გამომწვევი გრამუარყოფითი სახეობები ძირითადად უფრო სახიფათონი არიან, ვიდრე გრამდადებითი სახეობები.
Among pathogenic, or disease-causing, bacteria, gram-negative species are generally more threatening than gram-positive species.
560282.
ბიოლოგია | თავი XXVII
გრამუარყოფითი ბაქტერიების კედლებზე არსებული ლიპოპოლისაქარიდები ხშირად ტოქსიკურია. გარეგანი მემბრანა კი ეხმარება ბაქტერიას მასპინძლის თავდაცვითი მექანიზმებისგან დაცვაში.
The lipopolysaccharides on the walls of gram-negative bacteria are often toxic, and the outer membrane helps protect these bacteria against the body's defenses.
560283.
ბიოლოგია | თავი XXVII
მეტიც, გრამუარყოფითი ბაქტერიები გრამდადებითებთან შედარებით ანტიბიოტიკების მიმართ უფრო რეზისტენტულნი (მდგრადები) არიან. მათი გარეგანი მემბრანა ხელს უშლის წამლის შეღწევას უჯრედში.
Furthermore, gram-negative bacteria are commonly more resistant than gram-positive species to antibiotics because the outer membrane impedes entry of the drugs.
560284.
ბიოლოგია | თავი XXVII
კონკრეტული ანტიბიოტიკების ეფექტურობას, პენიცილინის ჩათვლით, განაპირობებს მათი უნარი დააბრკოლონ პეპტიდოგლიკანის ჯვარედინი შეკვრის პროცესი. ანტიბიოტიკი ბლოკავს სრულყოფილი ბაქტერიული გარსის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით ეფექტურია ანტიბიოტიკების გამოყენება გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ.
The effectiveness of certain antibiotics, including penicillin, derives from their inhibition of the peptidoglycan cross-linking, thus preventing the formation of a functional cell wall, particularly in gram-positive bacteria.
560285.
ბიოლოგია | თავი XXVII
ანტიბიოტიკები უამრავ სხვადასხვა პათოგენურ ბაქტერიას შლიან, მაგრამ არ აზიანებენ ადამიანის სხეულის უჯრედებს, რომლებიც პეპტიდოგლიკანს არ შეიცავენ.
Such drugs destroy many species of pathogenic bacteria without adversely affecting human cells, which do not contain peptidoglycan.
560286.
ბიოლოგია | თავი XXVII
მრავალი პროკარიოტის უჯრედის გარსი დაფარულია კაფსულით. კაფსული პოლისაქარიდების ან ცილების წებოვანი შრეა.
The cell wall of many prokaryotes is covered by a capsule, a sticky layer of polysaccharide or protein.
560287.
ბიოლოგია | თავი XXVII
მისი საშუალებით პროკარიოტები სუბსტრატს, ან კოლონიის სხვა ინდივიდებს ემაგრებიან.
The capsule enables prokaryotes to adhere to their substrate or to other individuals in a colony.
560288.
ბიოლოგია | თავი XXVII
პათოგენურ პროკარიოტებს კაფსული მასპინძლის იმუნური სისტემის იერიშისგან იცავს.
Capsules can also shield pathogenic prokaryotes from attacks by their host's immune system.
560289.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგი პროკარიოტი ერთმანეთს ან სუბსტრატს თმისმაგვარი გამონაზარდების საშუალებით ემაგრება. ამ გამონაზარდებს ფიბრინებს – წამწამებს ეძახიან. ზოგი კი ამისთვის პილებს იყენებს.
Some prokaryotes stick to their substrate or to one another by means of hairlike appendages called fimbriae (singular, fimbria) and pili (singular, pilus).
560290.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც წესი, ფიბრინები უფრო მრავალრიცხოვანია და მოკლეა, ვიდრე პილები Neisseria gonorrhoeae - ბაქტერია, რომელიც გონორეას იწვევს, ფიბრინებს მასპინძლის უჯრედების ლორწოვან მემბრანასთან მისამაგრებლად იყენებს.
Fimbriae are usually more numerous and shorter than pili. Neisseria gonorrhoeae, the bacterium that causes gonorrhea, uses fimbriae to fasten itself to the mucous membranes of its host.
560291.
ბიოლოგია | თავი XXVII
სპეციალიზებული პილები, რომლებსაც სასქესო პილებს უწოდებენ, პროკარიოტებს კონიუგაციის მსვლელობისას აერთიანებენ. ამ პროცესის დროს ერთი უჯრედის დნმ მეორე უჯრედში გადადის.
Specialized pili, called sex pili, link prokaryotes during conjugation, a process in which one cell transfers DNA to another cell.
560292.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტებიდან დაახლოებით ნახევარს მიმართული მოძრაობა შეუძლია.
About half of all prokaryotes are capable of directional movement.
560293.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგი სახეობა უზარმაზარი სიჩქარით, 50 μმ/წამში მოძრაობს. ეს 50-ჯერ აღემატება მათი სხეულის სიგრძის ტოლი მანძილის წამში გავლის სიჩქარეს.
Some species can move at speeds exceeding 50 um/sec-up to 50 times their body length per second.
560294.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტის სამოძრაო მრავალფეროვანი სტრუქტურებიდან ყველაზე გავრცელებულია შოლტი. ის შეიძლება უჯრედის მთელ ზედაპირზე ვრცელდებოდეს, ან უჯრედის ერთ, ან ორივე ბოლოზე მდებარეობდეს.
Of the various structures that enable prokaryotes to move, the most common are flagella, which may be scattered over the entire cell surface or concentrated at one or both ends of the cell.
560295.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების შოლტი ევკარიოტების შოლტისგან როგორც სტრუქტურულად, ასევე ბიძგების მექანიზმით განსხვავდება. პროკარიოტის შოლტის სისქე ევკარიოტის შოლტის ერთი მეათედია.
The flagella of prokaryotes differ from those of eukaryotes in both structure and mechanism of propulsion.
560296.
ბიოლოგია | თავი XXVII
ის არ არის დაფარული პლაზმური მემბრანის გამონაზარდებით შედარებით ერთგვაროვან გარემოში შოლტიანი პროკარიოტები ქაოსურად მოძრაობენ.
Prokaryotic flagella are one-tenth the width of eukaryotic flagella and are not covered by an extension of the plasma membrane.
560297.
ბიოლოგია | თავი XXVII
ჰეტეროგენურ გარემოში კი ბევრ პროკარიოტს ტაქსისი ახასიათებს.
In a relatively uniform environment, flagellated prokaryotes may move randomly.
560298.
ბიოლოგია | თავი XXVII
ტაქსისი არის მოძრაობა სტიმულის, ან სტიმულის საპირისპირო მიმართულებით (ბერძნულად ტაქსისი წესრიგში მოყვანაა).
In a heterogeneous environment, however, many prokaryotes exhibit taxis, movement toward or away from a stimulus (from the Greek taxis, to arrange).
560299.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ქემოტაქსისის მქონე პროკარიოტები კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლით პასუხობენ.
For example, prokaryotes that exhibit chemotaxis respond to chemicals by changing their movement pattern.
560300.
ბიოლოგია | თავი XXVII
ისინი საკვების ან ჟანგბადის მიმართულებით მოძრაობენ (დადებითი ქემოტაქსისი) ან პირიქით, ტოქსიკურ ნივთიერებას გაურბიან (უარყოფითი ქემოტაქსისი).
They may move toward nutrients or oxygen (positive chemotaxis) or away from a toxic substance (negative chemotaxis).