მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560661.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წამწამიანები უმარტივესების მრავალფეროვანი ჯგუფია, რომლებიც მოძრაობისას და საკვების მოსაპოვებლად წამწამებს იყენებენ.
Ciliates are a large, varied group of protists named for their use of cilia to move and feed.
560662.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგ სახეობაში, მაგალითად Stentor მჭიდროდ განლაგებული წამწამების მწკრივები მოძრაობისას ერთად ფუნქციონირებენ.
In certain species, such as Stentor, rows of tightly packed cilia function collectively in locomotion.
560663.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სხვა წამწამიანები სწრაფად მოძრაობენ ფეხისმაგვარი სტრუქტურების საშუალებით, რომლებსაც ერთმანეთთან შეერთებული მრავალი წამწამი ქმნის.
Other ciliates scurry about on leglike structures constructed from many cilia bonded together.
560664.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წამწამების მოძრაობას მიკრომილაკების სუბმემბრანული სისტემა არეგულირებს.
A submembrane system of microtubules coordinates ciliary movements.
560665.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წამწამიანების საიდენტიფიკაციო თვისებაა ორი ტიპის ბირთვი: დიდი -მაკრონუკლეუსი და მცირე - მიკრონუკლეუსი.
A distinctive feature of ciliates is the presence of two types of nuclei: large macronuclei and tiny micronuclei.
560666.
ბიოლოგია | თავი XXVIII
უჯრედში შეიძლება ყოველი ტიპის ერთი ან მეტი ბირთვი იყოს.
A cell may have one or more nucleus of each type.
560667.
ბიოლოგია | თავი XXVIII
როგორც წესი, ყოველ მაკრონუკლეუსში წამწამიანის გენომის ათეულობით ასლია.
Each macronucleus typically contains dozens of copies of the ciliate's genome.
560668.
ბიოლოგია | თავი XXVIII
გენები ქრომოსომებში არ ლაგდებიან, ისინი მცირე კომპლექტებს ქმნიან, რომელთაგან ყოველი რამდენიმე გენის მრავალი ასლის მატარებელია.
The genes are not organized in chromosomes but instead are packaged in smaller units, each bearing many duplicates of just a few genes.
560669.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაკრონუკლეუსის გენები ყოველდღიურ ფუნქციებს აკონტროლებენ, მაგალითად კვებას, ნარჩენების განდევნასა და წყლის ბალანსის შენარჩუნებას.
Macronuclear genes control the everyday functions of the cell, such as feeding, waste removal, and maintaining water balance.
560670.
ბიოლოგია | თავი XXVIII
28.12 სურათის ზედა ნაწილზე გამოსახულია წამწამიანი პარამეციუმი, რომლის მაგალითზე განხილულია ეს ფუნქციები.
The upper portion of Figure 28.12 explores these functions in the ciliate Paramecium.
560671.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წამწამიანები ძირითადად უსქესოდ, ორად დაყოფით, მრავლდებიან. ამ დროს მაკრონუკლეუსი გრძელდება და უფრო იხლიჩება, ვიდრე მიტოზურ დაყოფას გადის.
Ciliates generally reproduce asexually by binary fission, during which the macronucleus elongates and splits, rather than undergoing mitotic division.
560672.
ბიოლოგია | თავი XXVIII
გენეტიკური ცვალებადობა კონიუგაციის (სქესობრივი პროცესის, რომლის დროს ორი ინდივიდი ჰაპლოიდურ მიკრონუკლეუსებს ცვლის) შედეგია.
Genetic variation results from conjugation, a sexual process in which two individuals exchange haploid micronuclei.
560673.
ბიოლოგია | თავი XXVIII
2003 წელს ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის (სიეტლი) მეცნიერების გუნდმა აღმოაჩინა, რომ კონიუგაციის გზით წამწამიანებს შეუძლიათ ტრანსპოზონებისა და "ეგოისტური” დნმ-ის სხვა ტიპების რაოდენობის შემცირება, რომელსაც გენომის შიგნით რეპლიკაცია შეუძლიათ.
In 2003, a team of scientists at the Fred Hutchinson Cancer Research Center in Seattle discovered that conjugation also provides an opportunity for ciliates to eliminate transposons and other types of "selfish" DNA that can replicate within a genome.
560674.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კონიუგაციის დროს, როცა მიკრონუკლეუსი მაკრონუკლეუსად ვითარდება, უცხო გენეტიკური ელემენტების ამოშლა მიმდინარეობს.
During conjugation, foreign genetic elements are excised when micronuclei develop into macronuclei.
560675.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ გზით ყოველი კონიუგაციის მსვლელობისას წამწამიანის გენომის თითქმის 15% პროცენტი შეიძლება ამოიშალოს.
Up to 15% of a ciliate's genome may be removed in this way every time it undergoes conjugation.
560676.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სტრამენოფილებს აქვთ ,,ბუსუსებიანი“ და გლუვი შოლტები.
Stramenopiles have "hairy" and smooth flagella.
560677.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კლადა სტრამენოფილებში (Stramenopila, იგივე ჰეტეროკონტები) შედის როგორც ჰეტეროტროფების რამდენიმე ჯგუფი, ასევე წყალმცენარეების კონკრეტული ჯგუფები.
The clade Stramenopila (the stramenopiles) includes several groups of heterotrophs as well as certain groups of algae.
560678.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კლადას სახელი (ლათინურად stramen – ჩალა, და pilos - თმა) დაერქვა იმ შოლტის გამო, რომელსაც მრავალი, ნაზი, თმისმაგვარი გამონაზარდი აქვს, რაც ამ უმარტივესების დამახასიათებელი ნიშანია.
The name of the clade (from the Latin stramen, straw, and pilos, hair) refers to a flagellum with numerous fine, hairlike projections, a characteristic of these protists.
560679.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სტრამენოფილების უმეტესობაში ,,ბუსუსებიანი” შოლტი ,,გლუვ” (უთმო) შოლტთან დაწყვილებულია.
In most stramenopiles, this "hairy" flagellum is paired with a "smooth" (nonhairy) flagellum.
560680.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სტრამენოფილების ზოგ ჯგუფში შოლტიანია მხოლოდ მოძრავი, რეპროდუქციული უჯრედები.
In some stramenopile groups, the only flagellated cells are motile reproductive cells.