668043 Records found
575881.
Biology | Chapter XLVIII
ჩვენი სიარული, ჟესტები და გამოთქმა ინდივიდუალურია. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ნიშან-თვისებებს სხვა ადამიანებში, მათთან ურთიერთობის დროს.
Our gait, gestures, and accent are individual, and we are very aware of these traits in other people when we interact with them.
575882.
Biology | Chapter XLVIII
დასწავლის უჯრედული მექანიზმები.
Cellular Mechanisms of Learning.
575883.
Biology | Chapter XLVIII
ნობელის ლაურეატმა ერიკ კენდელმა და მისმა კოლეგებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან დასწავლის უჯრედული საფუძვლების კვლევისთვის გამოიყენეს ზღვის კურდღელი (Aplysia californica), მცირე ზომის, ექსპერიმენტულად ხელმისაწვდომი ნერვული სისტემით.
Nobel laureate Eric Kandel and his colleagues at Columbia University have studied the cellular basis of learning using an animal with a small, experimentally accessible nervous system, the sea hare (Aplysia californica).
575884.
Biology | Chapter XLVIII
მკვლევრებმა შეძლეს ამ მოლუსკში მარტივი ფორმის დასწავლის მექანიზმის ახსნა სპეციფიკურ სენსორულ და მოტორულ ნეირონებს შორის სინაფსური ტრანსმისიის ინტენსივობის ცვლილებების ფარგლებში.
The researchers were able to explain the mechanism of simple forms of learning in this mollusc in terms of changes in the strength of synaptic transmission between specific sensory and motor neurons.
575885.
Biology | Chapter XLVIII
48.31-ე სურათზე აღწერილია ერთ-ერთი ექსპერიმენტი.
Figure 48.31 describes one of their experiments.
575886.
Biology | Chapter XLVIII
ხერხემლიანების თავის ტვინში, დასწავლის ფორმა – ხანგრძლივი პოტენციაცია (LTP) ზრდის სინაფსური გადაცემის ინტენსივობას, რომელიც აღიძვრება, როდესაც პრესინაფსური ნეირონები უშვებენ აქტიური პოტენციალების მოკლე, მაღალ-სიხშიროვან სერიას.
In the vertebrate brain, a form of learning called long-term potentiation (LTP) involves an increase in the strength of synaptic transmission that occurs when presynaptic neurons produce a brief, high-frequency series of action potentials.
575887.
Biology | Chapter XLVIII
ვინაიდან, LTP შეიძლება გაგრძელდეს დღეები ან კვირები, ეს შეიძლება იყოს ფუნდამენტური პროცესი, რომლითაც ყალიბდება მეხსიერება ან დასწავლას აქვს ადგილი.
Because LTP can last for days or weeks, it may be a fundamental process by which memories are stored or learning takes place.
575888.
Biology | Chapter XLVIII
LTP-ის უჯრედული მექანიზმი იყო შესწავლილი უფრო სრულყოფილად ჰიპოკამპის სინაფსებში, სადაც პრესინაფსური ნეირონები გამოყოფენ აღმაგზნებელ ნეიროტრანსმიტერს გლუტამატს.
The cellular mechanism of LTP has been studied most thoroughly at synapses in the hippocampus, where presynaptic neurons release the excitatory neurotransmitter glutamate.
575889.
Biology | Chapter XLVIII
პოსტსინაფსური ნეირონები ფლობენ გლუტამატური რეცეპტორების ორ ტიპს: AMPA და ნმდა რეცეპტორებს.
The postsynaptic neurons possess two types of glutamate receptors: AMPA receptors and NMDA receptors.
575890.
Biology | Chapter XLVIII
AMPA რეცეპტორები არიან ლიგანდ-დაჭიშკრული იონური არხების ნაწილები; როდესაც გლუტამატი უკავშირდება მათ, Na++ და K+ დიფუნდირებენ არხებში და პოსტსინაფსური მემბრანა დეპოლარიზდება.
AMPA receptors are part of ligand-gated ion channels; when glutamate binds to them, Na++ and K+ diffuse through the channels, and the postsynaptic membrane depolarizes.
575891.
Biology | Chapter XLVIII
ნმდა რეცეპტორები ნაწილებია, როგორც ლიგანდდაჭიშკრული, ასევე ვოლტაჟ-დაჭრიშკრული არხების: არხები იხსნება მხოლოდ თუ გლუტამატი დაკავშირებულია და მემბრანა დეპოლარიზებულია.
NMDA receptors are part of channels gated: The channels open only if glutamate is bound and the membrane is depolarized.
575892.
Biology | Chapter XLVIII
როგორც არის დეტალურად აღწერილი 48.32 სურათზე, გლუტამატის დაკავშირებამ ამ ორი ტიპის რეცეპტორებთან შეიძლება გამოიწვიოს LTP პრესინაფსური და პოსტსინაფსური ნეირონების ცვლილებების გზით.
As detailed in Figure 48.32, the binding of glutamate to these two types of receptors can lead to LTP through changes in both the presynaptic and the postsynaptic neurons.
575893.
Biology | Chapter XLVIII
ცნობიერება. ადამიანის ცნობიერებას დიდხანს არ მიიჩნევდნენ ზუსტი მეცნიერების კვლევის საგნად და უფრო ფილოსოფიისა ან რელიგიის სფეროს აკუთვნებდნენ.
Consciousness. The study of human consciousness was long considered outside the province of hard science, more appropriate as a subject for philosophy or religion.
575894.
Biology | Chapter XLVIII
ამ თვალსაზრისის ერთ-ერთი საფუძველი იყო ის გარემოება, რომ ცნობიერება არის ერთდროულად ფართოც (ეფუძნება ჩვენი თავის აღქმასა და ჩვენს საკუთარ გამოცდილებას) და სუბიექტურიც.
One reason for this view is that consciousness is both broad-encompassing our awareness of ourselves and of our own experiences-and subjective.
575895.
Biology | Chapter XLVIII
მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ნეირომეცნიერებმა დაიწყეს ცნობიერების შესწავლა თავის ტვინის სტრუქტურების ასახვის ისეთი მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა fMRI.
Over the past few decades, however, neuroscientists have begun studying consciousness using brain-imaging techniques such as fMRI.
575896.
Biology | Chapter XLVIII
ამჟამად, შესაძლებელია ადამიანის თავის ტვინის აქტიურობის შედარება ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობის დროს – მაგალითად, პიროვნების მიერ დანახული ობიექტის გაცნობიერებამდე და ამის შემდეგ.
It is now possible to compare activity in the human brain during different states of consciousness - for example, before and after a person is aware of seeing an object.
575897.
Biology | Chapter XLVIII
ასეთი კვლევები „ცნობიერების ცენტრს” თავის ტვინში ზუსტად ვერ განსაზღვრავენ; ისინი გვთავაზობენ სულ უფრო და უფრო დეტალურ სურათს, თუ როგორ კორელირებს ნეირონული აქტიურობა გაცნობიერებულ განცდებთან.
Such studies do not pinpoint a "consciousness center" in the brain; rather, they offer an increasingly detailed picture of how neural activity correlates with conscious experiences.
575898.
Biology | Chapter XLVIII
კონსენსუსი ნეირომეცნიერებს შორის სულ უფრო იზრდება იმის თაობაზე, რომ ცნობიერება არის თავის ტვინის ანაზდეული თვისება, რომელიც დიდი ტვინის ქერქის მრავალ უბანს ააქტიურებს.
There is a growing consensus among neuroscientists that consciousness is an emergent property of the brain, one that recruits activities in many areas of the cerebral cortex.
575899.
Biology | Chapter XLVIII
რამდენიმე მოდელით ითვლება, რომ არსებობს „სკანირების მექანიზმის” მსგავსი რამ, რომელიც მრავალგზის მოიცავს მთელ თავის ტვინს და ახდენს ფართოდ გავრცელებული აქტივობის ინტეგრაციას ერთიან ცნობიერების მომენტში.
Several models postulate the existence of a sort of "scanning mechanism" that repetitively sweeps across the brain, integrating widespread activity into a unified, conscious moment.
575900.
Biology | Chapter XLVIII
მიუხედავად ამისა, კარგად დამტკიცებულ თეორიას ცნობიერების შესახებ ვერ მივიღებთ მანამ, სანამ უფრო არ დაიხვეწება თავის ტვინის ასახვის მეთოდები.
Still, a well-supported theory of consciousness may have to wait until brain-imaging technology becomes more sophisticated.