669201 Records found
560641.
Biology | Chapter XXVIII
ზოგი პიროფიტული წყალმცენარე ეფექტური ბიოლუმინესცენცია: ღამით, როცა ტალღები, ნავები ან მოცურავეები პიროფიტული წყალმცენარეების მჭიდრო პოპულაციის ადგილას მოძრაობენ, ატფ-ის გადატანის ქიმიური რეაქციის შედეგად ზებუნებრივი ნათება წარმოიქმნება.
Some dinoflagellates are spectacularly bioluminescent: An ATP-driven chemical reaction creates an eerie glow at night when waves, boats, or swimmers agitate seawater with dense populations of the dinoflagellates.
560642.
Biology | Chapter XXVIII
ბიოლუმინესცენციის ერთ-ერთი შესაძლებელი ფუნქციაა პიროფიტული წყალმცენარეებით მკვებავი ორგანიზმებისგან დაცვა, რადგანაც სინათლე იზიდავს თევზებს, რომლებიც პიროფიტული წყალმცენარეების მოყვარულებით იკვებებიან.
One possible function of this bioluminescence is that when the water is disturbed by organisms that feed on dinoflagellates, the light attracts fishes that eat those predators.
560643.
Biology | Chapter XXVIII
ზოგი პიროფიტული წყალმცენარე მარჯნის პოლიპების - ცხოველების, რომლებიც მარჯნის რიფებს აშენებენ - მუტუალისტი სიმბიონტია.
Some dinoflagellates are mutualistic symbionts of coral polyps, animals that build coral reefs.
560644.
Biology | Chapter XXVIII
პიროფიტული წყალმცენარეების ფოტოსინთეზის პროდუქტი რიფების თანასაზოგადოებების მთავარი საკვებია.
The dinoflagellates' photosynthetic output is the main food for reef communities.
560645.
Biology | Chapter XXVIII
ყველა სპორიანი ცხოველების პარაზიტია, ზოგი მათგანი ადამიანის სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
All apicomplexans are parasites of animals, and some cause serious human diseases.
560646.
Biology | Chapter XXVIII
პარაზიტები მასპინძლებში პატარა, ინფექციის გადამტანი უჯრედების - სპოროზოიტების სახით ვრცელდებიან.
The parasites spread through their host as tiny infectious cells called sporozoites.
560647.
Biology | Chapter XXVIII
აპიკომპლექსებს ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ სპორიანი უჯრედის ერთ ბოლოზე (აპექსზე) მასპინძლის უჯრედებისა და ქსოვილების გასარღვევად სპეციალიზებული ორგანელების კომპლექსი აქვთ.
Apicomplexans are so named because one end (the apex) of the sporozoite cell contains a complex of organelles specialized for penetrating host cells and tissues.
560648.
Biology | Chapter XXVIII
სპორიანებს აქვთ პლასტიდა – აპიკოპლასტი, რომელიც ფოტოსინთეზს არ აწარმოებს.
Apicomplexans also have a nonphotosynthetic plastid, called the apicoplast.
560649.
Biology | Chapter XXVIII
ამის მიუხედავად, სპორიანების აპიკიპლასტი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს მაინც ასრულებს, მაგალითად ცხიმოვანი მჟავების სინთეზს.
Although apicomplexans are not photosynthetic, their apicoplast has vital functions, such as the synthesis of fatty acids.
560650.
Biology | Chapter XXVIII
აპიკომპლექსების უმეტესობის სასიცოცხლო ციკლი ძალიან რთულია და როგორც სქესობრივ, ასევე უსქესო სტადიებს მოიცავს.
Most apicomplexans have intricate life cycles with both sexual and asexual stages.
560651.
Biology | Chapter XXVIII
ასეთი სასიცოცხლო ციკლის დასამთავრებლად ხშირად საჭიროა ორი ან მეტი სხვადასხვა სახეობის მასპინძელი.
Those life cycles often require two or more different host species for completion.
560652.
Biology | Chapter XXVIII
მაგალითად, მალარიის გამომწვევი პარაზიტი - პლაზმოდიუმი როგორც კოღოებში, ასევე ადამიანებში ბინადრობს.
For example, Plasmodium, the parasite that causes malaria, lives in both mosquitoes and humans.
560653.
Biology | Chapter XXVIII
1960 წლებში დაიწყეს მალარიის გამავრცელებელი კოღო ანოფელესის საწინააღმდეგო ინსექტიციდების წარმოება და მალარიის საწინააღმდეგო წამლების გამოყენება, რომლებიც დაინფიცირებულ ადამიანში პლაზმოდიუმს კლავენ.
The incidence of malaria was greatly diminished in the 1960s by the use of insecticides that reduced populations of Anopheles mosquitoes, which spread the disease, and by drugs that killed Plasmodium in humans.
560654.
Biology | Chapter XXVIII
ტროპიკულ ქვეყნებში ამჟამად მალარიით დაავადებულია დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი, რომელთაგან ყოველ წელს 2 მილიონი იღუპება.
About 300 million people in the tropics are now infected, and up to 2 million die each year from the disease.
560655.
Biology | Chapter XXVIII
მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ის ართულებს, რომ პლაზმოდიუმი უმეტეს დროს ადამიანის უჯრედებში ატარებს და იმუნური სისტემის მოქმედებისთვის მიუწვდომელია.
The search for malarial vaccines has been hampered by the fact that Plasmodium spends most of its time inside human cells, hidden from the host's immune system.
560656.
Biology | Chapter XXVIII
ტრიპანოსომას მსგავსად, პლაზმოდიუმიც განუწყვეტლივ ცვლის უჯრედის ზედაპირზე განლაგებულ ცილებს.
And, like trypanosomes, Plasmodium continually changes its surface proteins.
560657.
Biology | Chapter XXVIII
მალარიის საწინააღმდეგო ახალი მეთოდების შემუშავების აუცილებლობამ განაპირობა პლაზმოდიუმის გენომის სეკვენირება.
The urgent need for new treatments for malaria inspired an ambitious effort to sequence Plasmodium's genome.
560658.
Biology | Chapter XXVIII
მკვლევრებმა 2003 წლისთვის დაადგინეს პარაზიტის გენების უმეტესობის გამოვლენა მისი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე.
By 2003, researchers had tracked the expression of most of the parasite's genes at numerous points in its life cycle.
560659.
Biology | Chapter XXVIII
კვლევამ უნდა დაეხმაროს მეცნიერებს ვაქცინის მოქმედების ახალი შესაძლო მიზნის გამოვლენაში.
This research could help scientists identify potential new targets for vaccines.
560660.
Biology | Chapter XXVIII
წამწამიანები უმარტივესების მრავალფეროვანი ჯგუფია, რომლებიც მოძრაობისას და საკვების მოსაპოვებლად წამწამებს იყენებენ.
Ciliates are a large, varied group of protists named for their use of cilia to move and feed.