მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560621.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სანამ მასპინძლის იმუნური სისტემა ცილას ამოიცნობს და შეუტევს, პარაზიტის ახალი თაობა სხვა ზედაპირული ცილის სინთეზზე გადადის, რომლის მოლეკულური სტრუქტურა მცირედ განსხვავებულია.
However, before the host's immune system can recognize the protein and mount an attack, new generations of the parasite switch to another surface protein with a slightly different molecular structure.
560622.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზედაპირული ცილის აგებულება ხშირად იცვლება, ამიტომ მასპინძელი იმუნიტეტს ვერ ივითარებს.
Frequent changes in the structure of the surface protein prevent the host from developing immunity.
560623.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ტრიპანოსომას გენომის მესამედი დაკავებულია ზედაპირული ცილების სინთეზით.
As much as a third of Trypanosoma's genome is dedicated to the production of these surface proteins.
560624.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევგლენასნაირებს უჯრედის ერთ-ერთ ბოლოზე აქვს ჯიბე, რომლიდანაც ერთი ან ორი შოლტი გამოდის.
Euglenids have a pocket at one end of the cell from which one or two flagella emerge.
560625.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევგლენასნაირების დამახასიათებელი ნიშანია პარამილონი - გლუკოზის პოლიმერი, რომელიც სამარაგო მოლეკულის სახით ფუნქციონირებს.
Paramylon, a glucose polymer that functions as a storage molecule, is also characteristic of euglenids.
560626.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევგლენასნაირის Euglena-ს მრავალი სახეობა ავტოტროფია, მაგრამ სიბნელეში ჰეტეროტროფებად გადაიქცევა და გარემოდან ორგანულ საკვებს აბსორბირებს.
Many species of the euglenid Euglena are autotrophic, but when sunlight is unavailable, they can become heterotrophic, absorbing organic nutrients from their environment.
560627.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მრავალ ევგლენასნაირს მსხვერპლის შთანთქმა ფაგოციტოზის გზითაც შეუძლია.
Many other euglenids can engulf prey by phagocytosis.
560628.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ალვეოლატების პლაზმურ მემბრანასთან განლაგებულია ტომარაკები.
Alveolates have sacs beneath the plasma membrane.
560629.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ალვეოლატები (Alveolata) უმარტივესების კლადაა, რომლის იდენტიფიკაცია მოლეკულური სისტემატიკის საფუძველზე მოხდა.
Another clade of protists whose identity is emerging from molecular systematics, Alveolata (the alveolates).
560630.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მათთვის დამახასიათებელია პლაზმური მემბრანის შიგნით განლაგებული და მასთან მიმაგრებული ტომარაკები (ალვეოლები).
It is characterized by membrane-bounded sacs (alveoli) just under the plasma membrane.
560631.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ალვეოლების ფუნქცია უცნობია; მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ისინი ალბათ ხელს უწყობენ უჯრედის ზედაპირის სტაბილურობას ან უჯრედში წყლისა და იონების შემცველობას არეგულირებენ.
The function of the alveoli is unknown; researchers hypothesize that they may help stabilize the cell surface or regulate the cell's water and ion content.
560632.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ალვეოლატებში გაერთიანებულია სამი ჯგუფი: შოლტიანები (dinoflagellates) პარაზიტები (apicompexans) და წამწამების საშუალებით მოძრავი უმარტივესები ciliates).
Alveolata includes three groups: a group of flagellates (dinoflagellates), a group of parasites (apicomplexans), and a group of protists that move by means of cilia (ciliates).
560633.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პიროფიტული წყალმცენარეები როგორც მლაშე, ასევე მტკნარი წყლის ფიტოპლანქტონის მრავალრიცხოვანი ორგანიზმებია.
Dinoflagellates are abundant components of both marine and freshwater phytoplankton.
560634.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ხშირად გვხვდება ჰეტეროტროფული პიროფიტული წყალმცენარეებიც.
There are also heterotrophic dinoflagellates.
560635.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამჯერად ცნობილია პიროფიტული წყალმცენარეების რამდენიმე ათასი სახეობა. მათი უმეტესობა ერთუჯრედიანია, ზოგი კოლონიურია.
Of the several thousand known dinoflagellate species, most are unicellular, but some are colonial.
560636.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყოველ სახეობას აქვს დამახასიათებელი ფორმა, რომელსაც მეტ სიმყარეს ხშირად ცელულოზის შინაგანი შრეები ანიჭებენ.
Each has a characteristic shape that in many species is reinforced by internal plates of cellulose.
560637.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ შრეების პერპენდიკულარულ ღარებში განლაგებულია ორი შოლტი, რომელთა საშუალებით ორგანიზმი წყალში მოძრაობისას ბრუნავს (ბერძნულად dinos – მბრუნავია).
Two flagella located in perpendicular grooves in this "armor" make dinoflagellates (from the Greek dinos, whirling) spin as they move through the water.
560638.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პიროფიტული წყალმცენარეების ყვავილობამ – პოპულაციის დემოგრაფიული აფეთქების ეპიზოდმა – შეიძლება წარმოქმნას ფენომენი, რომელიც ცნობილია სანაპიროს წყლების ,,წითელი მოქცევის” სახელით.
Dinoflagellate blooms-episodes of explosive population growth can cause a phenomenon called "red tide" in coastal waters.
560639.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყვავილობა მოყავისფრო წითელი ან მოვარდისფრო-ნარინჯისფერია, ამ შეფერილობას განაპირობებს კაროტინოიდები - პიროფიტული წყალმცენარეების პლასტიდების ყველაზე მრავალრიცხოვანი პიგმენტები.
The blooms appear brownish red or pinkish orange because of the presence of carotenoids, the most common pigments in dinoflagellate plastids.
560640.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი პიროფიტული წყალმცენარე გამოყოფს ტოქსინებს, რომლებმაც შეიძლება უხერხემლოებისა და თევზების მასობრივი დახოცვა გამოიწვიონ.
Toxins produced by certain dinoflagellates can cause massive kills of invertebrates and fishes.