მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575861.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შუბლის წილის გადაჭრა ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც კავშირი პრეფრონტალურ ქერქსა და ლიმბურ სისტემას შორის ირღვევა, ერთ დროს ეს ფართოდ გამოიყენებოდა მძიმე ემოციური დარღვევების სამკურნალოდ.
Frontal lobotomy, a surgical procedure in which the connection between the prefrontal cortex and the limbic system is disrupted, was once widely performed to treat severe emotional disorders.
575862.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუმცა, პაციენტებში მიღწეულ მორჩილებას თან ახლდა დასახული მიზნისკენ კონცენტრირების, დაგეგმვისა და მუშაობის უნარის დაკარგვა.
However, the resulting docility in the patient was usually accompanied by a loss of the ability to concentrate, plan, and work toward goals.
575863.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამიტომ, ასეთი მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის ფრონტალური ლობოტომია ჩანაცვლებულ იქნა წამლებით.
Therefore, drug therapy has replaced frontal lobotomy for treating such severely ill individuals.
575864.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მეხსიერება და დასწავლა.
Memory and Learning.
575865.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შესაძლოა ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ მუდმივად ვამოწმებთ იმას, რა ხდება ახლა და ვადარებთ იმას, მოხდა გარკვეული დროის წინ.
Though we may not be aware of it, we are constantly checking what is happening right now against what just happened a few moments ago.
575866.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ჩვენ ვინახავთ რაღაც დროით ინფორმაციას, წინათგრძნობებს ან მიზნებს ხანმოკლე მეხსიერებაში, რომლის მექანიზმები ლოკალიზებულია შუბლის წილში და ვათავისუფლებთ მათ შეუსაბამობის შემთხვევაში.
We hold information, anticipation, or goals for a time in short-term memory locations in the frontal lobes and then release them if they become irrelevant.
575867.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუ გვსურს დავიმახსოვროთ ადამიანი ან ტელეფონის ნომერი, ხდება ხანგრძლივი მეხსიერების მექანიზმების გააქტიურება, ამ პროცესში ჩართულია ჰიპოკამპი.
Should we wish to retain knowledge of a face or a phone number, the mechanisms of long-term memory are activated in a process that requires the hippocampus.
575868.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუ მოგვიანებით დაგვჭირდება სახელის ან ნომრის გახსენება, შეგვიძლია ამოვარჩიოთ ის ხანგრძლივი მეხსიერებიდან და დავაბრუნოთ ხანმოკლე მეხსიერებაში.
If we later need to recall a name or number, we can fetch it from long-term memory and return it to short-term memory.
575869.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ინფორმაციის გადაყვანა ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში ძლიერდება გამეორებით („გამეორება ქმნის სრულყოფას – გამეორება ცოდნის დედაა”), ამიგდალას მიერ განპირობებული დადებითი და უარყოფითი ემოციური მდგომარეობით და ახალი მონაცემების ასოცირებით, წინასწარ დასწავლილ და ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახულ მონაცემებთან.
The transfer of information from short-term to long-term memory is enhanced by rehearsal ("practice makes perfect"), positive or negative emotional states mediated by the amygdala, and the association of new data with data previously learned and stored in longterm memory.
575870.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, უფრო ადვილია ბანქოს ახალი თამაშის სწავლა, თუ თქვენ უკვე გაქვთ „ბანქოს შეგრძნება” სხვა თამაშიდან.
For example, it's easier to learn a new card game if you already have "card sense" from playing other games.
575871.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დიდი ტვინის ქერქის ბევრი სენსორული და მოტორული ასოციაციური ზონა, ბროკას და ვერნიკეს ველის გარეთ, ჩართულია სიტყვებისა და ხატების შენახვასა და გახსენებაში.
Many sensory and motor association areas of the cerebral cortex outside Broca's area and Wernicke's area are involved in storing and retrieving words and images.
575872.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, ტვინდაზიანებული პაციენტების კვლევის და ჯანმრთელი პირების ტომოგრამების შესწავლის შედეგად ვარაუდობენ, რომ ადამიანების გამოცნობა დაკავშირებულია მარცხენა საფეთქლის წილის წინა ნაწილთან, ცხოველების - ამ წილის უფრო დაბალ შუა ნაწილთან, ხოლო ინსტრუმენტების – კიდევ უფრო დაბალ უკანა ნაწილთან.
Studies of patients with brain lesions and imaging studies on unimpaired subjects suggest, for example, that recognition of people is associated with the anterior part of the left temporal lobe, recognition of animals with the lower middle part of this lobe, and recogninotion of tools with the lower posterior part.
575873.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ტელეფონის ნომრების, ფაქტების და ადგილების დამახსოვრება, რაც ძალიან სწრაფად ხდება და შეიძლება დასჭირდეს შესაბამისი ობიექტის მხოლოდ ერთი ექსპოზიცია, ალბათ ძირითადად არსებული ნეირონული კავშირების ეფექტურობის სწრაფ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
The memorization of phone numbers, facts, and placeswhich can be very rapid and may require only one exposure to the relevant item may rely mainly on rapid changes in the strength of existing neural connections.
575874.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პირიქით, ჩვევებისა და პროცედურების ნელი დასწავლა და დამახსოვრება, მაგალითად, როგორც ეს სჭირდება ჩოგბურთის თამაშის სრულყოფას, ავლენენ უჯრედული მექანიზმების ჩართვას, რაც ძალიან ემსგავსება თავის ტვინის ზრდასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი მექანიზმების ჩართვის იგივე პროცესს.
In contrast, the slow learning and remembering of skills and procedures, such as those required to improve one's tennis game, appear to involve cellular mechanisms very similar to ones responsible for brain growth and development.
575875.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ასეთ შემთხვევებში ნეირონები ჩვეულებრივ ახალ კავშირებს ქმნიან.
In such cases, neurons actually make new connections.
575876.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ისეთი მოტორული ჩვევების, როგორიცაა სიარული, ფეხსაცმლის შეკვრა, ველოსიპედით მოძრაობა ან წერა, დასწავლა ჩვეულებრივ გამეორებით ხდება.
Motor skills, such as walking, tying your shoes, riding a bicycle, or writing, are usually learned by repetition.
575877.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ასეთი ჩვევები, იმ გააზრებული ინდივიდუალური საფეხურების გახსენების გარეშე, რომელიც სჭირდება ასეთი ამოცანების სწორ შესრულებას.
You can perform such skills without consciously recalling the individual steps required to do these tasks correctly.
575878.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერთხელ დასწავლილი ჩვევის დავიწყება ძნელია.
Once a skill memory is learned, it is difficult to unlearn.
575879.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, თვითნასწავლ პიროვნებას, რომელიც თამაშობს ჩოგბურთს წლების განმავლობაში და მოუხერხებლად ურტყამს მარცხნიდან, ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდება სწორი სვლის დასწავლისთვის, ვიდრე ახალბედას.
For example, a person who has played tennis for years with a self-taught, awkward backhand has a much tougher time learning the correct form than a beginner just learning the game.
575880.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ჩვევები, კარგი იქნება თუ ცუდი, ძნელი აღმოსაფხვრელია.
Habits, whether good or bad, are hard to break.